ანტი-კორუფციული /კორუფციის საწინააღმდეგო ზომები მოიცავს სამ ძირითად განზომილებას. ესენია:42_Anti-Corruption-and-Security-Sector-1_Geo.png

  • კეთილსინდისიერება
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება

თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების დამკვიდრების ცენტრის (CIDS) მიერ შემუშავებული კეთილსინდისიერების სამოქმედო გეგმის მიხედვით, კორუფციის საწინააღმდეგო ზომები მოიცავს პრევენციულ ქმედებებს, რომლებიც ამცირებს კორუფციის და სხვა არაეთიკური საქციელის სტიმულებს და შესაძლებლობებს. ისინი შესაძლოა აგრეთვე მოიცავდეს წესებისა და რეგულაციების აქტიურ განხორციელებას და გულისხმობდეს სავარაუდო კორუფციული ქმედებების და კორუმპირებული პირების კონტროლს, ზედამხედველობას, გამოძიებას და მათ სამართლებრივ დევნას კანონიერი ორგანოების საშუალებით.

რა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების დანერგვა ერთი მონეტის ორი მხარეა. აღსანიშნავია, რომ “ანტიკორუფციული ქმედება / კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” უარყოფითი მხრიდან დანახული კონცეპტია, და “კეთილსინდისიერების დანერგვა” კი ფაქტობრივად იგივე პროცესის უფრო პოზიტიური განზომილებაა. კეთილსინდისიერების ცენტრის განსაზღვრებით, კეთილსინდისიერება არის თვისება, როდესაც ინდივიდს / ჯგუფს მართავს მტკიცე პრინციპები ან, როდესაც ის შეთანხმებულ პრინციპებს და სტანდარტებს იყენებს თავის ყველა ქმედებაში უცვლელად და თანამიმდევრულად. ამდენად, კეთილსინდისიერების დანერგვის ზომები შექმნილია ამთვისების გასაძლიერებლად. კორუფციის წინააღმდეგ ზომები, როგორც იყო აღნიშნული, მოიცავს პოზოტიურ და ნეგატიურ პროცედურებს, ანუ, სხვა სიტყვებით, მას აქვს პრევენციული და კორექციული განზომილებები. კეთილსინდისიერების დანერგვის პროგრამების სწორედ ამ განზომილებებს შეიცავს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კორუფცია აფერხებს განვითარებას, კარგ მმართველობას და ქვეყნის სოციალურ კეთილდღეობას. კორუფცია უსაფრთხოების სექტორში კიდევ უფრო სერიოზულია, რადგან ეს სექტორი, ჩვეულებრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდ წილს იღებს. ესკი, თავისმხრივ, ნიშნავს რომ სხვა არსებითი მნიშვნელობის სექტორებს როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, ნაკლები რესურსები რჩება. კორუფციამ უსაფრთხოების სექტორში შეასაძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების შემცირება, რეგიონული არასტაბილურობა, და კონფლიქტების წარმოშობა. ამდენად, ანტი-კორუფციული ძალისხმევა უნდა გატარდეს საერთაშორისო დონეზე და უნდა დაეყრდნოს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას. უფრომეტიც, წარმატებული ანტი-კორუფციული პროგრამები იქმნება და ხორციელდება ჰოლისტიკური მიდგომით და კარგი მმართველობის ზოგად ჩარჩოში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ესწრაფვის ჰქონდეს ფუნქციურებადი, ეფექტური უსაფრთხოების სექტორი, უნდა ახორციელებდეს კეთილსინდისიერების დანერგვის / კორუფციის შემცირების პროგრამას.

როგორ მუშაობს ეს პროგრამები?

არსებობს მთელი რიგი ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს კორუფციის თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად. ისინი შესაძლოა იყოს იძულებითი, ნებაყოფლობითი, პრევენციული ან კორექციული. კეთილსინდისიერების ამაღლების/კორუფციის შემცირების პროგრამების საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს სარისკო სფეროების თანამიმდევრული შეფასება. სხვა ორგანიზაციებთან ერთად შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა, ნატომ და კეთილსინდისიერების ცენტრმა შეიმუშავეს და გამოსცეს თვითშეფასების კითხვარები, გზამკვლევები, ინსტრუმენტები და სხვა და სხვა საინფორმაციო მასალები ამ მიზნით. ეს ორგანიზაციები ასევე უზრუნველყოფენ საინფორმაციო დახმარებას და ტრენინგებს კეთილსინდისიერების / ანტიკორუფციული პროგრამების და პოლიტიკის შემუშავების და განხორციელებისთვის. რისკების შეფასების ეტაპის შემდეგ უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა ან პროგრამა და მოხდეს ამ პროგრამის ადაპტირება კონკრეტული შემთხვევის კონტექსტის და საჭიროებების შესაბამისად. თუმცა, ყველა ინდივიდუალური შემთხვევაშიცკი გამოდგება ზოგადი ჩამონათვალი იმ საკითხების, რომლებიც უნდა შეფასდეს, მათშორის, სამუშაოსფერო, ტექნიკა, მეთოდები და საუკეთესო პრაქტიკა.

42_Anti-Corruption-and-Security-Sector-2_Geo.png

  • კანონის უზენაესობა
  • ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩო
  • ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტები
  • მკაფიო და მოკლე რეგულაციები
  • კეთილსინდისიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული განათლება და ტრენინგი
  • ქცევის კოდექსი და ეთიკური სახელმძღვანელო
  • ღირსებაზე და შეჯიბრობითობაზე დაფუძნებული დაქირავების და დაწინაურების სისტემები
  • გამჭვირვალობა (ბიუჯეტი, ხელფასები, პროკურმენტი, შესყიდვები, ქონების საჯაროობა)
  • ეროვნული საჭიროებებისა და ამოცანების შესაბამისი დაგეგმვის და ბიუჯეტირების სისტემები (ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია)
  • კეთილ სინდისიერების შესახებ ხელშეკრულებები
  • ანგარიშვალდებულება (ეფექტური, პროპორციული და გადამარწმუნებელი სანქციები)
  • ზედამხედველობის მექანიზმები (შიდა და გარე)
  • აუდიტის ფუნქცია
  • ომბუდსმენი
  • მონიტორინგის მექანიზმები
  • ინფორმატორებთან დაკავშირებული მექანიზმები და ინფორმატორების დაცვა

ვინ ატარებს ანტი-კორუფციულ ზომებს?

ზოგადად, კორუფციის საწინააღმდეგო ზომები უფრო ფართო, კარგი მმართველობის, პოლიტიკის ნაწილია და მათ გატარებაში ჩართული არიან მთელი რიგი აქტორები. რადგან კეთილსინდისიერების დანერგვის ზომები ფოკუსირებულია ქცევის ფაქტორზე, პროცესში ჩართული აქტორები არიან ყველა - დაწყებული ჯარისკაცებიდან / მოქალაქეებიდან დამთავრებული სამთავრობო, რეგიონული, და საერთაშორისო ორგანიზაციებით. ყველა ინდივიდი - მოქალაქეები, ჯარისკაცები, ინფორმატორები, ლიდერები, ინსპექტორები, ომბუდსმენი და ა.შ - არის პასუხისმგებელი შეასრულოს ქცევის კოდექსი და იმოქმედოს კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად. ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი, სამთავრობო სააგენტოები და სამინისტროები, ომბუდსმენის ოფისი, აუდიტისა და ზედამხედველობის ინსტიტუტები, პასუხისმგებელი არიან პოლიტიკის, გეგმების, პროგრამების, კანონებისა და რეგულაციების შემუშავებაზე, განხორციელებაზე და შესრულების ზედამხედველობაზე. ეროვნული დონის ორგანოები, როგორიცაა მთავრობა, სამხედროები, კერძო ბიზნესი, რომლებიც ჩართული არიან შესყიდვებში და სხვა პროცედურებში, მედია, აკადემიური წრეები, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ასევე პასუხისმგებელი არიან კეთილსინდისიერების ფასეულობების განხორციელებაზე, ზედამხედველობაზე, პროცესებზე დაკვირვებაზე და შედეგებზე. და ბოლოს, სამთავრობოთაშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოცდილებით და საუკეთესო პრატიკის გაზიარებით დახმარება.

42_Anti-Corruption-and-Security-Sector-3_Geo.png

ძირითადი წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.

DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform. See new Backgrounder series here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Additional sources

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

NATO (2015), Building Integrity Self-Assessment Questionnaire and Peer Review Process. A diagnostic tool for national defence establishments.

NATO (2012) Building Integrity Programme

NATO-DCAF (2009). Integrity Self-Assessment Process: A Diagnostic Tool for National Defence Establishments.