2013 Core Values of Norways Defence Sector 231x300

ნორვეგიის თავდაცვის სექტორი მხარს უჭერს ღიაობის,  ფართო აზროვნების, პატივისცემის, პასუხისმგებლობის, და გამბედაობის ზოგად ღირებულებებს. ეს სექტორი მოიცავს თავდაცვის სამინისტროს და ოთხ ადმინისტრაციულად დაქვემდებარებულ სააგენტოს. ესენია: ნორვეგიის შეიარაღებული ძალები, ნორვეგიის სამხედრო ქონების სააგენტო, ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი, და ნორვეგიის სამხედრო კვლევების უწყება. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ყველა ორგანო უნდა  მისდევდეს ამ გამოცემაში აღწერილ ღირებულებათა სისტემას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2013 Guidebook on Anti Corruption in Public Procurement and the Management of Public Finances 212x300

ცნობარი საჯარო შესყიდვების და სხელმწიფო ფინანსების მართვის სისტემების მიმოხილვაა და წარმოადგენს დამხმარე მასალას მთავრობებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2013 Principles for Transparency and Integrity in Lobbying 212x300

OECD-ის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების პრინციპები ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ლობირების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების გადაწყვეტაში.  ეს პრინციპები OECD-ის ზოგადი სტრატეგიის ნაწილია და ესწრაფვის, დანერგოს უფრო მტკიცე და სამართლიანი ეკონომიკა.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2013 Anti Corruption Ethics and Compliance Handbook for Business 212x300

სახელმძღვანელო სასარგებლო და პრაქტიკული ინსტრუმენტია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, ერთიანად და მარტივად მოიძიონ რჩევები შესაბამისობის საკითხებზე. სახელმძღვანელო მოიცავს სამ ნაწილს, რომელთაგან პირველში მიმოხილულია საერთაშორისო ანტიკორუფციული ჩარჩო, რომელშიც უნდა ოპერირებდნენ საერთაშორისო ბიზნესში ჩართული კომპანიები. მეორე ნაწილი მოკლე შესავალია, თუ როგორ უნდა შეაფასონ კომპანიებმა რისკი და დაიწყონ ეფექტური ანტიკორუფციული და შესაბამისობის პროგრამის შემუშავება. მესამე ნაწილში შეჯამებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2013 Oversight and Guidance Parliaments and Security Sector Governance 216x300

DCAF-NATO PA-ს სახელმძღვანელოს ეს მესამე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ კონტროლში პარლამენტარების როლზე. სახელმძღვანელო გვთავაზობს განახლებულ ინფორმაციას უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობაში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. პუბლიკაცია განსაკუთრებულ ადგილს უთმობს თავდაცვის საკითხებს და პარლამენტის საზედამხედველო როლს პოლიტიკურ და სამხედრო კონტექსტებში. პუბლიკაცია შექმნილია ნატოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და წარმოადგენს შესავალს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ყოვლისმომცველი პრინციპების, ძირითადი საზედამხედველო მექანიზმების და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2013 Parliamentary Oversight of the Security Sector 209x300

ეს მოხსენება წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერის ოფისის (OPPD) საპარლამენტო პრაქტიკის შესახებ პუბლიკაციების ციკლის გაგრძელებას. პუბლიკაციის მიზანია იმ ძირითადი საკითხების განხილვა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობაზე და ზოგადად სექტორის დემოკრატიულ მართვაზე ახალ დემოკრატიულ ქვეყნებში.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

2012 Toolkit on Police Integrity 233x300 Geo

პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ რჩევათა კრებული დაეხმარება პოლიციის სამსახურებს ეფექტური ზომების შემუშავებაში პოლიციაში კორუფციის შესამცირებლად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად, კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და პოლიციის ნდობის ასამაღლებლად. კრებულში მიმოხილულია მთელი რიგი თემები, როგორიცაა კორუფცია, ეთიკური საკითხები, შიდა კონტროლი, გარე ზედამხედველობა/კონტროლი და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

2012 Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes 197x300

ეს ინსტრუქციები საჭირო ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც აინტერესებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და სექტორის დემოკრატიული მართვა. ინსტრუქციების მიზანია, ხელი შეუწყოს „გაეროს ერთიანი მიდგომის“ ჩამოყალიბებას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ