შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) მიზანია ქმედითი და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების და სასამართლო სისტემის მხარდაჭერა და სახელმწიფოების და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2000 წლიდან DCAF ხელს უწყობს, შეიმუშავებს და მართავს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პოლიტიკას და პროგრამებს მთელ მსოფლიოში.

კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სექტორის მართვა ქვეყნის განვითარების და უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. DCAF ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს კანონების, ინსტიტუტების, პოლიტიკის და პრაქტიკის განვითარებაში იმისთვის, რომ ქვეყნებმა გააუმჯობესონ საკუთარი უსაფრთხოების სექტორის მართვა ინკლუზიური და მონაწილოებრივი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო ნორმებს და საუკეთესო გამოცდილებას. ყველა თავის საქმიანობაში DCAF ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, ინკლუზიური მონაწილეობის და გენდერული თანასწორობის პრინციპებით.

DCAF-ის სადამფუძნებლო საბჭო შედგება 62 წევრი ქვეყნის, ჟენევის კანტონის წარმომადგენლების და ექვსი მუდმივი დამკვირვებლისგან. DCAF მუშაობს 70-ზე მეტ ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე ცნობილია როგორც უსაფრთხოების სექტორის რეფორმის და მართვის საკითხებზე ექსპერტული აზრის ცენტრი.