ვებსაიტი მომზადდა შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჟენევის ცენტრის მიერ წარმართული პროგრამების ფარგლებში. ვებსაიტის ქართულენოვან რედაქციაზე იმუშავა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭომ.

ვებსაიტი მიზნად ისახავს აამაღლოს მკითხველის ცნობიერება დემოკრატიულ ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მართვის თავისებურებებზე და ეფექტური დემოკრატიული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი პირობაა ქვეყანის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. ასევე, ვებსაიტზე განხილული თემები ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კეთილსინდისიერების ამაღლების საკითხს, აღწერს საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც არსებობს მსოფლიოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების მიმართულებით.

ვებსაიტი ‘საქართველო-დემოკრატიული ზედამხედველობა’ აცნობს მკითხველს საქართველოში დემოკრატიული ზედამხედველობის პრაქტიკას თავდაცვის და უსფრთხოების ინსტიტუტების მიმართ, ხელს უწყობს დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას საქართველოს თავდავისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში და უახლოეს მომავალში მის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

ვებსაიტი განკუთვნილია დემოკრატიულ ზედამხედველობაში ჩართული ყველა სთეიქჰოლდერისთვის, პარლამენტის წევრებისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუების წარმომადგენლებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიისათვის.