საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორზე შეეხება იმ როლს, რომელსაც ასრულებს დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ხელისუფლება უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკისა და საქმიანობის ზედამხედველობასა და მონიტორინგში. უფრო ფართე გაგებით, საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის საკანონმდებლო მმართველობის კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს.

პარლამენტარებისა და საპარლამენტო კომიტეტების როლი მრავალმხრივია და ის მოიცავს:

  • საკანონმდებლო ჩარჩოების დადგენა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქმიანობისათვის;
  • მონიტორინგი, დებატები და პოლიტიკისა და საქმიანობის ჩამოყალიბება პლენარულ სხდომებსა და სპეციალურ კომიტეტებში, არა მარტო თავდაცვასთან, სამართალდამცავებსა და სადაზვერვო ზედამხედველობასთან კავშირში, არამედ უფლებათა დაცვის, აუდიტის, ბიუჯეტისა და ფინანსებთან კავშირში;
  • პოლიტიკისმ კანონებისა და ბიუჯეტის დამტკიცება; ჩართულობა მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში უსაფრთხოების ინსტიტუტებში ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევის მინიმიზირებისათვის.

ამგვარი საქმიანობა ითვალისწინებს დაინტერესებული პარლამენტარების მოტივირების მდგრად ხარისხს და ფოკუსირებულ საქმიანობას. პარლამენტართა უფლებამოსილება უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის საკითხებზე წარმოიქმნება მათი საზედამხედველო საქმიანობის სანდოობიდან და მათი შესაძლებლობიდან, აწარმოონ მონიტორინგი და გამონახონ საერთო ენა საზოგადოებასთან ხელისუფლებია და უსაფრთხოების ინსტიტუტების ზედამხედველობასთან დაკავშირებით.

რომელიმე ან ყველა ასეთი საზედამხედველო საქმიანობის გატარება შესაძლოა გახდეს ცვლილებათა კატალიზატორი უსაფრთხოების სექტორში: როდესაც პარლამენტარები საჯაროდ ან კერძოდ უსვამენ ხაზს რაიმე გამოწვევას, მას, როგორც წესი, ენიჭება პრიორიტეტი ხელისუფლების, ინსტიტუტებისა და თავად უსაფრთხოების სექტორის მხრიდან.

ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა უსაფრთხოების ინსტიტუტების ზედამხედველობის და მართვისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ეს ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო ვალდებულებებს და ადამიანის საყოველთაო უფლებებს. კანონპროექტების და მათი დამატებების დეტალური შესწავლა და კანონების მიღება თუ უარყოფა პარლამენტის ფუნდამენტური ვალდებულებაა. ამგვარი თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტიურობის გარეშე ეროვნული დონეზე ზედამხედველობა ნაკლებად ეფექტური იქნება.

წყაროები

ზოგადი:

Hans Born, Philipp Fluri, Anders Johnsson, Parliamentary Oversight of the Security Sector: Principles, Mechanisms and Practices, Handbook for Parliamentarians No. 5, (Geneva, 2003).

For general guidance, also see: Office for Promotion of Parliamentary Democracy, European Parliament, Parliamentary Oversight of the Security Sector, (European Parliament: OPPD, 2013),

For NATO and NATO partner nations see:

Eden Cole, Philipp Fluri, Simon Lunn (eds.), Oversight and Guidance: Parliaments and Security Sector Governance, (Geneva: 2015)

Hans Born, Philipp H. Fluri, Simon Lunn (eds.), Oversight and Guidance: The Relevance of Parliamentary Oversight for the Security Sector, (Geneva, 2003) Second edition (Geneva 2010), here.

For detailed guidance on Parliament’s powers in relation to security sector oversight, see:

Teodora Fuior, Parliamentary Powers in Security Governance, (Geneva, 2011).

For oversight of intelligence services, see:

Hans Born and Aidan Wills (eds.), Overseeing Intelligence Services: A Toolkit, (Geneva: DCAF, 2012).

Hans Born and Ian Leigh, Making Intelligence Accountable, (DCAF-University of Durham, Parliament of Norway, 2005).