2005 Making Intelligence Accountable Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies 212x300

გამოცემაში კლასიფიცირებული და შეფასებულია სამართლებრივი სტანდარტები დაზვერვის სამსახურების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებზე. მასში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისია როგორც გარდამავალი ქვეყნებისთვის, ასევე კარგად განვითარებული დემოკრატიებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

2004 The United Nations Anti Corruption Toolkit 198x300

რჩევათა კრებულში  მოცემულია კონკრეტული ინსტრუმენტების დეტალური ნუსხა იმ მოხელეებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ელემენტების შემუშავებაზე და ამ ელემენტების ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოდ ფორმულირებაზე, ასევე იმ მოხელეებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაა ცალკეული ელემენტების შემუშავება და განხორციელება, რჩევათა კრებულში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ცალკეული ინსტრუმენტები ან მათი კომბინაციები. ეს მაგალითები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმუშავებს ან არ იმუშვებს  კონკრეტული პროგრამა და თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის ადაპტირება ან მოდიფიცირება კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2003 United Nations Guide on Anti Corruption Policies 213x300

გზამკვლევი შეიცავს კორუფციის პრობლემის ხასიათის და მასშტაბის ზოგად აღწერილობას და ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი ელემენტების აღწერას, ის გამოდგება  პოლიტიკური საჯარო მოხელეებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2003 Parliamentary Oversight of the Security Sector Principles Mechanisms and Practices 200x259 Geo

პარლამენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვაში და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისგან. სახელმძღვანელოს ჩანართებში განმარტებულია ძირითად ტექსტში მოცემული რთულ საკითხები, წარმოდგენილია კანონების და რეგულაციების ნიმუშები და სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მაგალითები. თითოეული თავი მთავრდება სექციით, რომელსაც ჰქვია „რას აკეთებ როგორც პარლამენტარი”, სადაც მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს  ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

2002 OECD Best Practices for Budget Transparency 212x300

ეს ცნობარი განსაზღვრულია წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის მათ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. კონკრეტული ანგარიშები ცნობარში წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის მიზნით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანგარიშგების რეჟიმებია და შესაბამისად, აქცენტიც შესაძლებელია გამჭვირვალობის სხვა ასპექტზე იყოს. პუბლიკაცია ეფუძნება წევრი-ქვეყნების გამოცდილებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

1997 International Human Rights Standards for Law Enforcement: A Pocket Book on Human Rights for the Police 198x300

“ჯიბის წიგნი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის სასიცოცლო ფუნქციების კანონიერ და ადამიანურ აღსრულებაზე ორიენტირებული პოლიციისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და პორტაბელური რესურსია. ჯიბის წიგნაკი შეიცავს სამასზე მეტი საერთაშორისო წყაროდან აღებულ ასეულობით რელევანტურ სტანდარტს, რომლებიც წარმოდგენილია მოკლედ და გამარტივებული ენით.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ