უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული ძირითადი კანონმდებლობა მოცემულია ქვეყნის კონსტიტუციაში, და ასევე, ეროვნულ კანონებსა და რეგულაციებში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების სექტორს პირდაპირ ან არაპირდაპირ, და რომლებიც მოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ზოგიერთი კანონი და ნორმა შექმნილია უშუალოდ უსაფრთხოების სექტორისთვის და ითვალისწინებს უსაფრთხოების სექტორის და მისი სააგენტოების განსაკუთრებულ საჭიროებებს და მახასიათებლებს. აღნიშნული კანონების, წესების და რეგულაციების ერთობლიობა ქმნის უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობას.

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა არ უნდა აგვერიოს სამხედრო კანონმდებ;ლობასთან. ეს უკანასკნელი შეეხება სამხედროებთან უშუალოდ დაკავშირებულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვეულებრივ არეგულირებს დისციპლინას შეიარაღებულ ძალებში, და რომელიც სხვაგვარად ცნობილია როგორც სამხედრო სამართალი. მართალია, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სამხედრო კანონმდებლობა შესაძლოა ვრცელდებოდეს სამოქალქო პირებზეც, ის წესით უნდა შეეხებოდეს სამხედროებს. სამხედრო კანონმდებლობა, როგორც წესი, უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის ნაწილია, ისევე როგორც პოლიციის, უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის, დაზვერვის და მისი ზედამხედველობის და ფინანსური ზედამხედველობის კანონები და უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული ნორმები და რეგულაციები.

დემოკრატიული მმართველობის პირობებში პარლამენტი ადგენს საკანონმდებლო ბაზას შეიარაღებული ძალებისთვის, დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურებისთვის, სამართალდაცვის და საზღვრის დაცვის სააგენტოებისთვის. ამ მიზნით, პარლამენტს შეუძლია მიიღოს კანონმდებლობა, შეიტანოს ცვლილებები არსებულ კანონებში და დეტალურად შეისწავლოს მინისტრების და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების საქმიანობა გამოკითხვის, მოსმენის, ოფიციალური დოკუმენტების განხილვის და ექსპერტული აზრის გამოყენებით.

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა ასევე მოიცავს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, რომლებსაც ადგენენ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხებები. ასეთი სტანდარტების მიღება შესაძლოა წინაპირობა იყოს ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. ამის მაგალითია ევროკავშირის სტანდარტები. არსებობს აგრეთვე სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ადგენენ გარკვეულ სტანდარტებს და ვალდებულებებს უსაფრთხოების სექტორისთვის. უსაფრთხოების სექტორს შეეხება ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებიც, როგორიცაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა.

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა მრავალფეროვანი და კომპლექსურია და ყველა ქვეყანას უსაფრთხოების სექტორთან, მის სააგენტოებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული კანონების და ნორმების ერთობლიობა აქვს. რადგან არ არსებობს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის იდეალური მოდელი, ამ კანონმდებლობის შექმნა საკმაოდ რთულია. თუმცა, ეფექტური და ქმედითი უსაფრთხოების სექტორის შესაქმნელად აუცილებელია ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ეფუძნება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. ამდენად უსაფრთხოების სექტორის ეროვნული კანონმდებლობის შექმნისას უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინება.

46_Security-Sector-Legislation-1_Geo.png

ძირითდი წყარო:

DCAF, Legislating for the Security Sector

წყაროები:

Council of Europe Commissioner for Human Rights (2015), Issue Paper on Democratic and Effective Oversight of National Security Services.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Military Justice.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Principles Governing the Administration of Justice through Military Tribunals.

DCAF (2015), Financial Oversight of the Security Sector a Toolkit for Trainers.

DCAF, NATO (2015), Oversight and Guidance: Parliaments and Security Sector Governance.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The South African Military Discipline Supplementary Measures Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Colombian Military Criminal Code.

DCAF (2015), Training Manual on Police Integrity.

DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The European Code of Police Ethics.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: 10 Basic Human Rights Standards for Law Enforcement Officials.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Swedish Police Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Japanese Police Law and The Police Duties Execution Law.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: Republic of South Africa Police Service Act 68, 1995.

DCAF (2009), Legislating for the Security Sector Toolkit: International Police Standards Guidebook on Democratic Policing.

OHCHR (1997), International Human Rights Standards for Law Enforcement: A Pocket Book on Human Rights for the Police.

DCAF (2015), Legislating for the Security Sector Toolkit: International Standards for Financial Oversight in the Security Sector.

Hans Born, Adrian Wills (2012) Overseeing the Intelligence Services. A Toolkit.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Intelligence Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Compilation of Good Practices for Intelligence Agencies and their Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Canadian Security Intelligence Service Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Netherlands Intelligence and Security Services Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Argentinian National Intelligence Law.

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

Hans Born, Ian Leigh, (2005) Making Intelligence Accountable: Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies.

Hans Born (2015), Parliamentary Oversight of the Security Sector.