ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ეს რჩევები პირველად გამოსცა 2007 წლის აპრილში. განახლებული გამოცემა მიზნად ისახავს წესების შემდგომ დაკონკრეტებას და გამარტივებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ მიმოხილვას იმისა, თუ როგორ შეიძლება სააგენტომ იმუშაოს მედიასთან საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რჩევების მიზანია, ასწავლოს ორგანიზაციებს, თუ როგორ წარმოადგინონ თავიანთი თავი, თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა და როგორ მოიძიონ მოკავშირეები მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში. ნაშრომის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ანტიკორუფციულ სააგენტოებს, უფრო ეფექტურად ებრძოლონ კორუფციას.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ნორვეგიის თავდაცვის სექტორის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან გამოწვევების და დილემების წინაშე, რომლებიც უკავშირდება ეთიკას და დამოკიდებულებებს, ეს იქნება სამხედრო ოპერაციები, ბიზნესთან და სხვა კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან კონტაქტი და თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა, თუ რუტინული ყოვედღიური საქმიანობა. ამდენად, ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებული სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ეს არის ამ გამოცემის მიზანი, რომელიც წარმოადგენს სამოქმედო გეგმას დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის საკითხებზე.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და მათი ინიცირებით გააუმჯობესონ საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილე უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობის პრევენცია და დეტექცია. სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოიყენონ ბიზნეს ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს. პუბლიკაცია რჩევათა კრებულია, რომელიც ეხმარება კომპანიებს, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის, და შესაბამისობის პროგრამები და ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციის და დეტექციისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
რჩევათა კრებულში მოცემულია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წახალისებულია პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული განვითარების და შესაძლებლობების შეფასებას, ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დამცველი ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობის ორი ძირითადი სფერო:
- დაცვის მანდატი: გამოძიებები, საჩივრებზერეაგირების ეფექტური სტრატეგიები, ალტერნატიული დავების და კონფლიქტის გადაწყვეტა (როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოების დონეზე), საზოგადოებრივი გამოძიებები და მონიტორინგი.
- მხარდაჭერის მანდატი: საუკეთესო პრაქტიკა საზოგადოებრივ განათლებაში, მედია ურთიერთობები, რჩევა და დახმარება მთავრობისთვის, ანგარიშები, პოლიტიკის შემუშავება, და თანამრომლობის პროგრამები, რომლებიც არსებული რესურსებით უფრო ფართე შედეგს მიაღწევენ.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ეს კრებული ერთობლივად შეადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ბრიტანეთი), ნატოს მშვიდობის პროგრამის გუნდმა და DCAF-მა. კრებული ყურადღებას ამახვილებს იმ ცნებებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკას თავდაცვის მართვასა და პოლიტიკაში „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ გზით. ეს ცნობარი ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს თავდაცვის პერსონალის და თავდაცვის სექტორში დასაქმებული სამოქალაქო პირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რადგან მასში წარმოდგენილი მასალები კეთილსინდისიერების განმტკიცების და ანტიკორუფციული ზომების შესახებ მნიშვნელოვანია ამ აქტორების უსაფრთხოების მართვისთვისაც.
გზამკვლევში მოცემულია დემოკრატიული პოლიციის საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები. გზამკვლევი შექმნილია ეუთოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ეხებიან პოლიციის და სამართალდაცვის საკითხებს, ასევე საპოლიციო სფეროს სპეციალისტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიული პოლიციის შექმნის და გაძლიერების საკითხებზე.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გვერდი 5 სულ 8