დაინტერესებული პარლამენტარების მოტივაციისა და ფოკუსირებული საქმიანობის მდგრადი ხარისხი უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობის წინაპირობას წარმოადგენს. პარლამენტართა უფლებამოსილება უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის საკითხებში წარმოიშობა მათი ზედამხედველობის საქმიანობის სანდოობიდან და მათი შესაძლებლობიდან, აწარმოონ მონიტორინგი და გამონახონ საერთო ენა საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან და უსაფრთხოების ინსტიტუტებთან ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით.

პარლამენტართა ინდივიდუალური და კოლექტიური ეფექტურობა ზოგადად, და არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის კუთხით, ხშირად არის აღწერილი როგორც „უფლებამოსილება, შესაძლებლობა და დამოკიდებულება“. უაღრესად მოტივირებულ პარლამენტარებს შეუძლიათ გამოიყენონ პლენარული და კომიტეტების ფორმატები იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან უსაფრთხოების პოლიტიკასა და საქმიანობის გამოწვევებს.

პარლამენტართა როლი მრავალფეროვანია და მოიცავს:

  • საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის;
  • მონიტორინგის,განხილვების ჩატარება და პოლიტიკის და პრაქტიკული საქმიანობის დაგეგმვა პლენარულ სესიებსა და სპეციალურ კომიტეტებში, რომლებიც უკავშირდება არა მხოლოდ უსაფრთხოების, საკანონმდებლო და უშიშროების, არამედ ასევე ადამიანთა უფლებების დაცვის, აუდიტის, საბიუჯეტო და საფინანსო საკითხებს;
  • პოლიტიკის, კანონების და ბიუჯეტების მოწონება, შემუშავება ან უარყოფა; მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის პროცესებში მონაწილეობა უსაფრთხოების ინსტიტუტებშიპოლიტიკური ჩარევის მინიმიზებისთვის.
  • თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ომბუდსმენის ინსტიტუტებთან, მედიასთან, უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და მთავრობასთან უსაფრთხოების სექტორისპოლიტიკისა და საქმიანობის პრობლემების დადგენის მიზნით და შესაბამისი გადაწყვეტილებების თანმიმდევრული იდენტიფიცირებისათვის.

პროაქტიური ზედამხედველობა შესაძლებელია კატალიზატორად იქცეს უსაფრთხოების სექტორში ცვლილებების განსახორციელებლად: როდესაც პარლამენტარები საჯაროდ თუ პრივატულად ხაზს უსვამენ ზედამხედველობის განსაკუთრებულ გამოწვევას, საკითხს ჩვეულებრივ უფრო მაღალი პრიორიტეტი ენიჭება ხელისუფლებს, ინსტიტუტებისა და თავად უსაფრთხოების სექტორის მხრიდან.

წყაროები

Hans Born, Philipp Fluri, Anders Johnsson, Parliamentary Oversight of the Security Sector: Principles, Mechanisms and Practices, Handbook for Parliamentarians No. 5, (Geneva, 2003).

For general guidance, also see: Office for Promotion of Parliamentary Democracy, European Parliament, Parliamentary Oversight of the Security Sector, (European Parliament: OPPD, 2013),

For NATO and NATO partner nations, see:

Eden Cole, Philipp Fluri, Simon Lunn (eds.), Oversight and Guidance: Parliaments and Security Sector Governance, (Geneva: 2015)

Hans Born, Philipp H. Fluri, Simon Lunn (eds.), Oversight and Guidance: The Relevance of Parliamentary Oversight for the Security Sector, (Geneva, 2003). Second edition (Geneva 2010), here.

For detailed guidance on Parliament’s powers in relation to security sector oversight, see:

Teodora Fuior, Parliamentary Powers in Security Governance, (Geneva, 2011).