კეთილსინდისიერება ნიშნავს ვალდებულებების შესრულებას პატიოსნად და სრულად. პროცესი ითვლება კეთილსინდისიერად, თუ ის მიმდინარეობს ისე, როგორც ეს იყო განსაზღვრული, და თუ ის შეესაბამება იმ საერთო სისტემას, რომლისნაწილსაც ის წარმოადგენს. ორგანიზაცია კეთილსინდისიერია, თუ ის საქმიანობას ახორციელებს სათანადო ანგარიშვალდებულების და კომპეტენციის დაცვით, და რომელშიც რესურსები არ არის გადამისამართებული არაპატიოსანი, კერძო საჭიროებებისთვის. ინდივიდი კეთილსინდისიერია, თუ ის თავის საქმიანობას ასრულებს კომპეტენტურად, პატიოსნად და სრულად. კეთილსინდისიერება ჩვეულებრივ იზომება აუდიტის ან კვლევის საშუალებით.
რას ნიშნავს კეთილსინდისიერების განმტკიცება?
კეთილსინდისიერების განმტკიცება კარგი მმართველობის სტრატეგიების უცილობელი კომპონენტია, რომლებიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების სისტემას. ფრთხოების სისტემის რეფორმა პოლიტიკური და ტექნიკური პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორის ფუნქციის გაუმჯობესებას. დღესდღობით ნატო ერთ-ერთი ის ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც სათავეში უდგას კეთილსინდისიერების განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ნატოახორციელებს კეთილსინდისიერებისგანმტკიცების პროგრამას, რომელიც გულისხმობს ამ სფეროში უნარების გაძლიერებას და რომელიც ერებს სთავაზობს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებში რისკის შემცირებისთვის.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
კორუფცია მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია თანამედროვე საზოგადოებების განვითარების, უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის. კორუფცია ამცირებს ნდობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ და ასუსტებს შეიარაღებული ძალების ეფექტურობას. კორუფცია უსაფრთხოების სექტორში მნივნელოვნად აზარალებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სექტორებსაც: ეროვნული ბიუჯეტიდან ხდება ფონდების გადამისამართება, რის შედეგადაც კლებულობს ინვესტიციები განათლებაში, ჯანმრთელობის დაცვაში, ინოვაციებში და განვითარებაში. კორუფცია ასევე ამცირებს სამხედროების ოპერაციულ ეფექტურობას და ასუსტებს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებს.
როგორ მუშაობს?
კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები ჩვეულებრივ უფრო ფართე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ნაწილია. ამასთან, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს კარგი მმართველობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფართე და ყოვლისმომცველი ძალისხმევის პარალელურად. უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელიამ ყოვლისმომცველი და ამავე დროს, რეალისტური - ისეთი მიზნებით, რომლებიც მიღწევადია კონკრეტულ კონტექსტში.
- რისკის შეფასება და სამოქმედო გეგმა
კეთილსინდისიერების განმტკიცების გზაზე პირველი ნაბიჯია კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება და მათზე რეაგირების გეგმის/სტრატეგიის შემუშავება. შეფასების და დაგეგმვის ინსტრუმენტები, მაგალითად NATO-DCAF-ის კეთილსინდისიერების თვითშეფასების პროცესი და CIDS-TI-ის კეთილსინდისიერების სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია მთავრობებისთვის და უსაფრთხოების სექტორის პერსონალისთვის.
- ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო
კეთილსინდისიერების განმტკიცების არსებითი კომპონენტია მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩო, ისევე როგორც ქცევის კოდექსი და ეთიკის სახელმძღვანელო.
- სწორი ბიუჯეტირება და ფინასური დაგეგმვა
დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბიუჯეტირებას და ფინანსურ დაგეგმვას. დაგეგმვა უნდა მოხდეს საერთო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად და საშუალო და გრძელი ვადით.
- ტრენინგი და განათლება
განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სექტორის იერარქიის ყველა დონეზე. ამდენად, აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის ტრენინგზე სრული აქცენტის გაკეთება. სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის ხელმისაწვდომია კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია ნატოს, DCAF-ის, CIDS-ის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის დასხვა ორგანიზაციების და ინსტიტუტებისმიერ.
- მონიტორინგი და ზედამხედველობა
კეთილსინდისიერების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა ზედამხედველობის სისტემის შექმნა. ეს შესაძლოა მოიცავდეს შიდა და გარე ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის: ინსპექტორებს, ზედამხედველობის კომიტეტებს, აუდიტორებს და ობუდსმენს. არლამენტები და მთავრობები არსებით როლს თამაშობენ ამ პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ინორმაციაზე და უნდა ჰქონდეს თავისუფლება დეტალურად შეისწავლოს უსაფრთხოების სექტორი, რათა შეიქმნას ჯანსაღი კონტროლის და ბალანსის გარემო, რომელიც ხელს შეუშლის კორუფციას.
ვინ არის ჩართული კეთილსინდისიერების განმტკიცების პროცესში?
რადგან კეთილსინდისიერების განმტკიცება ჰოლისტური პროცესია, მასში მონაწილეობენ მთელი რიგი ინსტიტუტები. ეროვნულ დონეზე კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამებს შეიმუშავებენ მთავრობები სხვა დაინტერესებული მხარეებთან (პარლამენტი, სამინისტროები, კომიტეტები და სხვა) ერთად და ისინი გაწერილია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამას ახაორციელებს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი და მას ზედამხედველობას უწევს პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება და ზედამხედველობის სხვა ინსტიტუტები. პროცესს საფუძვლად უდევს ეროვნული კანონმდებლობა. საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ტრენინგს, ინსტრუქტირებას და გარე ზედამხედველობას. სახელმწიფოები ერთმანეთს უზიარებენ წარმატებულ გამოცდილებას და მაგალითებს. და ბოლოს, მთლიანი პროცესი ფორმალიზებულია საერთაშორისოსამართლებრივი სტანდარტებით.
წყაროები
Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)
Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)
CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.
Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance
DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform. See new Backgrounder series here.
DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.
DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A handbook for civil society organizations.
DCAF, (2012), Guidebook: Strengthening Financial Oversight in the Security Sector.
DCAF (2012), Ombuds Institutions for the Armed Forces: a Handbook.
DCAF Project: Ombuds Institutions for Armed Forces, List of publications.
IMF (2007) Code of Good Practices on fiscal transparency
NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.
NATO (2014), Building Integrity: Process and Impact Montenegro.
NATO (2015), Building Integrity Self-Assessment Questionnaire and Peer Review Process. A diagnostic tool for national defence establishments.
NATO (2012) Building Integrity Programme
NATO-DCAF (2009). Integrity Self-Assessment Process: A Diagnostic Tool for National Defence Establishments.
NATO (2015), Building Integrity Course Catalogue.
OECD (2002) Best practices for Budget transparency. Available here.
Royal Norwegian Ministry of Defence (2011) Ethical guidelines for contact with business and industry in the defence sector
Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.
Transparency International: Government Defence Anti-Corruption Index 2013
UNDP-DCAF (2007) Monitoring and Investigating the security sector.