დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოები სპეციალური მონიტორინგის მანდატით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სექტორის მართვის სფეროში. ასეთი უწყებებია:

  • ეროვნული ადამიანთა უფლებების ინსტიტუტები
  • ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ინსტიტუტები
  • საზოგადოებრივი დამცველები
  • ეროვნული ეთიკის კომიტეტები
  • ანტიკორუფციული სააგენტოები
  • გენერალური აუდიტორები
  • გასაჩივრების დამოუკიდებელი მექანიზმები და სხვა სპეციალიზებული საზედამხედველო ინსტიტუტები (მაგ. დაზვერვაზე კონტროლის)

დამოუკიდებელი უწყებების როლი შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის მონიტორინგს, გამოძიების დამოუკიდებლად წარმოებას, სავალდებულო და / ან არასავალდებულო რეკომენდაციების გაცემას ანგარიშვალდებულების, პოლიტიკის და პრაქტიკის საკითხებზე, საჩივრებისა და დარღვევების თაობაზე მონაცემების შეგროვებას, და ზედამხედველობის და შესაბამისობის საკითხების საჯაროდ გაშუქებას. ასეთი დამოუკიდებელი მონიტორინგი აუცილებელია ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, დაინტერესებულ მხარეთა ნდობის განსამტკიცებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების, უსაფრთხოების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგისა და თანამშრომლობის საფუძვლის შექმნისათვის. სტრუქტურულ და სისტემურ ანგარიშებს და სხვა დოკუმენტაციას უსაფრთხოების ინსტიტუტების ქცევის შესახებ შეუძლია უზრუნველყოს რეფორმების ემპირიული საფუძველი პოლიტიკასა და პრაქტიკაში ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე.

დამოუკიდებეი საზედამხედველო ინსტიტუტებს, თავიანთი პროფილის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მიაწოდონ რეკომენდაციები უსაფრთხოების სექტორის სააგენტოებს უსაფრთხოების მიწოდების და ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.

წყაროები

Eden Cole and Katrin Kinzelbach (eds.), Monitoring and Investigating the Security Sector, (Bratislava: Renesans for UNDP, 2007)

Hans Born and Ian Leigh, Handbook on Human Rights and Fundamental Freedoms of Armed Forces Personnel, (ODIHR & DCAF, 2008)

Benjamin Buckland and William McDermott, Ombuds Institutions for the Armed Forces: A Handbook, (DCAF 2012)

OHCHR and NHRIs

UNDP Bratislava Regional Centre, Guide for Ombudsman Institutions: How to Conduct Investigations, 2006.

OSCE ODIHR, Guidelines on the Protection of Human Rights Defenders, (Warsaw: 2014)