ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, ანუ ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა, კონცეფციაა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა უსაფრთხოებას სახელმწიფოს და მისი მოქალაქეებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ოფიციალური აღწერაა იმისა, თუ როგორ ესმის ქვეყანას თავისი სახელმძღვანელო პრინციპები. ღირებულებები, ინტერესები, მიზნები, სტრატეგიული გარემო, საფრთხეები, რისკები და გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და მხარდაჭერის ჭრილში. როგორც წესი, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ემყარება ქვეყნის კონსტიტუციას, დამფუძნებელ დოკუმენტებს და კანონმდებლობას. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას და მოვალეობებს ქვეყანაში უსაფრთხოების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საქმეში.[1]

423_Policy-1_Geo.png

რა არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა?

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის განსაზღვრებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს ინსტრუქციებს იმისთვის, რომ ქვეყანამ უპასუხოს ადამიანების და სახელმწიფოს უსაფრთხოების საჭიროებებს. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს მთავრობის და სხვა ინსტიტუტების შეხედულებებს, აგრეთვე ადამიანების საჭიროებებს და აღქმებს, და ის წარმოდგენილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის სახით. ზოგიერთ ქვეყანას ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის ნაცვლად რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტი აქვს - როგორიცაა თავდაცვის სტრატეგიის თეთრი წიგნი,ლიდერების მოხსენებები, და სხვა მსგავსი დოკუმენტები. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შეიცავდეს ან ადგილს უთმობდეს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სტრატეგიის განვითარებას, რომელიც განსაზღვრავს იმ ფორმალურ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც მოხდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში აღწერილი უსაფრთხოების და თავდაცვის ამოცანების მისაღწევად.[2]

423_Policy-2_Geo.png

რატომაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მნიშვნელოვანი?

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ელემენტების გათვალისწინება არსებითი მნიშვნელობისაა უსაფრთხოების ინსტიტუტების ლეგიტიმურობისთვის და მოქალაქეების და მათი უფლებების დაცვისთვის. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მჭიდროდ დაკავშირებულია უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან; ის განსაზღვრავს სტრატეგიულ საფუძვლებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განსხორციელების და ხელმძღვანელობისთვის.[3] რადგან ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ძირეულ სამართლებრივ დოკუმენტებს, მისი შემუშავება კანონმდებლობის გადახედვის და გაუმჯობესების საშუალებასაც იძლევა.

როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები?

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტები გათვალისწინებულია კონკრეტული ქვეყნისთვის. თუმცაღა, მათ საერთო მახასიათებლებიც აქვთ. ეს დოკუმენტები, როგორც წესი, შეეხება სულ მცირე სამ ძირითად თემას:

1) სახელმწიფოს როლი საერთაშორსიო სისტემაში

2) მოსაზრება საერთაშორისო გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ;

3) განმახორციელებელი ინსტიტუტების მოვალეობები ამ გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვაში.

პირველი ელემენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას საერთაშორისო სისტემასთან და ამ სისტემაში სახემწიფოს როლთან დაკავშირებით, მეორე ელემენტი აფასებს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს და შესაძლებლობებს (როგორც შიდა, ასევე გარე). მესამე ელემენტი აღწერს განმახორციელებელი სააგენტოების ფუნქციებს და მოვალებებს.[4]

ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტები ჩვეულებრივ არ განსაზღვრავს საფრთხეების და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს. ეს გზებიუნდა განისაზღვროს მომდევნო სტრატეგიულ დოკუმენტებში და მართვის შემდგომ ეტეპებზე, როგორიცაა უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა, პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების და კარგი მმართველობის დანერგვის ჩარჩოებში ეფექტური და დემოკრატიული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:

  • უსაფრთხოების პრობლემების, მიმწოდებლების და საშუალებების მიმართკომპლექსური მიდგომა საუკეთესო გზაა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების დიდი უმრავლესობის დასაფარავად.
  • ლეგიტიმური დაეფექტური უსაფრთხოების პოლიტიკა მიიღწევა განხილვების და კონსენსუსის შედეგად.
  • უნდა განიხილებოდეს საფრთხეების ფართო სპექტრი, მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური საფრთხეები, სტიქიური უბედურება, ტერორიზმი და ა.შ.
  • საჭიროა მიმდინარე არსებული საშუალებების გულდასმით შეფასება.
  • არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესების და შემსრულებლების გამჭვირვალობას, მონიტორინგს და ანგარიშვალდებულებას.
  • გადამწყვეტია მოქნილობა და მზაობა ცვალებადი უსაფრთხოების გარემოში.
  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მხედველობაში უნდა იღებდეს საერთაშორისო სიტუაციას, მონაწილეეებს, სტანდარტებს და რეგულაციებს.
  • აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულება.

ვინ არის ჩართული?

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის საერთო პროცესში ჩართული უნდაიყოს მონაწილეების ფართო წრე. მართალია, შემუშავების და დამტკიცების ეტაპები ხორციელდება ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, შეფასებაში, კველევაში, და ფორმულირების ეტაპებზე ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ექსპერტიზა და წვლილი, დაწყებული სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, მეცნიერებიდან - რომლებიც ასრულებენ ზედამხედველობის როლს, და ყველა დონის უსაფრთხოების სექტორის პერსონალიდან - რომლებიც ახორციელებენ და რომლებსაც პირდაპირ ეხებათ უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნები და შედეგები, და დამთავრებული მთავრობით, სამინისტროებით და პარლამენტით, რომლის როლიც როგორც მთლიანი პროცესის ზედამხედველის, უმნიშვნელოვანესია.

წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for civil society organizations.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009)

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] Sources: UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes; DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition here.

[2] United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012. p 122-125.

[3] Ibid. p 121.

[4] DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.