უსაფრთხოების სექტორის ეროვნული კანონმდებლობა მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ დებულებებს, რომლებიც შეეხება საჯარო ინსტიტუტებს. ეს არის კანონები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეხება უსაფრთხოების სექტორს ან მასზე ახდენს ზემოქმედებას აგრეთვე, კანონმდებლობა, რომელიც შექმნილია კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორისთვის. საკონსტიტუციო დებულებები და სხვა ზოგადი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება უსაფართხოების სექტორთან მიმართებით, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სპეციფიურ ეროვნულ კონტექსტზე. არ არსებობს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის უნივერსალური მოდელი, მაგრამ ყველა იურისდიქციაში პრეცედენტულ კანონმდებლობაში შეიძლება მოიძიოს რიგი პრეცედენტები.

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა კონკრეტული ქვეყნისთვის შექმნილი სპეციფიური კანონების, წესების და რეგულაციების კომპლექსური ერთობლიობაა. თუმცა, არსებობს სტაბდარტები, პრინციპები და საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს უსაფრთხოების სექტორის ეროვნული კანონმდებლობა. ქვემოთ ჩამოთვლილია უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობის და ქმედითობის უზრუნველყოფის მიზნით. ესენია:

  • დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლი
  • კანონის უზენაესობა
  • ზედამხედველობა
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება
  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • ეფექტურობა
  • ქმედითობა
  • რეაგირება
  • თანასწორობა
  • მოქნილობა
  • პლურალიზმი
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება
  • ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა
  • მდგრადობა

აღსანიშნავია, რომ საკმარისი არაა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული კანონების ქაღალდზე არსებობა. ამ კანონების აღსრულება და მათი აღსრულებისთვის საჭირო ქმედითი ინსტრუმენტების არსებობა, ისევე როგორც შედეგების მონიტორინგი და შეფასება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ კანონები. კიდევ ერთი გადამწყვეტი კომპონენტია ისეთი სანქციების მექანიზმების არსებობა, რომელთა საშუალებით ხდება გადახვევების შეფასება, კორექტირება და თავიდან აცილება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

ინსტიტუციური სისტემა, რომელსაც ეყრდნობა უსაფრთხოების სექტორი, კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა იცავდეს კარგი მმართველობის პრინციპებს. ეს უნდა იყოს განმტკიცებული მათი შესრულების და იმპლემენტაციის საჭირო ინსტრუმენტებით. უნდა მოხდეს შესრულების ხარისხის ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება. უდავოა, რომ უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა იყოს განსაჯაროვებული.

ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ შეეხება უსაფრთხოების სექტორს, შესაძლოა სხვადასხვა სახის იყოს. ის შესაძლოა შეეხებოდეს უსაფრთხოების სექტორის კონკრეტულ შტოს ან საქმიანობას.

თავდაცვის კანონმდებლობა

თავდაცვის ეროვნული კანონმდებლობა მოიცავს ყველა კანონს, რომელიც შეეხება ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტების როლს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, ისევე როგორც წესებს, რომლებიც არეგულირებენ ეროვნული თავდაცვის პროცედურებს. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების უფლებებს და მოვალეობებს; სამინისტროების ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს; პირობებს, რომლებშიც ხორციელდება ეროვნული თავდაცვა; პირობებს, რომლებშიც ყველა სხვა თავდაცვის ოპერაცია ხორციელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ფინანსურ მართვას და ადმინისტრაციულ რეგულაციებს; სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობებთან დაკავშირებულ წუხილებს და სხვა. თავდაცვის კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოედს ყველა რელევანტურ საერთაშორის სტანდატებს და საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც შეეხება კარგ მმართველობას. ეს მოიცავს დემოკრატიულ კონტროლს; ანტიკორუფციული საქმიანობის და კეთილსინდისისერების განმტკიცების კონტროლს; ქცევის კოდექსს; ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას; ზედამხედველობის, მონიტორინგის და შეფასების პროცედურებს; გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რეაგირებას და ეფექტურობას.

სამხედრო სამართალი

სამხედრო სამართალი განსხვავებული სამართლებრივი სისტემაა, რომელიც მოქმედებს შეიარაღებულ ძალებთან, და ზოგ შემთხვევაში, სამოქალაქო პირებთან, მიმართებით. სამხედრო სამართლის ძირითადი მიზანია შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის და წესრიგის შენარჩუნება. სამხედრი სამართლის სტრუქტურა, წესები და პროცდურები შეიძლება ძირეულად განსხვავებული იყოს შესაბამისი სამოქალაქო სტრუქტურის, წესების და პროცედურებისგან. ჩვეულებრივ, სამხედრო სამართალი მოითხოვს ცალკე სასამართლო სისტემას, რომელსაც უფრო მკაცრი წესები და პროცედურები აქვს, შეიარაღებული ძალების დისციპლინირებულობის და ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ამან შესაძლოა აღძრას კითხვები სამოქალაქო პრინციპების პრიორიტეტულობის ან საერთაშორისო სატნდარტებთან - მაგალითად, ადამიანის უფლებების და სამართლიანი გასამართლების გარანტიების - შესაბამისობის საკითხებთან დაკავშირებით.

წყარო: DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Military Justice.

სამხედრო სამართალი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის იგივე სტანდარტებით და პრინციპებით უნდა იმართებოდეს, რითიც უსაფრთხოების სექტორის ყველა სხვა კომპონენტი. აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს ნებისმიერი სასამართლო სისტემის მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე და კეთილსინდისისერებაზე. ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ზოგადად, სამხედრო სასამართლო სისტემა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს:[1]

  • სამხედრო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას კანონით ან კონსტიტუციით და უნდა წარმოადგენდეს საერთო სასამართლო სისტემის განუყოფელ ნაწილს
  • სამხედრო ტრიბუნალი პატივს უნდა სცემდეს და იყენებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიან გასამართლებას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს
  • განსაკუთრებული მდგომარეობის ან კრიზისის დროს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იყოს დაცული
  • შეიარაღებული კონფლიქტების დროს, სამხედრო სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს ჰუმანიტარული კანონმდებლობით, და ჟენევის კონვენციის დებულებებით, რომლებიც შეეხება სამხედრო ტყვეების მოპყრობას
  • სამხედრო სასამართლომ არ უნდა ჩაატაროს სამოქალქო პირის პროცესი
  • სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის მოტივით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევები უნდა განიხილებოდეს სამოქალაქო სასამართლოში
  • არასრულწლოვანის საქმის განხილვა არ უნდა მოხდეს სამხედრო სასამართლოში
  • სამხედრო სასამართლოს იურისდიქცია მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ხასიათის დანაშაულით, რომელიც ჩაიდინა სამხედრო პერსონალმა
  • ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა განიხილოს სამქალაქო სასამართლომ
  • მკაცრად უნდა განისაზღვროს შემთხვევბი, რომლებიც მოითხოვს სამხედრო საიმდუმლოების დაცვას
  • სამხედრო ციხე უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა იყოს ღია შიდა და საერთაშორისო ინსპექტირების ორგანოებისთვის
  • ჰაბეას კორპუსის გარანტიები
  • კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის უფლება
  • საჯარო მოსმენები უნდა იყოს წესად დანერგილი
  • თავდაცვის უფლების და სამართლიანი და სამართალი სასამართლოს უფლება
  • სამხედრო სასამართლოს პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს დანაშაულის მსხვერპლის და მისი სამართალმემკვიდრეების უფლებების ეფექტურ დაცვას
  • გასაჩივრების პროცედურები, განსაკუთრებით აპელაცია, უნდა განიხილოს სამოქალაქო სასამართლომ
  • ის ფაქტი, რომ პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ პასუხისმგებელია დარღვევაზე, მოქმედებდა ზემდგომის ინსტრუქციით, არ უნდა ათავისუფლებდეს მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ასევე, ზემდგომი პირი არ თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დარღვევაზე, რომელიც ჩაიდინა მისმა დაქვემდებარებულმა პირმა
  • არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოტანილი ან აღსრულებული სასიკვდილო განაჩენი
  • სამხედრო სამართლის კოდექსი უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ სისტემატურ გადახედვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მეთოდით. ამის მიზანია უზრუნველყოს, რომ სამხედრო ტრიბუნალი შეესაბამება კონკრეტულ ფუნქციურ საჭიროებას და არ იჭრება სამოქალაქო სასამართლოს. იურისდიქციაში.

სამხედრო სამართლის შესახებ:

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Military Justice.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Principles Governing the Administration of Justice through Military Tribunals.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: The South African Military Discipline Supplementary Measures Act.

DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: The Colombian Military Criminal Code.

სამართალდაცვის კანონმდებლობა

პოლიცია სამოქალაქო ძალაა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე და დეტექციაში და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუენბაზე.[2] ეროვნული კანონმდებლობა პოლიციის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული პოლიციის პრინციპებს:

  • მოქალაქეების საჭიროებების მიმართ სენსიტიურობა
  • დემოკრატიული კონტროლი
  • სამართალდაცვის საერთაშორისო სტანდარტები
  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
  • პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება
  • ადამიანის უფლებების და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა
  • ზედამხედველობა

პოლიციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ქცევის და ეთიკის კოდექსებს, კანონმდებლობა უნდა აკონკრეტებდეს მანდატებს და ადგენდეს ძალის, განსაკუთრებით მომაკვდინებელი ძალის, გამოყენების ფარგლებს. კანონმა ასევე უნდა განსაზღვროს დასჯადი საქციელი, სანქციების მექანიზმები, როლები და პასუხისმგებლობები, და მოახდინოს ზედამხედველობის და მონიტორინგის ინსტიტუციონალიზაცია.

დემოკრატიული პოლიციის და საუკეთესო გამოცდილების შესახებ, იხილეთ:

DCAF (2015), Training Manual on Police Integrity.

DCAF (2012), Toolkit on Police Integrity.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The European Code of Police Ethics.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: 10 Basic Human Rights Standards for Law Enforcement Officials

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Swedish Police Act.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: The Japanese Police Law and The Police Duties Execution Law.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Police Legislation Model: Republic of South Africa Police Service Act 68, 1995

DCAF (2009), Legislating for the Security Sector Toolkit: International Police Standards Guidebook on Democratic Policing.

OHCHR (1997), International Human Rights Standards for Law Enforcement: A Pocket Book on Human Rights for the Police.

კანონმდებლობა დაზვერვის შესახებ

აუცილებელია არსებობდეს კანანომდებლობა დაზვერვის სამსახურების შესახებ ამ სამსახურების განსაკუთრებული ბუნების და მასთან დაკავშირებული საკითხების გასაიდუმლების კულტურის გამო. კანონის უზენაესობის დასაცავად და ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად, დაზვერვის სააგენტოები უნდა შეიქმნას კანონის საფუძველზე და მათი ფუნქციები და უფლებამოსილება უნდა ეყრდნობოდეს საკანონმდებლო ბაზას. უნდა მუშაობდეს სამართლებრივი კონტროლის სისტემა იმის უზრუნველსაყოფად, რომ განსაკუთრებული უფლებები არ აღემატებოდეს სამართლებრივად დადგენილ პარამეტრებს. დაზვერვის სამსახურის ზედამხედველობა აუცილებელია როგორც სამსახურის შიგნით, ასევე აღმასრულებლის, პარლამენტის და გარე და დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების მხრიდან. ამ პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს იღებს სამოქალაქო საზოგადოება და მედიაც.

დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობა და სტანდარტების შესახებ:

DCAF (2015), Legislating for the Security Sector Toolkit: International Standards for Financial Oversight in the Security Sector.

Hans Born, Adrian Wills (2012) Overseeing the Intelligence Services. A Toolkit.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Understanding Intelligence Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: Compilation of Good Practices for Intelligence Agencies and their Oversight.

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Canadian Security Intelligence Service Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Netherlands Intelligence and Security Services Act

DCAF (2011), Legislating for the Security Sector Toolkit: The Argentinian National Intelligence Law

Hans Born, Ian Leigh, (2005) Making Intelligence Accountable: Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies.

ზედამხედველობა

უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო ზედამხედველობის ძირითადი განმახორციელებელია პარლამენტი და მისი კომიტეტები. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას, აუდიტის ინსტიტუტებს, ინსპექტორებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, ომბუდსმესი, სხვა სპეციალურ კომიტეტებს, მედიას, ინტერესთა ჯგუფებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, მონაწილოება მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.

სამოქალაქო საზოგადოებას და მის ორგანიზაციებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. ისინი აფასებენ და დეტალურად შეისწავლიან უსაფრთხოების სექტორის მუშაობის ხარისხს, წარმოადგენენ რჩევებს და ექსპერტიზას, ანალიზს, რეკომენდაციებს და ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მათ ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტების შემუშავებაში და კანონების გადახედვაში.

მედია უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მედიას შეუძლია საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხოების სექტორის საკითხებზე და საკომუნიკაციო არხის შექმნა საზოგადოებას და მთავრობას შორის.

უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა შეიძლება შეეხებოდეს მრავალ სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობას, კანონმდებლობის აღსრულებას, საერთაშორისო სატნდარტებთან შესაბამისობას, ფინანსურ ზედამხედველობას და სამხედრო და სამოქალაქო პირების ადამიანის უფლებების დაცვას. ზედამხედველობა ფართე ცნებაა და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მმართველობაში. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ზედამხედველობის როლი აღიარებული იყოს ეროვნულ უსაფრთხოების სექტორის კანანომდებლობაში, ხოლო მისი პრაქტიკაში განხორციელებ კი ინსტიტუციონალიზებული.

ზედამხედველობის საკითხებზე, იხილეთ:

DCAF, NATO (2015), Oversight and Guidance: Parliaments and Security Sector Governance.

Hans Born (2015), Parliamentary Oversight of the Security Sector.

DCAF (2015), Financial Oversight of the Security Sector a Toolkit for Trainers.

Council of Europe Commissioner for Human Rights (2015), Issue Paper on Democratic and Effective Oversight of National Security Services.

Hans Born, Adrian Wills (2012) Overseeing the Intelligence Services. A Toolkit.

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

Hans Born, Ian Leigh, (2005) Making Intelligence Accountable: Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies.

ძირითდი წყარო:

Legislating for the Security Sector: Toolkit.

 

[1] Source: DCAF (2011) Legislating for the Security Sector Toolkit: Principles Governing the Administration of Justice through Military Tribunals.

[2] DCAF (2012), Toolkit on Police Integrity. Available here.