საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI), დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1993 წელს კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. ორგანიზაციის მისიაა “შეაჩეროს კორუფცია და მხარი დაუჭიროს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და კეთილსინდისიერებას ყველა დონეზე და საზოგადოების ყველა სექტორში“. ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებებია „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება, სოლიდარობა, გამბედაობა, სამართალი და დემოკრატია“. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნო, რომელიც ბერლინში მდებარეობს, მუშაობს მთავრობებთან, ბიზნესებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კორუფციის საკითხებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა, თავისი ფუნდამენტური პრინციპების და მისიის თანახმად, აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი რესურსების, დაფინანსების და ხარჯების შესახებ აქ.

ორგანიზაციის სტრატეგია 2020 წლისთვის მოცემულია აქ.

ორგანიზაციის ქცევის კოდექსი მოცემულია აქ.

ორგანიზაციია დიდი დამსახურებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ დღის წესრიგში დაყენება და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად შეიქმნა ორგანიზაციების და ინდივიდების კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს კორუფციისგან თავისუფალ მთავრობებს და ბიზნესებს. მისი საქმიანობის შედეგად შექიმნა ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და რესურსები.

საერთაშორისო გამჭვირვალობის თვალსაჩინო მიღწევები და ინსტრუმენტებია:

საერთაშორისო გამჭვირვალობა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩართულია უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში და რეფორმაში სხვადასხვა გზით. ესენია: კვლევა, ტრენინგები, პოლიტიკის შემუშავების საკითხებში რჩევები და ანალიზი, სტანდარტების დადგენა, და უნარ-ჩვევების განვითარებისკენ მიმართული საქმიანობა. ‘თავდაცვა და უსაფრთხოება’ ერთ-ერთია 18 თემიდან, რომლებზეც ორგანიზაცია მუშაობს. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეიმუშავა სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი, რომელიც აფასებს და რანჟირებას უკეთებს მთავრობებს და სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს 82 ქვეყანაში მათი კოდექსების და იმ პროცესების მიხედვით, რომლებიც დანერგილია დაწესებულებებში კორუფციის პრევენციის მიზნით.

2004 წლიდან საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა (TI-DSP) მხარს უჭერს თავდაცვის და უსაფრთხოების რეფორმას მსოფლიოს ქვეყნებში მათ მთავრობებთან მუშაობის გზით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და კორუფციის პრევენციის მექანიზმების შემუშავება. ორგანიზაცია ასევე ეხმარება სამხედრო ინსტიტუტებს და თავდაცვის სამინისტროებს კორუფციის დაძლევაში პერსონალისთვის ტრენინგების, მრგვალი მაგიდების და „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ კურსების ორგანიზებით. გამჭვირვალობა ასევე მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მაგალითად, გაეროს იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებასთან (ATT).

საერთაშორისო გამჭვირვალობა მუშაობს სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან სამხედრო მრეწველობაში მაღალი ეთიკური სტანდარტების დანერგვის მიზნით. 2012 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ გამოსცა სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ანტი-კორუფციული ინდექსი (CI), რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს 129 მსხვილ სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში დანერგილი კორუფციის პრევენციის ზომები. პუბლიკაციაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები.[2]

საერთაშორისო გამჭვირვალობა თვლის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა შემდეგი გადამწყვეტი ზომების მიღება:

  • საკითხის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და მისი ჩართვა საჯარო დისკუსიებში
  • კორუფციის რისკების შემცირება, რაც გულისხმობს ცვლილების მიღწევას ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების ქცევაში
  • ცვლილების გამტარებელი ადამიანების ტრენინგი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში და სამოქალაქო საზოგადოებაში
  • ანტი-კორუფციული ძალისხმევის მონიტორინგი და შეფასება.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ძირითადი ინსტრუმენტები და რესურსები:

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ Transparency International

[1] SeeTransparency International’s work on the UN Convention against Corruption, here.

[2] See TI’s work on Defence and Security: here.