ინტერფისის საკონსტიტუციო პროგრამა
ინტერფისის ეს პროგრამა მხარს უჭერს კონსტიტუციის შექმნის პროცესებს, რომელთა მიზანია გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობა. პროგრამა ავითარებს ადგილობრივი საკუთრების, ინკლუზიის, გენდერული თანასწორობის, თანამონაწილეობის და გამჭვირვალობის პრინციპებს. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი კონსტიტუციის შექმნის პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ დიალოგს, სოციალურ და პოლიტიკურ ერთობას, კონფლიქტების მოგვარებას, შერიგებას და დემოკრატიული პრინციპების, ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA)
დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA) მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის მდგრადობას მსოფლიოში. ორგანიზაციის მისიაა, დაეხმაროს დემოკრატიული ცვლილებების გრძელვადიან პროცესს ინფორმაციის მიწოდების, დემოკრატიულ რეფორმებში დახმარების გაწევის და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის გზით.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ევროსაბჭო: ვენეციის კომისიის საკონტროლო სია კანონის უზენაესობის საკითხებზე
ვენეციის კომისიამ შეიმუშავა და მიიღო საკონტროლო სია, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის შესრულების ობიექტური, დეტალური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასება. აქტორებს, როგორიცაა პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ ინსტრუმენტზე დაყრდნობით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასეთ შეფასებებში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის დოკუმენტების მონაცემთა ბაზა
ეს მონაცემთა ბაზა მოიცავს ნატოს ამჟამად მოქმედ (გავრცელებულ) დოკუმენტებს. ნატოს სტანდარტიზაციის ოფისი დამოუკიდებელი ოფისია, რომელიც ანგარიშვალდებულია სტანდარტიზაციის პოლიტიკის და მართვის კომიტეტის და სამხედრო კომიტეტის მიმართ კორპორატიული ზედამხედველობის და ოპერაციული სტანდარტიზაციის საკითხებზე. სტანდარტიზაციის ოფისის მისიაა ნატოსთვის სტანდარტიზაციის მართვის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის მართვა მოიცავს სტანდარტიზაციის პოლიტიკის შემუშავებას, ნატოს სტანდარტიზაციის საქმიანობის ჰარმონიზაციას, სტანდარტიზებული პროდუქტის შემუშავების, რატიფიკაციის, გავრცელების და განხორციელებისთვის ნორმების და რეგულაციების შემუშავებას, სტანდარტიზაციის მართვაში მხარდაჭერას, ტერმინოლოგიის დადგენის პოლიტიკას და მითითებებს, თანამშრომლობას სამოქალაქო სტანდარტიზების ორგანოებთან, ნატოს სტანდარტების გამოქვეყნებას და სტანდარტიზაციის წახალისებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
რჩევათა კრებული უსაფრთხოების სექტორისთვის
რჩევათა კრებული მოიცავს რამდენიმე ბუკლეტს, რომლებშიც წარმოდგენილია ნორმები და სტანდარტები, და უსაფრთხოების სექტორის კანონების ნიმუშები და რჩევები. რჩევათა კრებული შექმნილია მათთვის, ვინც აპირებს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის შემუშავებას, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები, საჯარო მოხელეები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. რჩევათა კრებული ასევე დაეხმარება უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს და უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობით დაინტერესებულ მკვლევარებს და სტუდენტებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა: პარლამენტი და უსაფრთხოების სექტორის მართვა
DCAF-NATO PA-ს სახელმძღვანელოს ეს მესამე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ კონტროლში პარლამენტარების როლზე. სახელმძღვანელო გვთავაზობს განახლებულ ინფორმაციას უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობაში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. პუბლიკაცია განსაკუთრებულ ადგილს უთმობს თავდაცვის საკითხებს და პარლამენტის საზედამხედველო როლს პოლიტიკურ და სამხედრო კონტექსტებში. პუბლიკაცია შექმნილია ნატოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და წარმოადგენს შესავალს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ყოვლისმომცველი პრინციპების, ძირითადი საზედამხედველო მექანიზმების და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობა
ეს მოხსენება წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერის ოფისის (OPPD) საპარლამენტო პრაქტიკის შესახებ პუბლიკაციების ციკლის გაგრძელებას. პუბლიკაციის მიზანია იმ ძირითადი საკითხების განხილვა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობაზე და ზოგადად სექტორის დემოკრატიულ მართვაზე ახალ დემოკრატიულ ქვეყნებში.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
მოხსენება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების დემოკრატიულ და ეფექტურ ზედამხედველობაზე
მოხსენებაში განხილულია სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, ავტონომიური სააგენტოების და სხვა სამთავრობო ორგანოების ან შეიარაღებული ძალების დეპარტამენტების, ზედამხედველობა, რომელთა მანდატში შედის ქვეყნის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მიწოდება გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის - პოლიტიკოსების, სამხედრო ხელმძღვანელების, პოლიციის გამომძიებლების და სასაზღვრო დაცვის/საბაჟო სააგენტოებისთვის.
უსაფრთხოების სექტორის საზოგადოებრივი კონტროლი: სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
ეს სახელმძღვანელო ინსტრუქციათა კრებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის იმ როლის შესახებ, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ კონტროლში. მართალია, ბევრმა სამოქალაქო ორგანიზაციამ ხელი შეუწყო უსაფრთხოების სექტორის რეფორმას გარდამავალ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში, მათი პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რჩება. ასევე ხანდახან ნაკლები ყურადღება ენიჭება სამოქალაქო ორგანიზაციების გრძელვადიან როლს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვაში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გამოცემა ასევე სასარგებლოა დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკის მკვლევარების, უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების, მედიის, და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: სამხედრო სამართლის გააზრება
სახელმძღვანელოს ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამხედრო სამართლის ფუნქციასა და პრინციპებზე. სახელმძღვანელო ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლზე სამხედრო სამართლის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნაში. პუბლიკაცია მიმოიხილავს სამხედრო სამართლის სხვადასხვა სისტემას და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: სამხედრო ტრიბუნალით სამართლის მიწოდების წარმმართველი პრინციპები
პუბლიკაცია შეიცავს 20 პრინციპს, რომელიც წარმართავს სამხედრო ტრიბუნალის საშუალებით სამართლის განხორციელებას, როგორც ეს აღწერილია ადამიანის უფლებების კომისიის მიერ.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტი სამხედრო დისცილინის დამატებითი ზომების შესახებ
ბუკლეტი შეიცავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტს სამხედრო დისციპლინის დამატებითი ზომების შესსახებ, აგრეთვე, ამავე კანონის თემებად ორგანიზებულ დებულებებს. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: კოლუმბიის სისხლის სამართლის სამხედრო კოდექსი
ეს ბუკლეტი შეიცავს თემების მიხედვით ორგანიზებულ კოლუმბიის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსს, რაც საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობა: რჩევათა კრებული
DCAF-ის რჩევათა კრებული დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობის საკითხებზე ინსტრუმენტების კრებულია, რომელშიც ინფორმაციას ისეთი დამოუკიდებელი ორგანოების შექმნის და გაძლიერების საკითხებზე, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებაში, ანალიზში, წარმოდგენასა და გავრცელებაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს.
როგორ გავხადოთ დაზვერვა ანგარიშვალდებული: სამართლებრივი სტანდარტები და პრაქტიკა დაზვერვის სააგენტოების ზედამხედველობისთვის
გამოცემაში კლასიფიცირებული და შეფასებულია სამართლებრივი სტანდარტები დაზვერვის სამსახურების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებზე. მასში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისია როგორც გარდამავალი ქვეყნებისთვის, ასევე კარგად განვითარებული დემოკრატიებისთვის.
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: დაზვერვის ზედამხედველობის გააზრება
სახელმძღვანელო განიხილავს, თუ როგორ მართავენ დემოკრატიული სახელმწიფოები დაზვერვის სამსახურებს, რათა ეს სამსახურები:
- ეფექტურად ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას
- ექვემდებარებოდნენ დემოკრატიულ კონტროლს
- ანგარიშვალდებული იყვნენ მოსახლეობის მიმართ, და
- იცავდნენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მოკლე და მარტივი პასუხები დაზვერვის სამსახურების და მათი ზედამხედველობის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: საუკეთესო გამოცდილების მაგალითები დაზვერვის სააგენტოების და მათი ზედამხედველობისთვის
კრებულში წარმოდგენილია სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ დაზვერვის სამსახურებში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. კრებულში ასევე წარმოდგენილია საერთაშორისო სტანდარტები დაზვერვის სამსახურებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: საკანონმდებლო აქტი კანადის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურის შესახებ
კრებულში მოცემულია კანადის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურის საკანონმდებლო აქტი თავდაპირველი სახით, აგრეთვე ამავე კანონის თემებად ორგანიზებული დებულებები. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: საკანონმდებლო აქტი ნიდერლანდების დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესახებ
კრებულში მოცემულია ჰოლანდიის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურის აქტი თავდაპირველი სახით და ასევე მისი დებულებები, რომლებიც ორგანიზებულია თემების მიხედვით. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: არგენტინის ეროვნული დაზვერვის კანონი
კრებულში მოცემულია არგენტინის 2001 წლის ეროვნული დაზვერვის კანონი და 2002 წლის ეროვნული დაზვერვის აქტი თავდაპირველი სახით და აგრეთვე ამავე კანონის თემებად ორგანიზებული დებულებები. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ტრენინგის მასალები პოლიციის კეთილსინდისიერების საკითხებზე
პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგის მასალები გამიზნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო უწყებების და ტრენინგ ორგანიზაციებისთვის. სახელმძღვანელო წარმოადგენს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციის დონეზე კეთილსინდისიერების განმტკიცება ადამიანური რესურსების დაგეგმვით/მართვით და რეფორმების გატარებით.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
რჩევათა კრებული პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ
პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ რჩევათა კრებული დაეხმარება პოლიციის სამსახურებს ეფექტური ზომების შემუშავებაში პოლიციაში კორუფციის შესამცირებლად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად, კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და პოლიციის ნდობის ასამაღლებლად. კრებულში მიმოხილულია მთელი რიგი თემები, როგორიცაა კორუფცია, ეთიკური საკითხები, შიდა კონტროლი, გარე ზედამხედველობა/კონტროლი და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი
კრებულში წარმოდგენილია პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი, რომელსაც თან ახლავს კომენტარები და რეკომენდაციები. კოდექსი, ეუთოს დემოკრატიული პოლიციის შესახებ სახელმძღვანელოსთან და საერთაშორისო ამნისტიის სახელმძღვანელოსთან „ადამიანის უფლებების 10 ძირითადი სტანდარტი სამართალდამცველებისთვის“ ერთად, ქმნის დემოკრატიული პოლიციის საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ძირითად ჩარჩოს.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: ადამიანის უფლებების 10 ძირითადი სტანდარტი სამართადამცველებისთვის
ადამიანის უფლებების ეს 10 ბაზისური სტანდარტი შეიმუშავა საერთაშორისო ამნისტიამ სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებსა და ექსპერტებთან ერთად. ისინი ეფუძნება გაეროს სამართალდაცვის, სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს მთავრობის მოხელეების, პარლამენტარების, ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ზოგიერთი ფუნდამენტური სტანდარტის შესახებ. ეს სტანდარტები უნდა იყოს პოლიციის ნებისმიერი ტრენინგის ნაწილი და საფუძვლად უნდა დაედოს მათ საქმიანობას.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: დემოკრატიული პოლიციის საერთაშორისო სტანდარტების გზამკვლევი
გზამკვლევში მოცემულია დემოკრატიული პოლიციის საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები. გზამკვლევი შექმნილია ეუთოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ეხებიან პოლიციის და სამართალდაცვის საკითხებს, ასევე საპოლიციო სფეროს სპეციალისტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიული პოლიციის შექმნის და გაძლიერების საკითხებზე.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: პოლიციის კანონის მოდელი - შვედეთის საკანონმდებლო აქტი პოლიციის შესახებ
კრებულში მოცემულია შვედეთის პოლიციის აქტი თავდაპირველი სახით და ასევე მისი დებულებები, რომლებიც ორგანიზებულია თემების მიხედვით. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: პოლიციის კანონის მოდელი - იაპონიის პოლიციის კანონის და პოლიციის მოვალეობის აღსრულების კანონი
კრებულში მოცემულია იაპონიის პოლიციის კანონი თავდაპირველი სახით და ასევე მისი დებულებები, რომლებიც ორგანიზებულია თემების მიხედვით. ეს საშუალებას აძლევს კანონშემოქმედებს, მოიძიონ კონკრეტული საკითხები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი კანონები და შეადარონ ერთმანეთს კანონების სხვადასხვა მოდელები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სამართალდამცავ სექტორში: ჯიბის წიგნაკი ადამიანის უფლებების შესახებ პოლიციისთვის
“ჯიბის წიგნი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის სასიცოცლო ფუნქციების კანონიერ და ადამიანურ აღსრულებაზე ორიენტირებული პოლიციისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და პორტაბელური რესურსია. ჯიბის წიგნაკი შეიცავს სამასზე მეტი საერთაშორისო წყაროდან აღებულ ასეულობით რელევანტურ სტანდარტს, რომლებიც წარმოდგენილია მოკლედ და გამარტივებული ენით.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
კეთილსინდისიერების განმტკიცება და კორუფციის შემცირება თავდაცვის სფეროში: საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
ეს კრებული ერთობლივად შეადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ბრიტანეთი), ნატოს მშვიდობის პროგრამის გუნდმა და DCAF-მა. კრებული ყურადღებას ამახვილებს იმ ცნებებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკას თავდაცვის მართვასა და პოლიტიკაში „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ გზით. ეს ცნობარი ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს თავდაცვის პერსონალის და თავდაცვის სექტორში დასაქმებული სამოქალაქო პირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რადგან მასში წარმოდგენილი მასალები კეთილსინდისიერების განმტკიცების და ანტიკორუფციული ზომების შესახებ მნიშვნელოვანია ამ აქტორების უსაფრთხოების მართვისთვისაც.
უსაფრთხოების სექტორის ფინანსური კონტროლი - რჩევათა კრებული ტრენერებისთვის
რჩევათა კრებული გამიზნულია მათთვის, ვინც დაკავებულია ფინანსური კონტროლის საკითხებით და ვისაც სურს:
- გაეცნონ უსაფრთხოების სექტორში ფინანსური კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას
- აიმაღლონ პროფესიული უნარები უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსურ კონტროლში
- უფრო პროაქტიურად მიუდგნენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური კონტროლის საკითხს
- აიმაღლონ პროფესიონალიზმი უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ოპერაციების და მათი ბიუჯეტების დეტალური შესწავლის საქმეში.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: უსაფრთხოების სექტორში ფინანსური ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარატები
კრებული წარმოუდგენს მკითხველს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ზედამხედველობის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებს, სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. კრებული საშუალებას აძლევს მკითხველს:
- გაეცნოს უსაფრთხოების სექტორში ბიუჯეტირების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს
- შეადაროს თავის ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა და რეგულაციები საერთაშორისო პრინციპებს
- საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, შესთავაზოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პარლამენტარებს ფინანსური ზედამხედველობის სისტემის რეფორმირება
- მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს ფინანსური ანგარიშგების ინტიტუტების მუშაობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სახელმძღვანელო ბიზნესში ანტიკორუფციული ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე
სახელმძღვანელო სასარგებლო და პრაქტიკული ინსტრუმენტია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, ერთიანად და მარტივად მოიძიონ რჩევები შესაბამისობის საკითხებზე. სახელმძღვანელო მოიცავს სამ ნაწილს, რომელთაგან პირველში მიმოხილულია საერთაშორისო ანტიკორუფციული ჩარჩო, რომელშიც უნდა ოპერირებდნენ საერთაშორისო ბიზნესში ჩართული კომპანიები. მეორე ნაწილი მოკლე შესავალია, თუ როგორ უნდა შეაფასონ კომპანიებმა რისკი და დაიწყონ ეფექტური ანტიკორუფციული და შესაბამისობის პროგრამის შემუშავება. მესამე ნაწილში შეჯამებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული რჩევები შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე
სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და მათი ინიცირებით გააუმჯობესონ საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილე უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობის პრევენცია და დეტექცია. სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოიყენონ ბიზნეს ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს. პუბლიკაცია რჩევათა კრებულია, რომელიც ეხმარება კომპანიებს, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის, და შესაბამისობის პროგრამები და ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციის და დეტექციისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
OECD-ის ლექსიკონები: კორუფცია - სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონი
ლექსიკონი განმარტავს ძირითად ელემენტებს, რომელთა საფუძველზე ხდება კორუფციის სისხლის სამართლის ქმედებად კვალიფიცირება სამი ძირითადი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. ეს კონვენციებია: OECD-ის კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში უცხოელი სახელმწიფო მოხელეების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ; ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონვენცია კორუფციის შესახებ; და გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ. ლექსიკონის მიზანია, დაეხმაროს OECD-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციულ ქსელში შემავალ ქვეყნებს თავიანთ ძალისხმევაში, გარდაქმნან ეროვნული ანტიკორუფციული სისხლის სამართლის კანონმდებლობა აღნიშნული კონვენციების შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ანტიკორუფციული უწყების სტანდარტები
დოკუმენტში მოცემულია 10 წარმმართველი პრინციპი და პარამეტრი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის ცნების შესახებ. ეს პრინციპები და სტანდარტები არ არის სამართლებრივად სავალდებულო, არამედ უფრო ორიენტირია ორგანიზაციებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ეუთოს კორუფციასთან ბრძოლის სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო გვთავაზობს არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სამართლებრივ და პოლიტიკის საკითხებში ახალ ტენდენციებს, კორუფციის პრევენციის და აღკვეთის ზომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიზანია ქვეყნებში პოლიტიკის კურსის შემქმნელების და ანტიკორუფციული სააგენტოების ინფორმირება მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ეუთოს რჩევათა კრებული ეუთოს პერსონალისთვის უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის საკითხებზე
რჩევათა კრებული სთავაზობს ეუთოს პერსონალს რჩევებს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმისადმი კომპლექსურ მიდგომის დანერგვის მიზნით. ამ მიდგომის მიზანია, დაბალშედეგიანი ფრაგმენტული მხარდაჭერიდან მრავალმხრივ სინერგიებზე გადასვლა.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ