ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესი კომისარიატი განსაზღვრავს ადამიანის უფლებების მონიტორინგს როგორც:

… ზოგად ტერმინს, რომელიც აღწერს ინფორმაციის შეგროვებას, გადამოწმებას და დაუყოვნებლივ გამოყენებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებზე რეაგირებისთვის. ადამიანის უფლებებების მონიტორინგი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას დარღვევების შესახებ, მოვლენებზე (არჩევნები, სასამართლო პროცესები, დემონსტრაციები) დაკვირვებას, ისეთი ადგილების მონახულებას, როგორიცაა დაკავების ადგილები და ლტოლვილთა ბანაკები, ხელისუფლებასთან დისკუსიების ჩაატერებას ინფორმაციის მიღების, დარღევევბზე რეაგირების და სხვა დაუყოვნებლივი ზომების მიღების მიზნით. ადამიანის უფლებების მონიტორინგი მოიცავს შეფასებით საქმიანობას, ფაქტების შეგროვებას და სხვა ადგილზე ჩასატარებელ სამუშოებს. ამასთან მონიტორინგი ზოგადად გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.[1]

მონიტორინგის ძირითადი ამოცანაა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილება და შეჩერება. ამ მიზნით, ადამიანის უფლებების მონიტორინგი შეისწავლის დარღვევების სავარაუდო მიზეზებს, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს და წაახალისებს ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა ეროვნული ომბუდსმენის ინსტიტუტები და ეროვნული ადამიანის უფლებების ინსტიტუტები, აგრეთვე რეგიონული და საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების მონიტორინგი დამატებით მექანიზმებს ქმნიან ადამიანის უფლებების დაცვაში, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.[2]

ადამიანის უფლებების საკითხებზე უმაღლესი კომისარიატი განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომლებსაც უნდა მისდევდეს ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ადამიანის უფლებების მონიტორინგით.[3]

  • ადამიანის უფლებების დამცველები ვალდებული არიან, არ ჩააგდონ საფრთხეში მსხვერპლის. მოწმის და ყველა იმ პირის სიცოცხლე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, თავისუფლება და კეთილდღეობა, ვინც შედის მათთან კონტაქტში მონიტორინგის პროცესში.
  • ყველა დამცველი კარგად უნდა იცნობდეს თავის მანდატს და საერთაშორისო სტანდარტებს. რომლებსაც უნდა იცავდეს.
  • უფლებადამცველმა უნდა მოიძიოს სრული და შეუფერხებელი წვდომა ინფორმაციის წყაროებზე და ადგილებზე, რათა ჩაატაროს სამუშაო გადაადგილების თავისუფლების პრინციპის დაცვით და ადგილობრივი ხელშეკრულებებში და მანდატებში გაწერილი პარამეტრების ფარგლებში.
  • ადამიანის უფლებათა დამცველები სრულად უნდა იცნობდნენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. რომლებიც შეესაბამება მათ მანდატს და მათი საქმიანობის კონტექსტს,
  • უდლებადამცველებმა უნდა გამოიყენონ გონივრული განსჯა ყოველთვის და ყველა გარემოებაში.
  • უფლებადამცველები რეგულარულად უნდა ატარებდნენ კონსულტაციებს თავიანთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვადასხვა ასპექტებზე განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში.
  • სანდოობა ადამიანის უფლებების მონიტორინგის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.
  • ასეთივე წინაპირობაა კონფიდენციალურობის დაცვა და ინფორმაციის წყაროს დაცვა.
  • ადამიანის უფლებების დარღვევების მსვერპლთან, მოწმესთან ან სხვა თანამშრომელ პირთან ინტერვიუს დროს უფლებადამცველებმა უნდა მიიღონ რესპონდენტისგან ინფორმირებული თანხმობა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე და გამოყენებაზე.
  • უფლებადაცველებმა უნდა სცენ პატივი სხვა უფლებადამცველების და მათთან კონტაქტში მყოფი პირების უსაფართხოებას.
  • უფლებადამცველებს კარგად უნდა ესმოდეთ ის კონტექსტი, რომელშიც მუშაობენ.
  • უნდა უზრუნველყონ ყველა ჩართული, მათ შორის მარგინალიზებული, მხარის მონაწილეობა და მასთან კონსულტაცია.
  • უნდა შეიტანონ გენდერული განზომილება ადამიანის უფლებების მონიტორინგში.
  • ინფორმაციის შეგროვება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად და განსხვავებული წყაროებიდან. უფლებადამცველები უნდა შეეცადონ, სრულად და დეტალურად გაეცნონ სიტუაციას ყველა შესაძლებელი წყაროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • უფლებადამცველებმა უნდა გააკეთონ ღრმა და ზუსტი ანალიზი, რომელიც ეფუძნებაფაქტებს და რომელიც დეტალურად დასაბუთებულია. ამგვარი ანალიზი გახდება საფუძველი მაკორექტირებელი ქმედებების და რეკომენდაციებისთვის.
  • უფლებადამცველები უნდა იჩენდნენ მიუკერძოებლობას ყოველთვის.
  • ასევე ობიექტურობას.
  • სენსიტიურობას.
  • უფლებადამცველები უნდა იყვნენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალური, და პატივს სცემდნენ მრავალფეროვნებას.
  • უფლებადამცველები უნდა იცავდნენ გამჭვირვალობის პრინციპს.
  • ხელს უწყობდნენ ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემებზე და თავიანთ საქმიანობაზე.

ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი ტარდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების, რეგიონული და ადამიანის უფლებების ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო ჰუმანიტარული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფონზე. ეს სამართლებრივი პრინციპები შესაძლოა დაარღვიონ სახელმწიფოებმა, ჯგუფებმა და ინდივიდებმა სახელმწიფოების. ჯგუფების და ინდივიდების მიმართ.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებია ადამიანის ფუნდამენტური საყოველთაო უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში (UDHR, 1948). ეს ძირეული უფლებები მხარდაჭერილი და გავრცობილია დამატებით პროტოკოლებში, რეგიონულ და ეროვნულ კანონმდებლობაში და სხვა სამართლებრივ ინსტრუმენტებში.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტების სრული მიმოხილვა იხილეთ ადამიანის უფლებების ნაწილში.

საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა

საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა შედგება წესების, პრინციპების და რეგულაციებისგან, რომლებიც გამოიყენება ომის და კონფლიქტის დროს ადამიანის ძირეული უფლებების დაცვის და ომის შედეგების შემსუბუქების მიზნით.

სამართლის საერთაშორისო რესურს-ცენტრის თანახმად, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ინსტრუმენტებია 1907 წლის ჰააგის რეგულაციები, ჟენევის ოთხი კონვენცია, და შემდეგი დამატებითი პროტოკოლები:

სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა

სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა შედგება რიგი კანონებისგან, რომლებიც ავსებენ საერთაშორისო კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას. ამ კანონების მთავარი მიზანია, გააძლიეროს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სახელმწიფოები მოსთხოვოს,დაიცვან ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები. კანონების მიზანია ადამიანის უფლებების დარღვევების კრიმინალიზაცია დარღვევებზე კონკრეტული სანქციების შემოღებით. სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა განიხილავს და სასჯელს ადგენს შემდეგი ტიპის დანაშაულისთვის: დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი, სამხედრო დანაშული, საერთაშორისო აგრესიის აქტები და ტრანსნაციონალური დანაშული, როგორიცაა ტერორიზმი, ტრეფიკინგი, მეკობრეობა, მონებით ვაჭრობა და სხვა. სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა ამგვარი დანაშულის ჩამდენპირებს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობის ძირითადი ინსტრუმენტებია:

წყაროები:

Office of the High Commissioner for Human Rights (2001), Training Manual on Human Rights Monitoring. Professional Series No. 7.

About the Office of the Ombudsperson of Ukraine. UNDP (2015), Midterm review: Office of the Ombudsperson Strategy and Action Plan 2013-2017.

 

[1] Office of the High Commissioner for Human Rights (2001), Training Manual on Human Rights Monitoring. Professional Series No. 7. Available here.

[2] Ibid.

[3] Ibid. p 4-11.