გამოცემაში კლასიფიცირებული და შეფასებულია სამართლებრივი სტანდარტები დაზვერვის სამსახურების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებზე. მასში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისია როგორც გარდამავალი ქვეყნებისთვის, ასევე კარგად განვითარებული დემოკრატიებისთვის.
რჩევათა კრებულში მოცემულია კონკრეტული ინსტრუმენტების დეტალური ნუსხა იმ მოხელეებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ელემენტების შემუშავებაზე და ამ ელემენტების ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოდ ფორმულირებაზე, ასევე იმ მოხელეებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაა ცალკეული ელემენტების შემუშავება და განხორციელება, რჩევათა კრებულში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ცალკეული ინსტრუმენტები ან მათი კომბინაციები. ეს მაგალითები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმუშავებს ან არ იმუშვებს კონკრეტული პროგრამა და თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის ადაპტირება ან მოდიფიცირება კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გზამკვლევი შეიცავს კორუფციის პრობლემის ხასიათის და მასშტაბის ზოგად აღწერილობას და ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი ელემენტების აღწერას, ის გამოდგება პოლიტიკური საჯარო მოხელეებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
პარლამენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვაში და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისგან. სახელმძღვანელოს ჩანართებში განმარტებულია ძირითად ტექსტში მოცემული რთულ საკითხები, წარმოდგენილია კანონების და რეგულაციების ნიმუშები და სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მაგალითები. თითოეული თავი მთავრდება სექციით, რომელსაც ჰქვია „რას აკეთებ როგორც პარლამენტარი”, სადაც მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს ეროვნულ დონეზე.
ეს ცნობარი განსაზღვრულია წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის მათ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. კონკრეტული ანგარიშები ცნობარში წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის მიზნით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანგარიშგების რეჟიმებია და შესაბამისად, აქცენტიც შესაძლებელია გამჭვირვალობის სხვა ასპექტზე იყოს. პუბლიკაცია ეფუძნება წევრი-ქვეყნების გამოცდილებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
“ჯიბის წიგნი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის სასიცოცლო ფუნქციების კანონიერ და ადამიანურ აღსრულებაზე ორიენტირებული პოლიციისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და პორტაბელური რესურსია. ჯიბის წიგნაკი შეიცავს სამასზე მეტი საერთაშორისო წყაროდან აღებულ ასეულობით რელევანტურ სტანდარტს, რომლებიც წარმოდგენილია მოკლედ და გამარტივებული ენით.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გვერდი 8 სულ 8