სამართალდაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მიწოდების უზრუნველყოფაა, რომელიც ხორციელდება ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული შეკავების და პრევენციის საშუალებით, და რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში ასევე იყენებს შესაფერის ინტერვენციებს. სამართალდაცვა ძირითადად ხორციელდება პოლიციის - სამოქალაქო ძალის - მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციასა და დეტექციაზე და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე. ტერმინი „პოლიცია“ ამდენად გულისხმობს ყველა სამართალდამცავ ორგანოს: ეროვნულ, ადგილობრივ, და სპეციალურ სამსახურებს რომლებიც ახორციელებენ პოლიციის უფლებამოსილებას. ასეთია, მაგალითად, სათემო პოლიცია, ან პოლიციის დეტექციის ან გამოძიების განყოფილებები. პოლიცია სისხლისსამართლის ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერმანეთთან აკავშირებს სახელმწიფო უსაფრთხოების და სამართლის მიწოდებას.[1]

რა არის ეფექტური სამართალდაცვა?

უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დროს ეფექტური სამართალდაცვა ნიშნავს, რომ პოლიციის ორგანიზაციებს და პერსონალს აქვთ უნარი უზრუნველყონ სახელმწიფო და ადამიანური უსაფრთხოება დემოკრატიული სამოქალქო კონტროლის ჩარჩოებში და ამავე დროს დაიცვან ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი.[2]

რატომაა დემოკრატიული ზედამხედველობა მნიშვნელოვანი ეფექტური სამართალდაცვისთვის?

საყოველთაოდ მიღბულია, რომ საზოგადოებამ უნდა გაუწიოს კონტროლი მთავრობას და საჯარო სამსახურებს, მათ შორის, პოლიციას. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ საჯარო სამსახურებმა უპასუხონ საზოგადოების საჭიროებებს და რომ პოლიციის საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების ინტერესებს (მაგ. კორუფცია). დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოება აკონტროლებს პოლიციას (და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებს) არაპირდაპირ, არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. საზოგადოებას ასევე შეილება კონტაქტი ჰქონდეს პოლიციასთან სხვადასხვა პლატფორმების საშალებით, მათ შორის, სათემო პოლიციის საბჭოების საშუალებით. დემოკრატიული მმართველობის კიდევ ერთი კომპონენტია ზედამხედველობა და მონიტორინგი. პოლიციის საზედამხედველო ორგანოების საქმიანობის შემუშავების, განაწილების და გადახედვის გზით პარლამენტი ქმნის კავშირს საზოგადოებას და პოლიციას შორის. გარე მონიტორინგი და ზედამხედველობა ხელს უწყობს გამჭრვირვალობას და ზედამხედველობის გაძლიერებას და, ამდენად, ზრდის საზოგადოების ნდობას სამართალდამცავი ორგანოების და ზოგადად სახელმწიფოს მიმართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამართალდაცვის სექტორის თანამშრომლების კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა. პოლიციაში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ფართოდ გავრცელებული კორუფცია ბევრი საპოლიციო სისტემისთვის არის დამახასიათებელი: რადგან პოლიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების დაცულობაში და ხშირი შეხება აქვს მოქალაქეებთან, „კორუფციის დაღი“ გადაიქცა ყოცელდღიური ცხოვრების თანამდევად. პოლიციას უნდა ჰქონდეს საზოგადოების ნდობა, რადგან არ არსებობს სხვა ორგანო, რომელიც საზოგადოებისთვის უზრუნველყოფს კანონის დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, კორუმპირებული პოლიცია ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. სახელმწიფო კანონის პატივისცემას უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან კანონის განხორციელებაზე, პოზიტიურ მაგალითი გახდებიან საზოგადოებისთვის.[3]

აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობის ნაწილი არ არის თვალსაჩინო და, ამდენად, ნაკლებად გამჭვირვალეა. ამას ემატება ის, რომ პოლიციას ხშირი კონტაწტი აქვს საზოგადოების კრიმინალურ ნაწილთან, მათ შორის ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ადამიანის ტრეფიკინგში ჩართულ დამნაშავეებთან. ამ ნიშნების გამო სამართადამცავი სექტორში მაღალი კორუფციის რისკია და, ამდენად, პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

როგორ მუშაობს გარე კონტროლი და ზედამხედველობა?

გარე ზედამხედველობის და კონტროლის ინსტიტუტები მოქმედებს შიდა კონტროლის სისტემების პარალელურად. გარე მექანიზმებში პროფესიონალიზმის და გამჭვირვალობის სტამდარტების შენარჩუნება დამოკიდებულია შიდა კონტროლის მექანოზმების ეფექტურობაზე. შიდა კონტროლი მოიცავს თანამშრომელთა დაქირავების პროცესში შერჩევას და უშუალო მენეჯერების მიერ თანამშრომლების ხელმძღვანელობას, სავარაუდო კორუფციის შემთხვევების გამოძიებას შიდა ანტიკორუფციული ორგანოების მიერ, კორუმპირებული პოლიციის ოფიცრების მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენებას, კორუფციის რისკების მონიტორინგს და პოლიციის სისტემაში კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის ხელშეწყობას.ზედამხედველობის და გარე კონტროლის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს შიდა კონტროლის ფუნქციონირება, მონიტორინგი გაუწიოს შიდა კონტროლს, და უზრუნველყოს მექანიზმები პოლიციაში კორუფციის შესახებ საჩივრების წარსადგენად; ასევე, იმ საჩივრებზე რეაგირება, რომლების იგნორირებულია ან რომელთან გამკლავება არ ძალუძს პოლიციის სამსახურებს.[4]

რა ზომებით ხდება კეთილსინდისიერების განმტკიცება სამართალდამცავ სექტორში?

  • პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცების სამართლებრივი მეთოდები

სანქციები კორუფციული და არაეთიკური ქმედებებისთვის სერიოზულად იყოს აღქმული და მათ შესახებ ინფორმაცია ფართოდ უნდა გავრცელებული პოლიციის დაწესებულების შიგნით.. ამგვარი ქმედების ჩამდენი პირების დასახელება და განსჯა ასევე სასარგებლო ინსტრუმენტია იმის გასაცნობიერებლად, რომ კორუფციული ქმედება მიუღებელია და რომ ასეთ ქმედებაზე მოხდება რეაგირება. დამნაშავეების ეფექტური სანქცირების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, რომ მონიტორინგის და განხორციელების სისტემა იყოს მტკიცე და არსებობდეს ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო. კანონმდებლობამ უნდა დეტალურად განსაზღვროს, თუ როგორი ქმედება არის კორუფციული, არაეთიკური ან არასათანადო.

  • სამართალდამცავ ორგანოებში კეთილსინდისიერების განმტკიცების ადმინისტრაციული მეთოდები

პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები შეიძლება დაიწყოს რეკრუტმენტის ფაზის დროს და ასევე პერსონალის როტაციის გზით. სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალის დაქირავება და დაწინაურება უნდა ხდებოდეს კონკურენტული გამოცდების და დანიშვნის საუძველზე და თანამშრომლების მიღება უნდა ხდებოდეს მათი კვალიფიკაციის და პოზიციისთვის მათი შესაფერისობის მიხედვით. წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პოლიციის ოფიცრების დანიშვნის კრიტერიუმები, როგორიცაა მინიმალური განათლების სტანდარტები. უნარების ტესტებით უნდა შეფასდეს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური უნარები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის დამოკიდებულებებს ძალადობის, არასათანადო ქმედების მიმართ ან კანდიდატის შესაძლებლობებს, კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილება მიიღოს შესაფერისი ქმედების განხორციელებაზე.[5]

პოლიციის პერსონალის როტაცია მათი სხვა განნყოფილებაში გადაყვანის გზით და პოლიციელებს შორის ზედმეტად კომფორტული ურთიერთობების ჩამოყალიბების თავიდან აცილება კიდევ ერთი გზაა კორუფციის რისკების შესამცირებლად. თუმცა, აქაც საჭიროა სიფრთხილის და პრაქტიკული მიდგომის გამოყენება, რადგან როტაციამ შესაძლოა შეასუსტოს ინსტიტუციური მეხსიერება და გამოიწვიოს გამოცდილების დაკარგვა და ამით უარყოფითად იმოქმედოს პოლიციის ეფექტურობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დეპარტამენტებს, რომლებსაც შემხებლობა აქვთ მაღალმომგებიან და გრძელვადიან კრიმინალურ საქმიანობასთან. ასეთ დეპარტამენტებში მეტად მოსალოდნელია არაეთიკური საქციელითანამშროლების მხრიდან, რადგან იქმნება მოკლე დროში მაღალი ჯილდოს ადვილად მიღების გრძელვადიანი შესაძლებლობები.[6]

ზოგიერთ ეხქსპერტის აზრით, პერსონალის ხელფასები უნდა განისაზღვრებოდეს კანონმდებლობით და დამოკიდებული უნდა იყოს რანგზე და იერარქიაზე, და არა შესრულებული სამუშოს ხარისხზე და მოცულობაზე. ხელფასები უნდა გაიცემოდეს რეგულარულად, სრულად და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს არასამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე არასათანადო საქციელის ჩადენა. ამასთან, მთლიანად სისტემას მონიტორინგს უნდა უწევდეს ძლიერი საკონტროლო მექანიზმები და ინსტიტუტები.[7]

პოლიციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ასევე ზეგავლენას ახდენს ლოიალურობის და ეთიკური საქციელის ხარისხზე. სახელმწიფო მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს როგორც პოზიტიურ (მაგ. აღიარება და დაფასება), ისე უარყოფით მექანიზმებს (მაგ. სამართლიანი და ეფექტური სანქციები).

გენდერული ბალანსის გაუმჯობესებამ პოლიციაში შესაძლოა ხელი შეუწყოს კორუფციის პრევენციას, რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ერთი სქესის ადამიანების გაერთიანებები უფრო მიდრეკილია შექმნას არაფორმალური კორუფციული ქსელი. გენდერული ბალანსის დაცვის შემთხვევაში, კორუფციული თანამშრომლობის კავშირების შექმნა უფრო ძნელია და ნაკლებად სავარაუდოა მათი გაფართოება.

ქცევის კოდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორუფციის შესაზღუდად და კეთილსინდისიერების განსამტკიცებლად სამართალდამცავ ინსტიტუტებში. ქცევის კოდექსის შემოღებას მხარს უნდა უჭერდეს და ახალისებდეს ინსტიტუტების ხელმძღვანელობა.

  • საგანმანათლებლო მეთოდები

პოლიციაში რეგულარულად უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერების სწავლება და წახალისება, მათ შორის სემინარების და ტრენინგების საშუალებით. პრეზენტაციები უნდა ემსახურებოდეს კეთილსინდისიერების მნიშვნელობის და კორუფციის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქცევის კოდექსის განმარტებას და წახალისებას, და უნდა წარმოდგენდეს ფორუმს, სადაც მუდმივად მოხდება კონცეპტების განმარტება და ცოდნის ამაღლება. რადგან კორუფცია კომპლექსური და ცვალებადი კონცეპტია, უნდა ხდებოდეს მისი განსაზღვრების მუდმივი განახლება. ზოგჯერ ხდება, რომ საქმიანობა, რომელიც ადრე არ ითვლებოდა კორუფციულად, შეიძლება აღარ ჩაითვალოს მისაღებად. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი და ცუდი ქმედებების შესახებ ინფორმაციის განახლებას.უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის ჩვენება, თუ რამდენად გამანადგურებელი ზეგავლენა აქვს კორუფციას საზოგადოებრივი დაცულობის, ზოგადი კეთილდღეობის, და სახელმწიფოს განვითარებისთვის, არამედ იმისაც, თუ რა პასუხისმგებლობა მოელის თითოეულ იმ პირს, რომელიც ჩაერთვება კორუფციაში. აუცილებელია იმის ჩვენება, რომ კორუფციით მიღებული გამორჩენა არღირს იმ რისკებად, რომელზე წასვლაც უხდება პირს.

ამასთან, ძლიერი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ცნობიერების ამაღლების კამპანიები. მათი მიზანი უნდა იყოს, განმარტონ, რატომ არის კორუფცია ცუდი და რატომ არის ის მიუღებელი.. უფრო მეტიც, კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა, საზოგადოებას გააცნონ ის არხები, რომელტა საშუალებით შეიძლება სავარაუდო კორუფციის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელისუფლებისთვის.

ვინ არის ჩართული?

პოლიციის სამსახურების გარე ზედამხედველობაში და მათზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელებაში ჩართული არიან სხვადასხვა ინსტიტუტები და დაინტერესებული მხარეები. ესენია: აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, პოლიციის ზედამხედველობის სპეციალიზებული ინსტიტუტები და ანტიკორუფციული ორგანოები, დროებითი საგამოძიებო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია.

პოლიციის სამსახურებში კეთილსინდისიერების განმტკიცება, უპირველეს ყოვლისა, თვით პოლიციის პერსონალის საქმეა. შიდა კონტროლის და ზედამხედველობის ორგანოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან მათ ეხებათ ქცევის კოდექსის შემოღება და არასათანადო ქმედებისთვის სანქციების დაწესება. მაგალითად, ეროვნული მთავრობა პასუხისმგებელია კორუფციის ზედამხედველობაზე ზოგადადსახელმწიფო სექტორში და, კერძოდ, პოლიციის სამასახურებში, რადგან მთავრობა არის პოლიციის სამსახურის ზემდგომი ინსტიტუტი და მისი მთავარი დამფინანსებელია. პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვაგვარ როლს ასრულებენ, როგორიცაა,კორუფციის საერთო განსაზღვრება, საუკეთესო გამოცდილების და ექსპერტიზის გაზიარება, ტრენინგის და რეკომენდაციების მიწოდებადა სანქციების დაწესება. სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა არასამთავრობო აქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პოლიციაში კორუფციის შემცირებაში თავიანთო საქმიანობით, რომელიც მოიცავს საზოგადოების ინფორმირებას და მისი ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, საზოგადოებას, ხელისუფლებას და პოლიციას შორის საკომუნიკაციოო არხების შექმნას. ინფორმატორების დაცვის მეექანიზმების არსებობა კი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პერსონალს არ შეეშინდეს ინიციატივის გამოჩენა და დარღვევების მხილება.

წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance.

DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

DCAF (2008), National Security Policy, Backgrounder. New series available here.

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New series available here.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New series available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New series available here.

DCAF (2015), The Police, SSR Backgrounder Series.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] DCAF (2015), The Police, SSR Backgrounder series.

[2] Ibid.

[3] DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

[4] Ibid.

[5] Ibid.

[6] Ibid.

[7] Centre for Integrity in the Defence Sector (2015), Guides to Good Governance, No 1. Professionalism and Integrity in the Public Service. p 10.