441_Security-Sector-1_Geo.png

უსაფრთხოების სექტორი მოიცავს უსაფრთხოების სექტორის ყველა იმ ინსტიტუტს, რომლის მოვალეობაა დაიცვას საზოგადოება დანაშაულისგან, უწესრიგობისგან და ძალადობისგან. ეს ინსტიტუტებია: შეიარაღებული ძaლები და მათი სამოქალაქო პერსონალი, სამართალდამცავი ორგანოები (სათემო პოლიცია, საგამოძიებო სამსახურები, საზღვრის დაცვის სამსახურები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) და დაზვერვის სამსახურები, ისევე როგორც ამ ორგანოების სამოქალქო პერსონალი, საგანმანათლებლო და ტრენინგის ცენტრები და შესაბამი ლოჯისტიკის სამსახურები. უსაფრთხოების სამსახური რეაგირებს საზოგადოების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს უსაფრთხოების, როგორც საჯარო პროდუქტის მიწოდებას საზოგადოებისთვს. უსაფრთხოების სექტორში შესაძლოა ასევე მოიაზრებოდეს რეგულირებადი კერძო სუბიექტები, რომლებსაც მკაფიოდ დაკონკრეტებული და შეზღუდული როლი აქვს საკუთრების დაცვასა და ქურდობის პრევენციაში.

უსაფრთხოების სექტორის ამოცანაა უსაფრთხოების, როგორც საზოგადოებრივი პროდუქტის, მიწოდება. ამდენად, უსაფრთხოების სექოტორზე იგივე კანონები, წესები და რეგულაციები ვრცელდება, რაც სხვა საჯარო სამსახურზე. უსაფრთხოების მიმწოდებლები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პოლიტიკასა და პრაქტიკას ახორციელებენ და მიზნად ისახავენ ქმედითი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას. საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ დაეხმარონ ამ მიზნის შესრულებას თავიანთი მონაწილეობით დემოკრატიულ ინსტიტუტებში. დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებში, მთავრობაში, თვით უსაფრთხოების სექტორში, და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვაში. უსაფრთხოებისს სექტორის დემოკრატიული მართვა ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორი სამოქალაქო კონტროლს ექვემდებარება და ემსახურება მიზანს, დაიცვას ადამიანის უფლებები, პატივის სცეს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებული იყოს საკუთარ ქმედებასა და საქმიანობის ხარისხზე.

უსაფრთხოებისს ექტორის დემოკრატიული მმართველობა (SSG): შეეხება ურთიერთობას სახელმწიფოს, როგორც საჯარო სამსახურის მიმწოდებელს, და სამოქალაქო საზოგადოებას, როგოც ამ მომსახურების მიმღებს, შორის. ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობას და დიალოგს მხარეებს შორის და უნდა იყოს მონაწილეობრივი, კონსენსუსზე ორიენტირებული, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, რეაგირებადი, ეფექტური, ქმედითი, თანასწორი, ინკლუზიური, და უნდა იცავდეს კანონის უზენაესობას.

უსაფრთხოების სექტორის რეფორმას (SSR) გაერო განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომელიც გულისხმობს ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის მიწოდებული ეფექტური და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. წინასწარი შეფასების, გადახედვის, და განხორციელების, აგრეთვე მონიტორინგის და შეფასების საშუალებით, დისკრიმინაციის გარეშე და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვით.[1]

 

[1] UNDPKO SSR Unit (2012), The United Nations SSR Perspective.