ის,თუ როგორ არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა ინტეგრირებული ეროვნულ კანონმდებლობაში, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივ ტრადიციებზე და სისტემაზე, და იმ სამართლებრივ შეთანხმებებზე, რომლებზეც ქვეყანას ვალდებულებები აქვს აღებული რეგიონული და საერთაშორისო შეთანზმებების და ასოციაციების საშუალებით. ქვეყნის სამართლებრივი სისტემა გულისხმობს მის წესებს და ინსტიტუტებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიხედვით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმები, როგორც წესი, ჩართულია ეროვნულ კანონმდებლობაში შემდეგი ოთხი გზით:[1]

  • საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების რატიფიკაციის გზით, რაც ავტომატურად ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს ამ ხელშეკრულებების პირობების ჩართვას ადგილობრივ კანონნმდებლობაში;
  • სპეციალური ხელშემწყობი კანონების საშუალებით, მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებებით;
  • ადამიანის უფლებების სამართლებრივი ინსტრუმენტის პირდაპირ გადმოტანით ცალკეულ ახალ კანონში
  • ადამიანის უფლებების სამართლებრივი ინსტრუმენტის კონკრეტული დებულებების თანდათანობითი ჩართვით რამდენიმე კანონში

იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავიანთი კონსტიტუციით მოეთხოვებათ საერთაშორისო შეთანხმებების ავტომატური ინტეგრაცია საკუთარ კანონებში, ეს შეთანხმებები ხდება ეროვნული კანონმდებლობის ნაწილი მათი რატიფიკაციითანავე, და ამ ორს შორის განსხვავების შემთხვევაში, უმეტესი ძალა ენიჭებათ. ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომებია საჭირო ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობის - მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ - ჩასართავად ადგილობრივ კანონმდებლობაში. და ეს აისახება ან ახალ კანონმდებლობაში ან კონსტიტუციურ ცვლილებებში. ადამიანის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობის ეფექტურობისთვის საჭიროა, მუშაობდეს ზედამხედველობის, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები, მაგრამ ამის გარდა აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ძირითადი აქტორები

ომბუდსმენის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა დამცველები, და ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტები არიან ძირითადი აქტორები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების ეროვნული კანონმდებლობის მხარდაჭერაში, შემუშავებაში, ზედამხედველობაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.

ადამიანის უფლებების დამცველები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განსაზღვრებით, ადამიანის უფლებების დამცველები არიან ინდივიდები, ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ ადამიანის უფლებებს.ადამიანის უფლებების დამცველები არამხოლოდ არასამთავრობო და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, არამედ შესაძლოა იყონ მთავრობის წევრები, საჯარო მოხელეები ან კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორები, ომბუდსმენი და ადამიანის უფლებების ადვოკატები - ყველანი - არიან ადამიანის უფლებების დამცველები. თუმცაღა, აუცილებელი არაა, რომ უფლებათა დამცველი წარმოადგენდეს რაიმე ორგანიზაციას. ბევრი ადამიანი მოქმედებს როგორც ადამიანის უფლებების დამცველი თავისი პროფესიული თუ სამსახურეობრივი კონტექსტის გარეთ. ტერმინი „ადამიანის უფლებების დამცველი“ გულისხმობს ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, ვისი საქმიანობაც, დროდადრო ან მუდმივად, მოიცავს ადამიანის უფლებების მხარდაჭერას და დაცვას. ეს აღწერილობა მოიცავს საქმიანობის ფართო სეპქტრს, როფორიცაა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც არიან დარღვევების მსხვერპლი, ანგარიშვალდებულების და დაუსჯელობასთან ბრძოლის უზრუნველყოფა, კარგი მმართველობის, განათლების და ტრენინგების წახალისება და ა.შ. ასეთი საქმიანობა შესაძლებელია ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და ხშირად მოიცავს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. უფლებადამცველი შესაძლოა მუშაობდეს ანაზღაურებით ან როგორც მოხალისე. ადამიანის უფლებების დამცველების პრინციპები, უფლებები და მოვალეობები აღწერილია გაეროს “საზოგადოებრივი პირების, ჯგუფების და ორგანოების უფლებები და მოვალეობები საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის და დაცვის საქმეში” რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1998 წელს.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტები

საერთაშორისო სამართლის რესურს-ცენტრის მიხედვით, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებმა შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს. მათი ძირითადი მიზანი იგივეა რაც უფლებადამცველების - ადამიანის უფლებების მხარდაჭერა და დაცვა.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის განსაზღვრებით, ეს ინსტიტუტები სახელმწიფო ორგანოებია,რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებების მხარდაჭერის და დაცვის კონსტიტუციური და/ან სამართლებრივი მანდატი. ისინი სახელმწიფო აპარატის ნაწილს წარმოადგენენ და ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ, თუმცა ოპერირებენ და ფუნქციონირებენ მთავრობისგან დამოუკიდებლად. მართალია, მათი კონკრეტული მანდატი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მათი ზოგადი როლი ერთია - ყველა ფორმის დისკრიმინაციაზე პასუხი და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის ხელშეწყობა. ამ ინსტიტუტების მთავარი ფუნქციებიასაჩივრებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების შესახებ განათლება და საკანონმდებლო რეფორმისთვის რეკომენდაციების გაწევა. ეფექტური ინსტიტუტები მნიშვნელოვანი რგოლია მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. დღეს არსებობს ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ექვსი მოდელი:

  • ადამიანის უფლებების კომისიები
  • ადამიანის უფლებების ომბუდსმენის ინსტიტუტები
  • ჰიბრიდული ინსტიტუტები
  • საკონსულტაციო ორგანოები
  • ინსტიტუტები და ცენტრები
  • ინსტიტუტების გაერთიანება

ინსტიტუტების საქმიანობაა საკუთარ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი, უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ძირითადი ლინკები და რესურსები:

ომბუდსმენის ინსტიტუტები

ომბუდსმენის ინსტიტუტი, უფლებათა კომისარი, ან სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ნაწილია. ისინი იღებენ და იძიებენ საჩივრებს საჯარო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების, ფაქტის იგნორირების და ქმედებების შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ადვოკატთა საერთაშoრისო ასოციაციის განსაზღვრებით, ომბუდსმენის ინსტიტუტი არის „ოფისი, რომელიც შექმნილია კომსტიტუციის თანახმად ან საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის გადაწყვეტილებით და რომელსაც სათავეში უდგას მაღლჩინოსანი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის მიმართ, რომელიც იღებს საჩივრებს განაწყენებული პირებისგან სახელმწიფო ორგანოების, მოხელეების და თანამშრომლების წინააღმდეგ, ან რომელიც მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებით, და რომელსაც აქვს უფლებამოსილებაგამოიძიოს, წარმოადგინოს მაკორექტირებელი ზომა, და გამოსცეს ანგარიშები”.[2] აშშ ომბუდსმენთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, დინ გოტერერის, აზრით, ომბუდსმენის ინსტიტუტს უნდა ახასიათებდეს შემდეგი:

  • დამოუკიდებლობა
  • მიუკერძოებლობა და სამართლიანობა
  • ფაქტებზე დაფუძნებული გადახედვის პროცესი
  • კონფიდენციალურობა

შეიარაღებული ძალების ომბუდსმენის ინსტიტუტი არის ომბუდსმენის ონსტიტუტი, რომლის იურისდიქციაც არის შეიარაღებული ძალები, და რომელიც,შესაბამისად,დაკავებულია იმ იმ ფაქტებზე საჩივრების მიღებით და გამოძიებით, რომლებიც ხდება შეიარაღებულ ძალებში ან დაკავშირებულია მათთან. ეს ინსტიტუტები არსებითია უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობისთვის, რადგან ისინი მხარს უჭერენ და წვლილი შეაქვთ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობის, საპასუხო ზომების მიღების, და კეთილსინდისიერების განმტკიცების საქმეში.

ძირითადი ლინკები და რესურსები:

 

[1] UNICEF (2008), Assessing Compliance of National Legislation with International Human Rights Norms and Standards.

[2] In Dean M. Gottehrer (2009), “Fundamental Elements of an Effective Ombudsman Institution.”