თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭო არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს დემოკრატიულ ტრანზიციას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

სამოქალაქო საბჭო თავის საქმიანობით:

  • უზრუნველყოფს საჯარო დებატების პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სამთავრობო სააგენტოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის;
  • ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაში;
  • წვლილი შეაქვს მთავრობის და პროფესიული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებაში ბირთვული უსაფრთხოების და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე;
  • ხელს უწყობს საზოგადოების ცოდნის ამაღლებას უსაფრთხოების საკითხებზე.

სამოქალაქო საბჭო შეიქმნა 2005 წელს და ოფიციალურად დარეგისტრირდა 2011 წელს.