ეს პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში კორუფციის არსებობის გაცნობიერებას და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას კორუფციის რისკების შესამცირებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა თანამშრომლობს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ასამაღლებლად; პროგრამა ასევე მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან საერთაშორისო თავდაცვის პროკურმენტში საწარმოო სტანდარტების ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს თავდაცვაში ანტიკორუფციული ექსპერტიზის ცენტრების და საერთაშორისო ქსელების შექმნას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს ლექსიკონი საუკეთესო რესურსია, რომელიც გვთავაზობს კორუფციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე, ნათელ და ადვილად გამოსაყენებელ განმარტებებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ანტიკორუფციული დათქმები გამოიყენება საჯარო შესყიდვებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ანტიკორუფციული დათქმა შეთანხმებაა კონტრაქტის გამფორმებელ სამთავრობო სააგენტოს და ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ ქრთამის აღების, გარიგების და სხვა კორუფციული ქმედებებისგან კონტრაქტის მსვლელობისას. ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ანტიკორუფციული დათქმები მოიცავს მონიტორინგის სისტემებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები..
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა დონორების გაერთიანებაა, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მონაწილეობას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, მიიღოს მთავრობებისგან კარგი მმართველობის განმტკიცებისთვის საჭირო კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის მხარდაჭერის, მოქალაქეების უფლებამოსილების გაძლიერების, კორუფციის წონააღმდეგ ბრძოლის, და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
UNODC-ი ლიდერია მსოფლიოში არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამის და საერთაშორისო დანაშაულის პრევენციის ცენტრის შერწყმის შედეგად. UNODC-ი მოქმედებს მსოფლიოს ყველა რეგიონში წამომადგენლობითი ოფისების საშუალებით. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა:
- ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას არალეგალური ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში
- კვლევები და ანალიტიკური სამუშაო, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე ცოდნის ამაღლებას და ქმნის მტკიცებულებათა ბაზას გადაწყვეტილებების მიღებისთვის პოლიტიკის და ოპერაციულ საკითხებში
- ნორმატიული საქმიანობა, რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციასა და განხორციელებაში, ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებაში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს ვებ-ინსტრუმენტი გაეროს გლობალური კომპაქტის და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროდუქტია. ინსტრუმენტი შედგება ექვსი ინტერაქტიული სასწავლო მოდულისგან, რომელთა მიზანია აუდიტორიისთვის გაეროს გლობალური კომპაქტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მე-10-ე პრინციპის და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის გაცნობა. ინსტრუმენტის მომხმარებლები არიან კომპანიების წარმომადგენლები.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს არის UNODC-ის მიერ შემუშავებული ვებ-პორტალი, რომელიც მოიცავს იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ონლაინ კურსებს, ანტიკორუფციული ლიტერატურის სიებს და სხვა რესურსებს. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომს ხდის UNCAC-ისთვის რელევანტური კანონმდებლობის და იურისპრუდენციის ელქტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შედგენილია 175 ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე და რომელიც სისტემატიზებულია კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
SHERLOC ინფორმაციის მართვის პორტალი შექმნილია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის და მისი პროტოკოლების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ პორტალზე მოცემულია ანტიკორუფციული კანონების ეროვნული მაგალითები, ასევე ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, და სხვა სასარგებლო რესურსები. პორტალზე ასევე წარმოდგენილია ქეისებზე დაფუძნებული კანონმდებლობის ბაზა, საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა, ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, და ეროვნული კომპეტენტური ორგანოების ცნობარი.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
StAR მსოფლიო ბანკის ჯგუფის და გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, აღმოფხვრას კორუფციის დაცული ზონები. StAR მუშაობს განვითარებად ქვეყნებთან და ფინანსურ ცენტრებთან კორუფციის შედეგად მიღებული რესურსების გათეთრების აღკვეთის და მოპარული ქონების სისტემატური და დროული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
StAR აკავშირებს მთავრობებს, მარეგულირებელ ორგანოებს, დონორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, და სამოქლაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხელს უწყობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას და შეჩერების, დეტექციის და მოპარული ქონების ამოღებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
გვერდი 2 სულ 3