პარლამენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვაში და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისგან. სახელმძღვანელოს ჩანართებში განმარტებულია ძირითად ტექსტში მოცემული რთულ საკითხები, წარმოდგენილია კანონების და რეგულაციების ნიმუშები და სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მაგალითები. თითოეული თავი მთავრდება სექციით, რომელსაც ჰქვია „რას აკეთებ როგორც პარლამენტარი”, სადაც მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს ეროვნულ დონეზე.