CIDS-ის ცენტრში თავმოყრილია საუკეთესო რესურსები თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე. ორგანიზაცია ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს, იქნება ეს საკურსო მასალები თუ პუბლიკაციები, და განათავსებს მათ ვებსაიტზე. CIDS-ის ვებსაიტის რესურსების განყოფილება განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც სურს ამ საკითხებზე ბაზისური ინფორმაციის სწრაფი მოძიება.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
რჩევათა კრებული შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. ის აერთიანებს ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ჯანსაღი სისტემის დანერგვას, კორუფციული პრაქტიკის პრევენციას, კორუფციის დეტექციას, დარღვევებზე სამართალდევნას, და კორუფციის შედეგების გამოსწორებას.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევათა კრებული გვთავაზობს:
- პრიორიტეტების საკონტროლო სიებს
- მითითებებს განხორციელებისთვის, საუკეთესო გამოცდილების მაგალითებით
- არსებულ სტანდარტებს და ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებს, ქეისებს, და საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ ანალიტიკურ მასალას
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს ინსტრუმენტი თავდაცვის სფეროში ღია კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ტენდერების ჩატარების საშუალებას იძლევა, პორტალს მართავს ევროპის თავდაცვის სააგენტო. პორტალი ხელს უწყობს შესყიდვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.
ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით ჩაატარონ ტენდერები თავდაცვის სფეროში კონტრაქტის მოპოვებაზე; ვებ-პორტალი თანასწორ შესაძლებლობებს უქმნის თავდაცვის კონტრაქტის მოსაპოვებლად თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ხელს უწყობს გამჭვირვალობას და აძლიერებს კონკურენტულობას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
EPAC დამოუკიდებელი, არაფორმალური ქსელია, რომელიც აერთიანებს 60 ანტიკორუფციულ და პოლიციის ზედამხედველობის ორგანოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან. EPAC წარმოადგენს პლატფორმას, სადაც პრაქტიკოსებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაინახონ შესაძლებლობები, და ითანამშრომლონ თავიანთი ქვეყნების საზღვრებს გარეთ იმისათვის რომ შეიმუშავონ საერთო სტრატეგიები და მაღალი პროფესიული სტანდარტები.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
FATF სამთავრობოთაშორისი ორგანოა, რომელიც შეიქმნა 1989 წელს ჯგუფის წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ, და მისი მიზანია სტანდარტების დადგენა და ეფექტური სამართლებრივი, მარეგულირებეელი და ოპერაციული ზომების განხორციელება ფულის გათეთრების, ტერორიზმის ფინანსირების და საერთაშორისო ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. FATF ამდენად „პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოა“, რომელიც ახდენს პოლიტიკური ნების გენერირებას აღნიშნულ სფეროში ეროვნული სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმების გასატარებლად.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
GRECO დააფუძნა 1999 წელს ევროსაბჭომ საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO-ს მიზანია, გააუმჯობესოს წევრების შესაძლებლობები, შეებრძოლონ კორუფციას ევროსაბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის გზით და ურთიერთშეფასების და კოლეგიალური ზეწოლის დინამიური პროცესების გამოყენებით. ეს ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს, დაადგინონ ხარვეზები თავიანთ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და სთავაზობს მათ საჭირო სამართლებრივ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ რეფორმებს. GRECO წარმოადგენს პლატფორმას კორუფციის პრევენციასა და დეტექციაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებ პორტალზე წარმოდგენილი პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად..
კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა შექმნილია ეროვნული საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მასში მონაწილეობა ქვეყნებისთვის ნებაყოფლობითია. პროგრამის გამოყენება ასევე შეუძლიათ ნატოს მოკავშირეებს, მაგალითად ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დიალოგის წევრებს, სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივას და სხვა პარტნიორებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა (PACI) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლაბორაციული ძალისხმევაა. ინიციატივა აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთავრობებს კორუფციის, გამჭვირვალობის და ახალი ბაზრების რისკებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. ინიციატივის საქმიანობას საფუძლად უდევს მისი წევრი კომპანიების საჭიროებები და ინტერესები.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
SIPRI-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით - უფრო ხშირად, თავდაცვის სფეროში ხარჯვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენისას. ეს მონაცემთა ბაზები წარმოადგენს ისტორიულ არქივს, რომელიც სასარგებლოა იმის გასაანალიზებლად, თუ რა მუშაობს და რა არა თავდაცვის სფეროში ხარჯების გაწევისას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
გვერდი 1 სულ 3