რა არის აუდიტი

აუდიტი ფინანსური და სამართლებრივი ზედამხედველობის ნაწილია და უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში. აუდიტი უსაფრთხოების სექტორის ხარჯების გადახედვის, მონიტორინგის და შეფასების პროცესია. ადუიტის ფუნქციას ძირითადად ასრულებენ დამოუკიდებელი სააუდიტო ინსტიტუტეის, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები, აღმასრულებელი და სამთავრობო ორგანოები აუდიტსახორციელებენ შინაგანაწესის საფუძველზე. სამოქალაქო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ აუდიტის ჩატარება და თავიანთი წვლილის შეტანა სხვა ჩართული მხარეების, მათ შორის, პარლამენტის, დებატებში პოლიტიკის კურსის შემუშვების საკითხებზე. სამოქალაქო საზოგადოება და პარლამენტი მნიშვნელოვან ზედამხედველობას უწევენ უსაფრთხოების სექტორში მუშაობის ხარისხს, ბიუჯეტირებას და თანხების ხარჯვას.

ფინანსური ზედამხედველობა მოიცავს უსაფრთხოების სექტორში ფინანსური ხარჯვის ციკლის ყველა ეტაპს, დაწყებული ბიუჯეტირებიდან და დათავრებული შეძენის და ხარისხის შეფასებით. ეს პროცესი გულისხმობს ბიუჯეტის შესაბამისობის შეფასებას, საჯარო რესურსების ხარჯვის მონიტორინგს და გაწეული ხარჯების შედეგად მიღებული პროდუქტის შფასებას თავდაპირველად დასახული ამოცანების მიმართ. სამართლებრივი ზედამხედველობა მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო ხარჯები და ფინანსები შეესაბამებოდეს კანონებს, რომლებიც მართავს სახელმწიფო ფონდების განკარგვას.კორუფციის და არასწორი მართვის შმთხვევები გადაეცემა სასამართლოს.

როგორ მუშაობს

აუდიტი შესაძლოა ეყრდნობოდეს წლიური ანგარიშების, საბანკო ანგარიშების და სხვა დოკუმენტაციის მიმოხილვას, რომელსაც უსაფრთოების სექტორის წარმოადგენს როგორც რეგულარულ დემოკრატიულ პროცესის ნაწილს. აუდიტი ასევე შესაძლოა მოიცავდეს სპონტანურ ვიზიტებს და გამოკვლევებს, მთავარ აუდიტორს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას სჭირდება ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. გამონაკლისი შეიძლება იყოს ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ინფორმაციის წყაროს დაცვა ან როდესაც საქმე ეხება მაღალსენსიტიური ოპერაციის დეტალებს. გამჭვირვალობა უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობის და აუდიტისწინაპირობაა.

აუდიტის მიზანია კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების დეტექცია და პრევენცია: ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, ბაზის მომზადება რეკომენდაციებისთვის, შეცდომების გამოსწორების მოთხოვნა და უსაფრთხოების სექტორის ეტექტიანობის გაუმჯობესება. სხვა სიტყვებით, აუდიტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ფონდების სათანადო გამოყენებას.

ვინ არის ჩართული

ბევრ ქვეყანაში ეროვნული აუდიტის ოფისი იქმნება საკონსტიტუციო კანონით როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეროვნული სააუდიტო ორგანო უნდა დანიშნოს პარლამენტმა კონკრეტული ვადით. აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი და პრაქტიკული ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტიანად შეასრულონ თავიანთი საქმე. ამ ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთანგარიში გააკეთონ ხარჯებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სანქციების არსებობა კორუფციის და საჯარო ფონდების ბოროტად გამოყენების შემთხვევებისთვის.[1]

აუდიტის ოფისის მიერ შესასრულებელი დავალებები მოიცავს:[2]

  • მთავრობის დეპარტამენტების და აღმასრულებელი ორგანოების ფინანსური ანგარიშების აუდიტი
  • ბიუჯეტის პროგნოზის შემუშავება, ბიუჯეტის პროექტის ანალიზი, ხარჯთაღრიცხვის დადასტურება და ბიუჯეტის ალტარნატიული ვარიანტების წარმოდგენა
  • პოლიტიკის და პროგრამების ფინანსური ასპექტების ანალიზი
  • საჩივრებზე და მხილებებზე რეაგირება
  • დეპარტამენტების მხარდაჭერა მათი ფინანსური მართვის გაუმჯობესების მიზნით
  • საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარება

სააუდიტო ორგანომ ეს ამოცანები უნდა შეასრულოს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:[3]

  • ფასის და შედეგის სათანადო შეფარდება
  • ეფექტიანობა
  • ქმედითობა

ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად სააუდიტო ორგანომ უნდა::

  • ანგარიში წარუდგინოს პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების კომიტეტს, რომელიც მუშაობს ბიუკეტის კომიტეტისგან დამოუკიდებლად
  • ხელი მიუწვდებოდეს საიდუმლო ინფორმაციაზე
  • ჰქონდეს მულტიდისციპლინარული შესაძლებლობები, მათ შორის ექსპერტული ცოდნა უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის მართვის და ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში.

წყაროები

DCAF, Inter-Parliamentary Union (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector.

DCAF, NATO (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

Hans Born, Ian Leigh (2005), Making Intelligence Accountable: Legal Standards and Practice for Oversight of Intelligence Agencies.

OSCE (2016), Handbook on Combating Corruption.

OSCE (2016), Security Sector Governance and Reform Guidelines for OSCE staff.

 

[1] Hans Born, Ian Leigh (2005), Making Intelligence Accountable: Legal Standards and Practice for Oversight of Intelligence Agencies.

[2] DCAF, NATO (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

[3] DCAF, Inter-Parliamentary Union (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector.