Paris Principles

პარიზის პრინციპები (რეზოლუცია 48/134) პრინციპებია, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების სტატუსს. პრინციპები მიიღო გენერალურმა ასამბლეამ 1993 წლის 20 დეკემბერს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

International Coordinating Committee of NHRIs

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი მსოფლიო ყველა კუთხიდან წარმოდგენილი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსიტუტების საერთაშორისო ასოციაციაა ,რომელიც დაარსდა 1993 წელს. კომიტეტი მხარს უჭერს და აძლიერებს ეროვნულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას პარიზის პრინციპებთან და უძღვება მათ ადამიანის უფლებების მხარდაჭერის და დაცვის საქმეში.

კომიტეტი:

  • ხელს უწყობს და ეხმარება ეროვნულ ინსტიტუტებს, ჩაერთონ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და ხელშეკრულების მონაწილე ორგანოების საქმიანობაში;
  • წაახალისებს თანამშომლობას და ინფორმაციის გაზიარებას ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, მათ შორის ყოველწლიური შეხვედრების და ბიენალური კონფერენციების ჩატარების გზით;
  • ატარებს ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციას პარიზის პრინციპების შესაბმისად;
  • მხარს უჭერს ეროვნული ინსტიტუტების როლს გაეროში, და სახელმწიფოებში და საერთაშორისო სააგენტოებში;
  • უზრუნველყოფს უნარების და შესაძლებლობების განვითარებას გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარიატთან ერთად;
  • ეხმარება ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან;
  • ეხმარება მთავრობებს ეროვნული ინსტიტუტების შექმნაში, თუ მათგა ასეთი თხოვნა იქნება.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების რეგიონული ქსელები და ფორუმები

  • ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ჯგუფი
  • აზიის და წყნარი ოკეანის ფორუმი
  • ადამიანის უფლებების აფრიკული ინსტიტუტების ქსელი
  • ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ადამიანის უფლებების მხარდაჭერის და დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ქსელი
  • ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების თანამეგობრობის ფორუმი
  • ადამიანის უფლებების არაბულ-ევროპული დიალოგი

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

National Human Rights Institutions Database

რაოულ ვალენბერგის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების მონაცემთა ბაზა შეიცავს 1500-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც შეეხება ეროვნულ ინსტიტუტებს. ეს დოკუმენტებია თვით ინსტიტუტების მიერ შექმნილი მასალები (წლიური ანგარიშები, თემატური გზამკვლევები, კვლევები, ეროვნულ დონეზე გამოძიებები, და ა.შ.) და გაეროს დოკუმენტებს, ან აკადემიურ სტატიებს, რომლებიც შეეხება ეროვნულ ინსტიტუტებს. მონაცემთა ბაზის მიზანია გააცნოს ეროვნული ინსტიტუტების შესახებ მასალები უფრო ფართო აუდიტორიას და ზოგადად მხარი დაუჭიროს მათ მუშაობას მთელ მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა აგრეთვე შესაძლებლობას აძლევს ეროვნულ ინსტიტუტებს გაუზიარონ სხვებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ხოლო მეცნიერებს და მკვლევარებს ხელი მიუწვდებოდეთ საჭირო დოკუმენტებზე,

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Gender and SSR Training Materials

გენდერზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭრად, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა (DCAF), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), და ქალთა მხარდაჭერის გაეროს საერთაშორისო კვლევების და ტრენინგის ინსტიტუტმა (UN-INSTRAW, რომელიც ახლა უკვე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ნაწილია) გამოსცეს რჩევათა კრებული გენდერის და უსაფრთხოების სექტორის საკითხებზე 2008 წლის თებერვალში

ეს ვებგვერდი რჩევათა კრებულთან ერთად გამოიყენება. ეს რესურსები შექმნილია უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტების და განმანათლებლებისთვის, რათა მათ უფრო საინტერესოდ, ინტერაქტიურობის რეჟიმში წარმოადგინონ გენდერის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ მასალები. გენდერის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ტრენინგ-მასალების ნაკრები მოიცავს სავარჯიშოების, სადისკუსიო თემების და პრაქტიკული მაგალითების ფართო სეპქტრს, რომელთა ადაპტირება და ჩართვა შესაძლებელია უსაფრთხოების სექტორის ტრენინგებში. რესურსები ასევე სასარგებლოა გენდერის ტრენერებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების სექტორთან მუშაობენ.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

International Conference of Ombuds Institutions for the Armed Forces (ICOAF)

კონფერენციის მიზანია სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის მანდატთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და გამოცდილების გაზიარება. ინიციატივაში წარმოდგენილი არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, მაგრამ დაინტერესებული არიან სხვა ქვეყნების გამოცდილებით.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Rule of law, justice, security and human rights

გაეროს ეს ვებ-პორტალი შეიცავს ინფორმაციას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაეროს საქმიანობის შესახებ. პორტალი ასევე შეიცავს უსაფრთხოების სექტორის მმართველობის შესახებ მასალების სასარგებლო ბმულებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Folke Bernadotte Academy

ფოლკე ბერნადოტის აკადემია (FBA) შვედეთის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც მუშაობს მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების თემებზე. აკადემიის მისიაა, დაეხმაროს მსოფლიოში მშვიდობის მშენებლობას და კრიზისების გადაწყვეტას. უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში აკადემიის მონაწილეობა მოიცავს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის:

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

OSCE Polis

OSCE Polis ციფრული ბიბლიოთეკაა, რომელიც თავს უყრის საზღვრის უსაფრთხოების, კონტრტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, პოლიციის და ზოგადად, სამართალდაცვის შესახებ ინფორმაციას, OSCE Polis შეიქმნა ეუთოს საერთაშორისო ოფისების თანამშრომლების დასახმარებლად, რომლებიც ჩართული არიან სამართალდაცვის საქმიანობაში. ბიბლიოთეკა მოიცავს:

  • საინფორმაციო რესურსებს — ინფორმაციას ეუთოს მიერ განხორციელებული ან ამჟამად მიმდინარე საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ოპერაციებში;
  • ექსპერტების მონაცემთა ბაზას — საერთაშორისო ექსპერტების მონაცემებს;
  • დაგეგმილი აქტივობების კალენდარს.

POLIS რესურს ცენტრია პოლიციისთვის, სამართალდამცავებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ექსპერტების და დონორებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UN Security Sector Reform Task Force

გაეროს სამუშაო ჯგუფი აერთიანებს გაეროს ყველა სააგენტოს, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე. სამუშაო ჯგუფი შექმნა გაეროს გენერალურმა მდივანმა 2007 წელს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კომპლექსური და შეთანხმებული მიდგომის შემუშავების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნების და საზოგადოებების მხარდაჭერას ეფექტური, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინსტიტუტების შექმნას და მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UN Department of Peacekeeping Operations

გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) ეხმარება უსაფრთხოების სექტორის ცალკეული კომპონენტების, კერძოდ პოლიციის სამსახურების, რეფორმას, უკვე ათეული წლებია.
2007 წლიდან დეპარტამენტის მხარდაჭერა სტრატეგიულ დონეზე გადავიდა და მოიცვა სხვა კომპონენტებიც.

DPKO-ს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განყოფილება (SSRU), რომელიც კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ოფისის ნაწილია, გაეროს სისტემისთვის და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძირითადი მეკავშირე და ტექნიკური შესაძლებლობების მომწოდებელია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. განყოფილების საქმიანობა მოიცავს:

  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერაში ჩართული სამშვიდობო ოპერაციების პოლიტიკური, სტრატეგიული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას;
  • გაეროს ხელმძღავნელობის მხარდაჭერას გაეროს საქმინაობაში უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ინტეგრირების უზრუნველყოფაში;
  • მაღალკვალიფიციური ცენტრის როლის შესრულებას გლობალურ დონეზე, რომელიც შეიმუშავებს ორიენტირებს და საერთაშორისო ნორმებს;
  • გაეროს მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განსახორციელებლად  პარტნიორების მოძიებაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს