Universal Declaration of Human Rights

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ძირითადი დოკუმენტია ადამიანის უფლებების შესახებ. დეკლარაცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Office of the High Commissioner for Human Rights

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი შეიქმნა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის და დაცვის მიზნით. კომისარიატი დღესდღეობით უზრუნველყოფს ფორუმს ადამინიას უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხების იდენტიფიცირების, წარმოჩენის და შემუშვებისთვის და წარმოადგენს გაეროს სისტემაში ძირითად მეკავშირეს ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევის, განათლების, საზოგადოებრივი ინფორმაციის და ადვოკატირების საქმიანობისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Council of Europe

ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ევროპული კონვენციის პატივისცემა და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განსჯა, გადამწყვეტი ელემენტია ევროპის საბჭოს სისტემაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის დაცვის და, შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოების დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

იხილეთ აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მონაცემთა ბაზა

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Rights Info

რაითს ინფო ვებგვერდია, რომელიც ადამიანის უფლებების ახალ სიცოცხლეს აძლევს ინფოგრაფიკის, მონათხრობების და სოციალური მედიის საშუალებით. რაითს ინფო იყენებს სოციალურ მედიას ადამიანის უფლებების შესახებ მონათხრობების და ინფორმაციის წარმოდგენისთვის. რაითს ინფო ეხმარება ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების მნიშვნელობის და მათი ადამიანების ცხოვრებაზე ზეგავლენის შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Association for the Prevention of Torture

წამების პრევენციის ასოციაცია მოქმედებს წამებისგან თავისუფალი მსიფლიოს ასაშენებლად, სადაც ყველა თავისუფლება წართმეული პირის უფლებები და ღირსება არის დაცული. ასოციაციის მისიაა ახალი ქმედებების წამოწყება და მხარდაჭერა წამების და ცუდად მოპყრობის პრევენციის მიზნით. ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს:

  • სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოების განმტკიცება, რათა მოხდეს წამების და ცუდად მოპყრობის კრიმინალიზება და გათვალისწინებული იყოს სათანადო დაცვის მექანიზმები.
  • დაკავების პროცესის გაუმჯობესება პოლიციის წინასწარი დაკავების ინსტიტუტებში წამების და ცუდად მოპყრობის რისკის შესამცირებლად და ყველა დაკავებული პირის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი პირების, დაცვის გაუმჯობესება.
  • საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაძლიერება, დაკავების ადგილებში გამჭვირვალობის ზრდის და ძლიერი და ეფექტური OPCAT სისტემის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR)

ოდირი ეხმარება ეუთოს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემა; კანონის უზენაესობის დამორჩილება; დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერა; დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, გაძლიერება და დაცვა; და მათ საზოგადოებებში ტოლერანტობის ამაღლება. ოფისი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოებს, მთავრობებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის დიალოგის გაძლიერებაში. ოდირი აწყობს ეუთოს ყოველწლიურ ადამიანური განზომილების განხორციელების შეხვედრას, სამ დამატებით შეხვედრას და ერთ სემინარს, რომლებზეც ხდება მთავრობების პროგრესის გადახედვა და რომლებზეცმთავრობებს ეძლევათ პლატფორმა თავიანთი წუხილების გამოსათქმელად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Youth for Human Rights

ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის (Youth for Human Rights International, YHRI) არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც შექმნა დოქტორმა მარი შათლუორთმა 2001 წელს, განმანათლებელმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში. ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის მოწოდებულია გაანათლოს ახალგაზრდები ადამიანის უფლებების საკითხებზე, კონკრეტულად, გააცნოს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია და შთააგონოს მათ, გახდნენ ტოლერანტობის და მშვიდობის დამცველები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

United for Human Rights

ერთობა ადამიანის უფლებებისთვის (United for Human Rights UHR) საერთაშორისო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის განხორციელებას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ორგანიზაციის წევრები არიან ინდივიდები, განმანათლებლები, ორგანიზაციები და ჯგუფები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აქტიურად გადასცემენ ცოდნას და იცავენ ადამიანის უფლებებს. ორგანიზაციის მიზანია, უზუნველყოს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო რესურსების და საქმიანობების მიწოდება, რომლებიც ეხმარება ინდივიდებს, განმანათლებლებს, ორგანიზაციებს, და სამთავრობო ორგანოებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის გავრცელებაში საზოგადოების ყველა დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

International Justice Resource Center

საერთაშორისო სამართლის რესურს-ცენტრი (The International Justice Resource Center IJRC) აწვდის ადამიანის უფლებების დამცველებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და უფლებების დარღვევის მსხვერლთ ინფორმაციას და რესურსებს, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო სამართ₾ებრივი დაცვის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს ადვოკატირებას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფების წინაშე და საჩივრების აღძვრას საერთაშორისო და საშინაო სასამართლოებში, სამართლის და პასუხისგების მისაღწევად ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. ორგანიზაცია ამზადებს საგანმანათლებლო მასალებს, ტრენინგებს და აწვდის რჩევებს ინდივიდებს და ჯგუფებს მთელ მსოფლიოში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

International Federation for Human Rights

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 178 ორგანზიაციას 120 ქვეყნიდან. 1922 წლიდან ორგანიზიაცია იცავს ყველა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში. ორგანიზაცია მხარს უქერს ეროვნულ, რეგიონულ, და საერთაშორისო დონეებზე წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს პასუხი გასცენ ადამიანის უფლებების დარღვევებს და მოახდინონ დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. ორგანიზაციის საქმიანობა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოებზე და მათზე, ვისაც ძალაუფლება აქვს, როგორიცაა, მაგალითად, შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები და მულტინაციონალური კომპანიები. ორგანიზაციის მთავარი ბენეფიციარები არიან მისი წევრები - ადამიანისუფლებების ეროვნული ორგანიზაციები, და მათი საშუალებით, ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორ და აქტივისტ ორგანიზაციებთან.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს