2016 Security Sector Governance and Reform Guidelines for OSCE Staff 212x300

რჩევათა კრებული სთავაზობს ეუთოს პერსონალს რჩევებს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმისადმი კომპლექსურ მიდგომის დანერგვის მიზნით. ამ მიდგომის მიზანია, დაბალშედეგიანი ფრაგმენტული მხარდაჭერიდან მრავალმხრივ სინერგიებზე გადასვლა.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2016 Handbook on Combating Corruption 212x300

სახელმძღვანელო გვთავაზობს არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სამართლებრივ და პოლიტიკის საკითხებში ახალ ტენდენციებს, კორუფციის პრევენციის და აღკვეთის ზომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიზანია ქვეყნებში პოლიტიკის კურსის შემქმნელების და ანტიკორუფციული სააგენტოების ინფორმირება მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2015 Financial Oversight of the Security Sector a Toolkit for Trainers 211x300

რჩევათა კრებული გამიზნულია მათთვის, ვინც დაკავებულია ფინანსური კონტროლის საკითხებით და ვისაც სურს:

  • გაეცნონ  უსაფრთხოების სექტორში ფინანსური კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას
  • აიმაღლონ პროფესიული უნარები უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსურ კონტროლში
  • უფრო პროაქტიურად მიუდგნენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური კონტროლის საკითხს
  • აიმაღლონ პროფესიონალიზმი უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ოპერაციების და მათი ბიუჯეტების დეტალური შესწავლის საქმეში.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2015 Training Manual on Police Integrity 212x300

პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგის მასალები გამიზნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო უწყებების და ტრენინგ ორგანიზაციებისთვის. სახელმძღვანელო წარმოადგენს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციის დონეზე კეთილსინდისიერების განმტკიცება ადამიანური რესურსების დაგეგმვით/მართვით და რეფორმების გატარებით.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2015 Gender and Complaints Mechanisms A Handbook for Armed Forces and Ombuds Institutions 211x300 Geo

ეს სახელმძღვანელო აერთიანებს ცოდნას და გამოცდილებას შეიარაღებულ ძალებში გადაცდომების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საჩივრების მოპყრობის და მონიტორინგის საკითხებზე, აქცენტით გენდერზე. სახელმძღვანელო წარმოადგენს რესურსს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროებისთვის, ომუდსმენის ოფისებისთვის და სხვა ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღებული ძალების მართვას და ზედამხედველობას:

  • შეიარაღებულ ძალებში ქალების და მამაკაცებისთვის უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა;
  • გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირება;
  • liგენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირების მონიტორინგი და ზედამხედველობა

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

2015 Democratic and Effective Oversight of National Security Services 200x300 Geo

მოხსენებაში განხილულია სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, ავტონომიური სააგენტოების და სხვა სამთავრობო ორგანოების ან შეიარაღებული ძალების დეპარტამენტების, ზედამხედველობა, რომელთა მანდატში შედის ქვეყნის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მიწოდება გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის - პოლიტიკოსების, სამხედრო ხელმძღვანელების, პოლიციის გამომძიებლების და სასაზღვრო დაცვის/საბაჟო სააგენტოებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

2015 Building Integrity Self Assessment Questionnaire and Peer Review Process A Diagnostic Tool for National Defence Establishments 211x300

სახელმძღვანელო  კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე შეიცავს  კითხვარს, მითითებებს ქვეყანაში პროცესის ორგანიზების შესახებ, წერილის ნიმუშს თავდაცვის მინისტრის ან შეიარაღებული ძალების მეთაურისადმი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს კოლეგების მიერ შეფასება, და ნატოს შეფასების ჯგუფის ვიზიტის ფორმატის მონახაზს. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია დოკუმენტი, რომელშიც ხდება კითხვარის შედეგების აღრიცხვა. მართალია, კეთილსინდისიერების კითხვარი შექმნილია თავდაცვის სფეროსთვის, მისი გამოყენება შეუძლიათ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებსაც.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2015 International Standards of Financial Oversight in the Security Sector 211x300

კრებული წარმოუდგენს მკითხველს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ზედამხედველობის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებს, სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. კრებული საშუალებას აძლევს მკითხველს:

  • გაეცნოს უსაფრთხოების სექტორში ბიუჯეტირების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს
  • შეადაროს თავის ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა და რეგულაციები საერთაშორისო პრინციპებს
  • საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, შესთავაზოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პარლამენტარებს ფინანსური ზედამხედველობის სისტემის რეფორმირება
  • მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს ფინანსური ანგარიშგების ინტიტუტების მუშაობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2014 Integrity Action Plan A Handbook for Practitioners in Defence Establishments 226x300

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, დაეხმაროს თავდაცვის უწყებების პრაქტიკოსებს, გაატარონ რეალური და გრძელვადიანი ცვლილებები. სახელმძღვანელოში აღწერილია, თუ როგორ უნდა შეაფასონ პრაქტიკოსებმა კორუფციის რისკები და რა ზომები უნდა გამოიყენონ სისუსტეების და ხარვეზების გამოსასწორებლად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ