უსაფრთხოების სექტორის დაგეგმვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი თავდაცვის დაგეგმვის, მიზანია განსაზღვროს საშუალებები, მათ შორის, მომავალი ძალის სტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებს ეფექტურად უპასუხონ მომავალ გამოწვევებს. უსაფრთხოების სექტორის და თავდაცვის დაგეგმვა უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი კომპონენტია.[1]

424_Planning-1_Geo.png

რა არის უსაფრთხოების სექტორის და თავდაცვის დაგეგმვა?

უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა მოიცავს დაგეგმვას შეიარაღების, ლოჯისტიკის, სამხედრო ხელმძღვანელობის, კონტროლის, კომუნიკაციის, რესურსების, სამოქალაქო და სამხედრო გადაუდებელი სიტუაციების საკითხებში და ზოგ შემთხვევაში ბირთვულ დაგეგმვას. შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა ითვლება უსაფრთხოების სექტორის დაგეგმვის მთავარ ელემენტად, რომლის საფუძველზეც ხდება სხვა კომპონენტების დაგეგმვა.[2] უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა ხდება უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ჩარჩოებში და ეროვნული უსართხოების ამოცანების შესაბამისად. ის წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების ამოცანები გარდაიქმნება უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობებად.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების განმტკიცებისთვის და კარგი მმართველობის დანერგვისთვის. გადამწყვეტია, რომ თავდაცვის დაგეგმვა ხდებოდეს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, რათა თავიდან იყოს აცილებული კორუფცია.კარგად დაგეგმილი, პასუხისმგებლიანი და სტრატეგიული საჯარო რესურსების ხარჯვა საფუძველს უქმნის ეფექტურ და ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას. დაგეგმვა ასევე იძლევა ოპტიმალურად რესურსების განაწილების საშუალებას,რაც არსებითია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. თავდაცვის დაგეგმვა უნდა ხდებოდეს თავდაცვის პოლიტიკის შესაბამისად და უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ამოცანებს. კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმების არსებობა უზრუნველყოფს თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმვის შესაბამისობას არამხოლოდ ამ ამოცანებთან, არამედ თავდაცვის სფეროში კეთილსინდისიერების განმტკიცების და კარგი მმართველობის საერთშორისო სტანდარტებთანაც.

როგორ მუშაობს დაგეგმვა?

თავდაცვის და უსაფრთხოების მართვის გამოცდილი სისტემები ანსხვავებს დაგეგმვის სამ განზომილებას და გამოყოფს მათ შესაბამის პროცესებს. ესენია:

  • გრძელვადიანი დაგეგმვა
  • შუა პერიოდის დაგეგმვა, ხშირად პროგრამების დანერგვის ფორმით
  • მოკლევადიანი დაგეგმვა

თავდაცვის და უსაფრთხოების გრძელვადიანი დაგეგმვა მიზნად ისახავს, განჭვრიტოს თვდაცვის და უსაფრთხოების მომავალი მოთხოვნები უსაფრთხოების გარემოს განვითარების ტენდენციების, მათ შორის საფრთხეების და გამოწვევების, ალიანსების როლის და მათი პოლიტიკის, და უსაფრთხოების და თავდაცვის სტრატეგიების ანალიზის საშუალებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციები. ამის საფუძველზე, მომავალი ძალის მოდელი განისაზღვრება მისი სამანევრო ბრიგადების და ბატალიონების, საჰაერო და საზღვაო შენაერთების რაოდენობით. ამ პროცესში განისაზღვრება მომავალი ძალის მოდელზე გადასვლის ძირითადი ეტაპები. მომავალი ძალის სტრუქტურაც და გადასვლაც უნდა იყოს რეალისტური და უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, დემოგრაფიულ და სხვა მნიშვნელოვან შეზღუდვებს. გრძლევადიანი დაგეგმვა ჩვეულებრივ მოიცავს 10-დან 15 წლამდე პერიოდს. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში დაგეგმვა უფრო გრელი ვადითაც ხდება - 25-30 წლით.[3]

შუა პერიოდის დაგეგმვის პროცესის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის მართვის ფაქტიური საქმიანობები (რეორგანიზაცია, რეკრუტმენტი, შესყიდვები, ტრენინგი, ხარჯვა და სხვა)ემსახურება თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებს და მომავალი ძალის და საჭირო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას. შუა პერიოდის დაგეგმვა ძირითადად გათვლილია ოთხიდან რვა წლამდე. შუა პერიოდის გეგმა ხშირად მოიხსენიება როგორც „პროგრამა“ ხოლო შუა პერიოდისდაგეგმვის პროცესი როგორც „პროგრამის შემუშავება“ პროგრამას აქვს კარგად ჩამოყალიბებული იერარქიული სტრუქტურა. აქაც მიმდინარედან მომავალი ძალის მოდელზე გადასვლა მკაფიოდ და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი. შუა პერიოდის გეგმაში, განსაკუთრებით საწყისი წლებისთვის, მკაცრადაა გათვალისწინებული და პროგნოზირებული მოსალოდნელი რესურსები და თავდაცვის ბიუჯეტი.[4]

მოკლევადიანი დაგეგმვა ემსახურება შუა პერიოდის გეგმის პირველი ორი წლის დეტალიზებას, ხშირად კომპონენტური გეგმების სახით (რეკრუტირების, გამათლების, ტრენინგის, შესყიდვების, მშენებლობის და სხვა გეგმები და შესაბამისი ბიუჯეტები). მოკლევადიანი გეგმები ასევე მკაცრად შეზღუდული პროგნოზირებული ბიუჯეტის შესაბამისად არის შედგენილი. ამ გეგმით ხდება თავდაცვის მართვის ყველა საქმიანობის კოორდინირება და მათი მიმართვა უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ამოცანების შესასრულებ[5]

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ზოგადი ტექნიკური ინსტრუქციები უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის, მიხედვით, თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმვა უნდა აყალიბებდეს კონკრეტულ ცვლილებებს (განვითარება/რეფორმა/ტრანსფორმაცია), რომლებიც აუცილებელია ეროვნული თავდაცვის საჭიროებების, საფრთხეების, ხედვის და ამოცანების საპასუხოდ, როგორც ეს მოცემულია ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში/სტრატეგიებში. იდეალურ შემთხვევაში, გეგმები უნდა შეიცავდეს მკაფიო მიზნებს და ინდიკატორებს ზეგავლენის გაზომვის მიზნით და კონკრეტული რეფორმების პროგრესის საჩვენებლად საზოგადოებრივ კამპანიებში.[6]

ტოდორ ტოგარევის აზრით, უსაფრთხოების და თავდაცვის ეფექტური პოლიტიკა ეფუძნება ძალის სტრუქტურის/მოდელის და ძალის განვითარების გეგმების შემუშავების ბალანსირებულ მიდგომებს შემდეგი ეტაპების მიზედვით:

  • უსაფრთხოების და თავდაცვის ამოცანების, მისიის და მიზნების განსაზღვრა
  • განხორციელებადი სცენარების ან განხორციელების სიტუაციების დაგეგმვა და მათზე შეთანხმება (ხშირად სათანადო ოპერაციული კონცეპტების და „მოქმედების კურსის“ შემუშავების ჩათვლით)
  • სცენარის საქმიანობების გაწერა დავალებებად და „მისიისთვის მნიშვნელოვანი დავალებების ჩამონათვალის“ შექმნა
  • დავალებების შესასრულებლად აუცილებელიშესაძლებლობების განსაზღვრა. ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ ქვე-ეტაპებს:
    • საჭირო ტიპის შესაძლებლობების განსაზღვრა
    • დაგეგმვის რისკების შეფასება
    • ეკონომიურად ეფექტური ძალთა„პაკეტის“ შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დავალებების შესასრულებლად საჭირო შესაძლებლობებს, მისაღები რისკის გათვალისწინებით
  • ძალის სტრუქტურის/მოდელის შემუშავება, რომელიც შეესაბამება ყველა მოსალოდნელ მისიას და სცენარს.

424_Planning-2_Geo.png

ვინ არის ჩართული?

უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვაში ჩართული არიან მთელი რიგი მონაწილეები - აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც აანალიზებს უსაფრთხოების და თავდაცვის საჭიროებებს და ადგენს ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს; საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც აწყობს განხილვებს, ამტკიცებს ბიუჯეტს და უზრუნველყოფს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას; უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტიზას, დეტალურ დაგეგმვას და განხორციელებას; სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ომბუდსმენი და გარე და შიდა აუდიტის მექანიზმები, რომლებიც ახორციელებენ პროცესის ეფექტურ ზედამხედველობას; და კერძო და საჯარო კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან უსაფრთხოების სექტორის პერსონალის ყოველდღიური ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას.

წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A Handbook for Practitioners in Defence Establishments (2014)

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for civil society organizations.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009)

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] Todor Tagarev et al. (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009) p48.

[2] Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009) p 48.

[3] Ibid. p 49.

[4] Ibid. p 51.

[5] Ibid.

[6] United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012. p 124.