ტექნიკური გზამკვლევი ძირითადად ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ დახმარებაზე, ინსტრუმენტებზე და საუკეთესო გამოცდილებაზე. მისი გამოყენება შეუძლიათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ორგანოებს, რომლებსაც სურთ კონვენციის დებულებების განხორციელება. გზამკვლევის მიზანია, გააცნოს მონაწილე სახელმწიფოებს მთელი რიგი პოლიტიკის ოფციები და მოსაზრებები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ კონვენციის განხორციელების პროცესში. გზამკვლევი მხოლოდ განიხილავს კონვენციის განხორციელებასთაბ დაკავშირებულ საკითხებს და ის არ უნდა ჩაითვალოს სრულ და ამომწურავ სახელმძღვანელოდ ეროვნული პოლიტიკის შემქმნელებისთვის, მით უმეტეს, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული სამართლებრივი სისტემა და ტრადიცია და ინსტიტუციური შესაძლებლობების სხვადასხვა დონე აქვს.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილია პრაქტიკოსების თვალით დანახული თავდაცვის დემოკრატიული მართვის პრაქტიკული ასპექტები. პუბლიკაცია აღწერს იმ საკითხებს, რომლებიც თავდაცვის პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ თავდაცვის სექტორის კარგი მმართველობის დანერგვისას. პუბლიკაციაში განმარტებულია უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფორმულირების და განხორციელების პრინციპები და მიდგომები, წარმოდგენილია კვლევების შედეგები და უსაფრთხოების სექტორის ორგანიზაციების ტრანსფორმირების და მართვის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, ორგანიზაციული პროცესები და რესურსები. წიგნი განსაზღვრულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროფესიონალებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების და თავდაცვის ორგანიზაციების დემოკრატიული რეფორმირების საკითხებზე.
OECD-ის ლექსიკონები: კორუფცია - სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონი
ლექსიკონი განმარტავს ძირითად ელემენტებს, რომელთა საფუძველზე ხდება კორუფციის სისხლის სამართლის ქმედებად კვალიფიცირება სამი ძირითადი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. ეს კონვენციებია: OECD-ის კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში უცხოელი სახელმწიფო მოხელეების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ; ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონვენცია კორუფციის შესახებ; და გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ. ლექსიკონის მიზანია, დაეხმაროს OECD-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციულ ქსელში შემავალ ქვეყნებს თავიანთ ძალისხმევაში, გარდაქმნან ეროვნული ანტიკორუფციული სისხლის სამართლის კანონმდებლობა აღნიშნული კონვენციების შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გაეროს ადამიანის უფლებების პროგრამასთან მუშაობა. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა კუთხეში წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში, დაცვასა და ხელშეწყობაში. „გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარიატთან მუშაობა: სახელმძღვანელო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“ შემუშავებულია სახელმძღვანელოს პირველი გამოცემის მომხმარებლების გამოკითხვის საფუძველზე. ეს ყოვლისმომცველი და განახლებული მეორე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს გაეროს ადამიანის უფლებების ორგანოებზე და მექანიზმებზე. გამოცემა ემსახურება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს და განმარტავს, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას გაეროს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანოებისა და მექანიზმების მუშაობაში ჩართვა.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გვერდი 6 სულ 8