The Open Government Partnership (OGP)

OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, მიიღოს მთავრობებისგან კარგი მმართველობის განმტკიცებისთვის საჭირო კონკრეტული ვალდებულებები  გამჭვირვალობის მხარდაჭერის, მოქალაქეების უფლებამოსილების გაძლიერების, კორუფციის წონააღმდეგ ბრძოლის, და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

United Nations Office on Drugs and Crime (UNODC)

UNODC-ი ლიდერია მსოფლიოში არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამის და საერთაშორისო დანაშაულის პრევენციის ცენტრის შერწყმის შედეგად. UNODC-ი მოქმედებს მსოფლიოს ყველა რეგიონში წამომადგენლობითი ოფისების საშუალებით. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა:

  • ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას არალეგალური ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში
  • კვლევები და ანალიტიკური სამუშაო, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე ცოდნის ამაღლებას და ქმნის მტკიცებულებათა ბაზას გადაწყვეტილებების მიღებისთვის პოლიტიკის და ოპერაციულ საკითხებში
  • ნორმატიული საქმიანობა, რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციასა და განხორციელებაში, ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის საკითხებზე  ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UN The Fight against Corruption Learning Tool

ეს ვებ-ინსტრუმენტი გაეროს გლობალური კომპაქტის და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროდუქტია. ინსტრუმენტი შედგება ექვსი ინტერაქტიული სასწავლო მოდულისგან, რომელთა მიზანია აუდიტორიისთვის გაეროს გლობალური კომპაქტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მე-10-ე პრინციპის  და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის გაცნობა. ინსტრუმენტის მომხმარებლები არიან  კომპანიების წარმომადგენლები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC TRACK Tools and Resources for Anti Corruption Knowledge

ეს არის UNODC-ის მიერ შემუშავებული ვებ-პორტალი, რომელიც მოიცავს იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ონლაინ კურსებს, ანტიკორუფციული ლიტერატურის სიებს და სხვა რესურსებს. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომს ხდის UNCAC-ისთვის რელევანტური კანონმდებლობის და იურისპრუდენციის ელქტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შედგენილია 175 ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე  და რომელიც სისტემატიზებულია კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC SHERLOC

SHERLOC ინფორმაციის მართვის პორტალი შექმნილია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის და მისი პროტოკოლების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ პორტალზე მოცემულია ანტიკორუფციული კანონების ეროვნული მაგალითები, ასევე ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, და სხვა სასარგებლო რესურსები. პორტალზე ასევე წარმოდგენილია ქეისებზე დაფუძნებული კანონმდებლობის ბაზა, საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა, ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, და ეროვნული კომპეტენტური ორგანოების ცნობარი.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC Stolen Asset Recovery Initiative (StAR)

StAR მსოფლიო ბანკის ჯგუფის და გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, აღმოფხვრას კორუფციის დაცული ზონები.   StAR მუშაობს განვითარებად ქვეყნებთან და ფინანსურ ცენტრებთან კორუფციის შედეგად მიღებული რესურსების გათეთრების აღკვეთის და მოპარული ქონების სისტემატური და დროული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. 

StAR აკავშირებს მთავრობებს, მარეგულირებელ ორგანოებს, დონორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, და სამოქლაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხელს უწყობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას და შეჩერების, დეტექციის და მოპარული ქონების ამოღებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

U4 Anti Corruption Resource Centre

U4 გვთავაზობს ანტიკორუფციულ მასალებს, მათ შორის კვლევებს, ფართომასშტაბიანი ონლაინ რესურს-ცენტრის საშუალებით. U4 ასევე ატარებს ქვეყნებში სასწავლო სამუშაო შეხვედრებს და ონლაინ კურსებს ანტიკორუფციული ზომების და სტრატეგიის საკითხებზე პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UN Instrument for Standardized International Reporting of Military Expenditures

ამ ინსტრუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხედრო ხარჯების შემცირების კონკრეტული ზომების შემუშავებას. ეს ინსტრუმენტი ასევე აუმჯობესებს გამჭვირვალობას სამხედრო საქმეებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს  მსოფლიოში ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Canadian Council for Public Private Partnerships, PPP project tracker

პროექტების მონაცემთა ბაზა შეადგინა კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის საბჭომ. ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, თვალი ადევნონ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, მათ პროგრესს და სტატუსს.  პროექტები ორგანიზებულია სექტორების და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. მონაცემთა ბაზა წამოადგენს კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მიმოხილვას და ხელს უწყობს გამჭვირვალობას და საჯარო ზედამხედველობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

P3 Bulletin Project Tracker

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს