დემოკრატიული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ სხვა და სხვა სახის ტრანსნაციონალური საფრთხეების იდენტიფიკაციაში. შიდა, საგარეო და კონტრდაზვერვის სამსახურები უნდა იმართებოდნენ და ფინანსდებოდნენ ცალკე,რათა არ მოხდეს მათი გამოყენება ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებით. მართალია დასაშვებია ინფორმაციის გაზიარების რეგულირება სააგენტოებს შორის, თითოეული სააგენტოს პოლიტიკური მართვა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სააგენტოს კონკრეტული იურისდიქციის ფარგლებში. საერთაშორისო და რეგიონული საუკეთესო გამოცდილების კრებული ადასტურებს კონსენსუსს, რომ საჭიროა სადაზვერვო სააგენტოების ანგარიშვალდებულების და შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაში მათი ჩაურევლობის უზრუნველყოფა.

საგარეო დაზვერვა

საგარეო დაზვერვის სამსახურები განცალკევებული უნდა იყოს შიდა სამსახურებისგან და მათ უნდა გაუწიონ მონიტორინგი საკუთარი მოსახლეობისთვის ქვეყნის საზღვრებს გარედან შემომავალ საფრთხეებს. საგარეო დაზვერვას ასევე შეუძლია ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო პარტნიორებთან. საგარეო დაზვერვის სამსახურების მიერ გამოსავლენი დაუცველობის საერთაშორისო წყაროები მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორისტულ ქსელებს.

შიდა დაზვერვა

შიდა სადაზვერვო სამსახურები მონიტორინგს უწევენ და აანალიზებენ იმ საფრთხეებს, რომელთაც ხშირად საერთაშორისო კავშირები აქვთ, მათშორის ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორისტულ ქსელებს.მართალია შიდა დაზვერვას არ ეხება სამართალდამცავი ფუნქციის შესრულება, მისი სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია უნდა წაადგეს ქვეყანაში პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. სამხედრო დაზვერვა ასევე უნდა იყოს ანალიტიკური და წარმოადგენდეს თავდაცვის სამინისტროს კომპონენტს, რომელიც დამოუკიდებელი იქნება დაზვერვის სხვა სამსახურებისგან.

წყაროები

Hans Born and Aidan Wills (eds.), Overseeing Intelligence Services: A Toolkit, (Geneva: DCAF, 2012).

Hans Born and Ian Leigh, Making Intelligence Accountable, (DCAF-University of Durham, Parliament of Norway, 2005).

Also see: ‘Report of the Special Rapporteur on the promotion and protection of human rights and fundamental freedoms while countering terrorism, Martin Scheinin: Compilation of good practices on legal and institutional frameworks and measures that ensure respect for human rights by intelligence agencies while countering terrorism, including on their oversight’, 17 May 2010, A/HRC/14/46. For comparative data at the European level see Parliamentary Oversight of Security and Intelligence Agencies in the European Union, (European Parliament: 2011).