დაზვერვა ან დაზვერვის სამსახური მოიცავს სახელმწიფო სააგენტოებს, რომელთა პასუხისმგებლობაა ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გავრცელება, რომელიც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებს. ეს გულისხმობს ბევრ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციას, როგორიცაა სამხედრო დაზვერვა, საპოლიციო დაზვერვა, ქვეყნის გარე და შიდა დაზვერვა. დაზვერვაში ასევე შედის ის სააგენტოები, რომლებსაც ეხებათ ტერორიზმის ფინანსირების და ფულის გათეთრების გამოძიება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.[1]

დაზვერვის სამსახურები განსხვავდება სხვა სამთავრობო სააგენტოებისგან იმ განსაკუთრებული უფლებამოსილებით, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ მკაფიო ავტორიზაციის პროცედურებით და რომელიც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას, მაგალითად კომუნიკაციაში ჩართვას ფარული თვალთვალის და ინფორმატორების გამოყენებით, ან კერძო ტერიტორიაზე შესვლით.[2]

რადგან დაზვერვის სამსახურებს ასეთი განსაკუთრებული ბუნება და უფლებამოსილება აქვთ, აუცილებელია მათი ზედამხედველობა, რათა ეს ინსტიტუტები გახდნენ ანგარიშვალდებული, იცავდნენ დადგენილ პოლიტიკას, ნორმებს და რეგულაციებს, პატივს სცემდნენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სტანდარტებს, და იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს სათანადოდ.

დაზვერვის ზედამხედველობა

ზედამხედველობა გულისხმობს წინასწარ დეტალურ ანალიზს, მიმდინარე მონიტორინგს, და შემდგომ გადახედვას, ასევე შეფასებას და გამოძიებას. ზედამხედველობას ატარებენ დაზვერვის სამსაზურების მენეჯერები, აღმასრულებელი ზელისუფლების პირები, სასამართლოს და პარლამენტის წევრები, დამოუკიდებელი ომუდსმენის ინსტიტუტები, აუდიტის ინსტიტუტები, სპეციალიზებული საზედამხედველო ორგანოები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.[3]

ზედამხედველობის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს დაზვერვის სამსაზურების ანგარიშვალდებულება იმაზე, თუ რამდენად სამართლებრივი, სათანადო, ქმედითი და ეფექტურია მათი პოლიტიკა და ქმედება. დაზვერვის ზედამხედველობის ეფექტურობისთვის აუცილებელია რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს შორის კოორდინირებული საქმიანობა, და ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიერ მთავრობის ქმედებების აქტიური მონიტორინგი.[4]

დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების წინაშე, უფრო მეტიც, რადგან დაზვერვის სამსახურები მოიხმარენ სახელმწიფო თანხებს, საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს რამდენად სწორად, სამართლებრივად და ეფექტურად არის გამოყენებული ეს რესურსები.[5]

დაზვერვის სამსახურების მონიტორინგის ყველაზე გავრცელებული მექანიზმებია საპარლამენტო კომიტეტები და ექსპერტული საზედამხედველო ორგანოები. დაზვერვის სააგენტოები, სხვა სამთავრობო სააგენტოების მსგავსად, ვალდებული არიან, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ემსახურონ საზოგადოებას. რადგან დაზვერვის სამსახურები სასიცოცხლო როლს ასრულებენ ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში და რადგან მათ რესურსები შეზღუდულია, მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები რაც შეიძლება ეფექტურად და ქმედითად იყოს გამოყენებული. ამდენად, ზედამხედველობა გადამწყვეტია რესურსების ისე გადასანაწილებლად, რომ მიღწეული იყოს აღმასრულებლის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტი და ამავე დროს მაქსიმალურად სარგებლიანად იყოს დახარჯული გადასახადების გადამხდელის ფული.[6]

რეკომენდაციები და საუკეთესო გამოცდილება დაზვერვის ზედამხედველობაში

ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი დაზვერვის სამსაზურები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისად, მათ შორის ვალდებულებებთან, რომლებიც განსაზღვრულია გაეროს ქარტიაში და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებაში. კონკრეტული სამსახურების შემთხვევაში შეიძლება შესაფერისი იყოს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც შეეხება პოლიციის უფლებამოსილებას. ამასთან, არსებობს მთელი რიგი ზოგადი სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაზვერვის ზედამხედველობის ეფექტურობას.[7]

რეკომენდაციები:[8]

  • ზედამხედველობის სისტემა მაშინაა ეფფექტური, როდესაც არსებობს როგორც შიდა, ისე გარე ზედამხედველობის ორგანოები. ეს ორგანოებია: სამსახურის ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, საპარლამენტო კომიტეტები, საექსპერტო ორგანოები, ომბუდსმენის ინსტიტუტები, უმაღლესი სააუდიტორო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია.
  • დაზვერვის ზედამხედველობის სისტემის მანდატი უნდა მოიცავდეს მთელი დაზვერვის თემის მართლზომიერებას, სამართლებრივობას, ეფექტურობას და ქმედითობას. მანდატი უნდა განსაზღვრავდეს ზედამხედველობის უფლებამოსილებას და მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ზედამხედველობას. მანდატი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმალურად და დეტალურად და უნდა წარმოადგენდეს დაზვერვის ზედამხედველობის საკითხებზე უფრო ფართო სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილს.
  • დაზვერვის ზედამხედველობის სისტემაში ჩართულ ინსტიტუტებს შორის ერთი მაინც უნდა იყოს სამოქალაქო, დამოუიდებელი და დაზვერვის და აღმასრულებლის გარეთ მდგომი ორგანო.
  • დაზვერვის სამსახურის ცნება უნდა განისაზღვროს ფუნქციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახლემწიფო ოგანო, რომლის ძირითადი დავალება მოიცავს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და გავრცელებას, არის დაზვერვის სამსახური.
  • ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს წინასწარ, საქმიანობის მსვლელობაში და შემდგომ - სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როდესაც გადაწყვეტლება ხორციელდება და დასრულების შემდგომ.
  • დაზვერვის ზედამხედველობის ეფექტურობა უნდა ფასდებოდეს რეგულარულად დამოუკიდებელი ორგანოების მიერ.
  • დაზვერვის ზედამხედველობაში ჩართული ორგანოები მუდმივ კავშირში უნდა იყვნენ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან და უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას.
  • კანონმდებლობა, რომელიც საფუძვლად უდევს დაზვერვის ზედამხედველობის სისტემას, უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
    • საკანონმდებლო კომიტეტი, რომელსაც ხელი მიუწვდება ადამიანებზე, ობიექტებზე და საარქივო მასალებზე.
    • დამოუკიდებელი ორგანო საჩივრების განხილვისთვის
    • ერთი ან მეტი საექსპერტო ზედამხედველობის ორგანო
  • საიდუმლო უნფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს გამონაკლისად. დემოკრატიული მმართველობისთვის გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ინფომაციის გამჭვირვალობას და მის ხელმისაწვდომობას.
  • კანონმდებლობა ინფორმაციის ღიაობის შესახებ არ უნდა განსაზღვროს და შეადგინოს დაზვერვის სამსაზურებმა.
  • დაზვერვის სამსახურებმა უნდა მიაწოდოს პარლამენტს ყველა ის ინფორმაცია, რაც მას სჭირდება ზედამხედველობის ფუნქციის განსახორციელებლად. პარლამენტის საზედამხედველო კომიტეტმა უფრო დეტალური და სენსიტიური ინფორმაცია კონფიდენციალურადუნდა განიხილოს.
  • ზედამხედველობაში ჩართულპერსონალს უნდა შეეძლოს დაზვერვის სამსახურებში თვისუფალი შესვლა და ინფორმაციის მიღება.
  • ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა გამოქვეყნონ პერიოდული მნიშვნელოვანი ანგარიშები თავიანთ ვებ გვერდებზე, და წარუდგინონ ისინი პარლამენტს. ანგარიშები უნდა შეიცავდეს კონკრეტულ რეკომენდაციებს. რეკომენდაციების განხორციელებას უნდა გაეწიოს მონიტორინგი დასრულებამდე და ანგარიშების წარდგენამდე.
  • საპარლამენტო ზედამხედველობის კომიტეტის წევრებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი, თუ როგორ დაიცვან საიდუმლო ინფორმაცია.
  • დაზვერვის ზედამხედველობის ორგანოები უნდა იყოს გამჭვირვალე, თანამიმდევრული და ანგარიშვალდებული, და მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი პროფესიული სტანდარტები.
  • სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიცავდეს ეფექტურ მექანიზმებს, რომელთა საფუძელზე საპარლამენტო კომიტეტები და ექსპერტული ზედამხედველობის ორგანოებიმონიტორინგს გაუწევენ ინფორმაციის ფარული, ინტრუზიული მეთოდებით მოპოვებას. ეს კანონმდებლობა ასევე მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს მეთოდებს და ამ მეთოდების გამოყენების საფუძველს.
  • პერსონალურ მონაცემთა გამოყენების და შენახვის პირობები ნკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული დაზვერვის სამსახურის სამართლებრივი მანდატით. მანდატთან შესაბამისობა უნდა გააკონტროლონ დამოუკიდებელმა საზედამხედველო ორგანოებმა.
  • დაზვერვის სამსაზურებმა უნდა შეიმუშავონ ინფორმაციის გაზიარების შიდა მითითებები. ასევე უნდა შეიმუშავონ შეთანხმებები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის გაზიარების შესახებ.
  • საუკეთესო გამოცდილება ფინანსური ზედამხედვე;ლობის სფეროში:
    • დაზვერვის ბიუჯეტი უნდა იყოს ყოვლისმომცველი
    • ბიუჯეტი ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია
    • დაზვერვის სამსახურები უნდა ასრულებდნენკანონებს, რომლებიც არეგულირებენ საჯარო სამსახურების შიდა ფინანსური კონტროლის და აუდიტის მექანიზმებს
    • აუდიტორულ ორგანოებს და პარლამენტს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც სჭირდებათ დაზვერვის სამსახურების ფინანსებზე ზედამხედველობისთვის. ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ საჭირო ინსტრუმენტები და რესურსები ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. ფინანსური ზედამხედველობის შედეგები უნდა გაუზიარდეს საზოგადოებას.
  • აუცილებელია, არსებობდეს მექნიზმები შიდა და გარე საჩივრებზე რეაგირებისთვის. აუცილებელია, არსებობდეს გარანტიები შურისძიების თავიდან ასაცილებლად. ორგანოები, რომლებიც განიხილავენ საჩივრებს, უნდა იყვნენ მთავრობისგან დამოუკიდებელი.

წყაროები

DCAF (2012) Overseeing Intelligence Services: A Toolkit.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Intelligence Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Compilation of Good Practices for Intelligence Agencies and their Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Canadian Security Intelligence Service Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Netherlands Intelligence and Security Services Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Argentinian National Intelligence Law

Hans Born, Ian Leigh (2005), Making Intelligence Accountable: Legal Standards and Practice for Oversight of Intelligence Agencies.

The United Nations compilation of good practices on intelligence oversight

 

[1] DCAF (2012) Overseeing Intelligence Services: A Toolkit. p6

[2] Ibid.

[3] Ibid.

[4] Ibid. p. 7

[5] Ibid. p. 17

[6] Ibid. p. 18

[7] See The United Nations compilation of good practices on intelligence oversight

[8] DCAF (2012) Overseeing Intelligence Services: A Toolkit. p. 20, pp. 42-43, 64, 83-84, 100, 121-122, 142-145,174-175, 193-196.