პოლიციის სამსახურის საგამოძიებო შტო სრული გამჭვირვალობით უნდა მუშაობდეს და სრულად უნდა იყოს ანგარიშვალდებული. გამოძიების დასრულების შემდგომ ეჭვმიტანილის მიმართ სამართლებრივი დევნის წარმატება დამოკიდებულია თავად გამოძიების პროცესის გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებაზე. განაჩენი მომავალში უნდა ემყარებოდეს ისეთი გამოძიების მონაცემებს, რომელიც ჩატარებულია სათანადო პროცესების დაცვით, რათა განაჩენი შემდგომში არ ჩაითვალოს დაუსაბუთებლად.

გარდა ამისა, საგამოძიებო ნაწილმა უნდა შეძლოს თანამშრომლობა არა მხოლოდ სათემო პოლიციასთან, არამედ ბრალმდებლებთანაც, რომლებიც შესაძლო კრიმინალების და კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.

წყაროები

OSCE, Police Reform within the Framework of Criminal Justice Reform, OSCE TNT/SPMU/Publication Series Vol 11, 2013.

UNODC, Handbook on Police Accountability, Oversight and Integrity, UNODC 2011

Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.