მოცემული ნაწილი მიმოიხილავს იმ ძირითად ამოცანებსა და ვალდებულებებს, რომლებიც აკისრია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში შემავალ სააგენტოებს

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია, რომ უსაფრთხოების სექტორის ყველა სააგენტოში მუშაობდეს მენეჯმენტის და შიდა მართვის მექანიზმები, რომლებიც:

  • შესაბამისობაშია იმ საზოგადოების ღირებულებებსა და კანონებთან, რომლებსაც ისინი ემსახურებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფით
  • იცავს ადამიანის საერთაშორისო უფლებების დაცვის პრინციპებს და სტანდარტებს
  • საკმარისის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუველსაყოფად
  • დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამოქალაქო პირებით

შიდა მართვის ეფექტური სისტემა ითვალისწინებს დამატებითი ჰორიზონტალური და ვერტიკალური მმართველობის სტრუქტურების არსებობას. ამ სისტემის გამჭვირვალეობის ხარისხი კი ზეგავლენასახდენს უსაფრთხოების ინსტიტუტების ლეგიტიმურობის ხარისხზე. უსაფრთხოების ინსტიტუტები, რომლებიც პასუხობენ ხალხის საჭიროებებს, როგორც წესი, გამჭვირვალობით გამოირჩევიან; ხოლო ის ინსტიტუტები, რომლებიც ინდიფერენტული არიან საზოგადოების საჭიროებების მიმართ, ზოგადად, გამჭვირვალე არ არიან. ამ ნაწილში განხილულია მართვის ძირითადი ინსტიტუციური საკითხები.