Group of States Against Corruption (GRECO)

GRECO დააფუძნა 1999 წელს ევროსაბჭომ საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO-ს მიზანია, გააუმჯობესოს წევრების შესაძლებლობები, შეებრძოლონ კორუფციას ევროსაბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის გზით და ურთიერთშეფასების და კოლეგიალური ზეწოლის დინამიური პროცესების გამოყენებით.  ეს ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს, დაადგინონ ხარვეზები თავიანთ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და სთავაზობს მათ საჭირო სამართლებრივ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ რეფორმებს. GRECO წარმოადგენს პლატფორმას კორუფციის პრევენციასა და დეტექციაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს