Group of States Against Corruption (GRECO)

GRECO დააფუძნა 1999 წელს ევროსაბჭომ საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO-ს მიზანია, გააუმჯობესოს წევრების შესაძლებლობები, შეებრძოლონ კორუფციას ევროსაბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის გზით და ურთიერთშეფასების და კოლეგიალური ზეწოლის დინამიური პროცესების გამოყენებით.  ეს ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს, დაადგინონ ხარვეზები თავიანთ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და სთავაზობს მათ საჭირო სამართლებრივ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ რეფორმებს. GRECO წარმოადგენს პლატფორმას კორუფციის პრევენციასა და დეტექციაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

NATO Building Integrity Programme

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

NATO BI Programme Website

ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებ პორტალზე წარმოდგენილი პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად..

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა შექმნილია ეროვნული საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მასში მონაწილეობა ქვეყნებისთვის ნებაყოფლობითია. პროგრამის გამოყენება ასევე შეუძლიათ ნატოს მოკავშირეებს, მაგალითად ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დიალოგის წევრებს, სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივას და სხვა პარტნიორებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

NATO Support and Procurement Agency

ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის სააგენტო (NSPA) მომხმარებლების მიერ დაფინანსებული სააგენტოა, რომელიც  მოქმედებს არამომგებიან/არაწამგებიან საწყისებზე. NSPA ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის ორგანიზაციის (NSPO) აღმასრულებელი ორგანოა, რომლის წევრები არიან ნატოს 28 წევრი ქვეყანა. NSPA ახორციელებს ნატოს ლოჯისტიკის და პროკურმენტის ხელშემწყობ საქმიანობას და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის მულტინაციონალურ მხარდაჭერას. NSPA ეხმარება ნატოს ახალი მომხმარებლების და გეოგრაფიული არეალების მოძიებაში და ახალი შესაძლებლობების განვითარებაში შემდეგ სფეროებში:

  • ოპერაციების და წვრთნის მხარდაჭერა
  • სისტემების პროკურმენტი და მათი ექსპლუატაციის მართვა
  • საწვავის მართვა
  • სტრატეგიული ტრანსპორტირება და დასაწყობება
  • ლოჯისტიკის მომსახურება და პროექტის მართვა

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

World Economic Forum Partnering Against Corruption Initiative Principles for Countering Bribery

კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა (PACI) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლაბორაციული ძალისხმევაა. ინიციატივა  აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთავრობებს კორუფციის,  გამჭვირვალობის და ახალი ბაზრების რისკებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.   ინიციატივის საქმიანობას საფუძლად უდევს მისი წევრი კომპანიების საჭიროებები და ინტერესები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

SIPRI Military Expenditure Database

SIPRI-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით - უფრო ხშირად, თავდაცვის სფეროში ხარჯვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენისას. ეს მონაცემთა ბაზები წარმოადგენს ისტორიულ არქივს, რომელიც სასარგებლოა იმის გასაანალიზებლად, თუ რა მუშაობს და რა არა თავდაცვის სფეროში ხარჯების გაწევისას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Transparency International UK Defence and Security

ეს პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში კორუფციის არსებობის გაცნობიერებას  და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას კორუფციის რისკების შესამცირებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა თანამშრომლობს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ასამაღლებლად; პროგრამა ასევე მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან საერთაშორისო თავდაცვის პროკურმენტში საწარმოო სტანდარტების ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს თავდაცვაში ანტიკორუფციული ექსპერტიზის ცენტრების და საერთაშორისო ქსელების შექმნას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Transparency International Anti Corruption Glossary

ეს ლექსიკონი საუკეთესო რესურსია, რომელიც გვთავაზობს კორუფციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე, ნათელ და ადვილად გამოსაყენებელ განმარტებებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

TI Defence Integrity Pacts

ანტიკორუფციული დათქმები გამოიყენება საჯარო შესყიდვებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ანტიკორუფციული დათქმა შეთანხმებაა კონტრაქტის გამფორმებელ სამთავრობო სააგენტოს და ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ ქრთამის აღების, გარიგების და სხვა კორუფციული ქმედებებისგან კონტრაქტის მსვლელობისას. ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ანტიკორუფციული დათქმები მოიცავს მონიტორინგის სისტემებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები..

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Transparency and Accountability Initiative

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა დონორების გაერთიანებაა, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მონაწილეობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს