სათემო პოლიცია უსაფრთხოების სექტორსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის პირველი რგოლია.პოლიციელები, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ თავიანთ თემებთან, უკეთ აფასებენ ამ თემებში არსებულ საფრთხეებს და შესაბამისად, შეუძლიათ პოლიტიკის და პრაქტიკის საკითხებში ისეთი რეკომენდაციების მომზადება, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ უსაფრთხოების დონე.

საერთოჯამში, ევროპულ ქვეყნებში შეიარაღებული პოლიციის უფრო დემოკრატიული სათემო პოლიციური მოდელით ჩანაცვლების ტენდენცია შეიმჩნევა. სათემო პოლიცია გულისხმობს მოქალაქეებთან კარგად სტრუქტურირებულ და ხანგრძლივ ურთიერთქმედების პროცესს, რაც მოითხოვს კარგ მომზადებას და ჩართულობას მათი მხრიდან.

წყაროები

Senior Police Adviser to the OSCE Secretary General, Guidebook on Democratic Policing, (OSCE: 2008).

Anneke Osse, Understanding Policing, (Amnesty International: 2006).

Handbook on Human Rights and Policing. OHCHR. Human Rights and Law Enforcement, A Manual on Human Rights Training for the Police, (UN New York and Geneva 1997).