რა არის ომბუდსმენის ინსტიტუტი?

ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის განსაზღვრებით, ომბუდსმენის ინსტიტუტი არის:

სამსახური, რომელიც იქმნება კონსტიტუციის საფუძველზე ან საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის აქტის საფუძველზე და რომელსაც სათავეში უდგას დამოუკიდებელი მაღლჩინოსანი სახელმწიფო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს ან პარლამენტის მიმართ, რომელიც იღებს მოქალაქეების საჩივრებს სახელმწიფო დაწესებულებების, მოხელეების და თანამშრომლების წინააღმდეგ, ან თავისი ინიციატივით მოქმედებს, და რომელსაც აქვს უფლებამოსილება, გამოიძიოს, დაადგინოს მაკორექტირებელი ქმედებები და წარმოადგინოს ანგარიშები.[1]

დინ გოტერერი, აშშ-ს ომბუდსმენთა ასოციაციის ყოფილი პრეზინდენტი, თვლის, რომ ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლობა
  • მიუკერძოებლობა და სამართლიანობა
  • დამაჯერებელი გადახედვის პროცესი
  • კონფიდენციალურობა

ომბუდსმენის ინსტიტუტებს შეიძლება ჰქონდეს ძალზე კონკრეტული სამოქმედო არეალი, დაწყებული საბანკო საქმეებიდან, დამთავრებული ადამიანის უფლებებით და სხვა საკითხებით. უსაფრთხოების სექტორს რაც შეეხება, უსაფრთხოების მმართველობის საკითებს ეხებიან ადამიანის უფლებების დამცველი ომბუდსმენი და ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ეხება პოლიციის და შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ საჩივრები.

როგორ მუშაობს?

ომბუდსმენის ამოცანაა, დაიცვას ადამიანები უფლებების დარღვევისგან, ძალაუფლების გადამეტებისგან, შეცდომებისგან, უგულისყურობისგან, უსამართლო გადაწყვეტილებებისგან და ცუდი ხელმძღვანელობისგან. ამ ამოცანის შესრულებით, ომბუდსმენი ხელს უწყობს საჯარო ადმინისტრაციის გაუმჯობესებას და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. სამხედრო ომბუდსმენი იცავს სამხედრო პერსონალის უფლებებს და ხელს უწყობს შეარაღებული ძალების დემოკრატიულ და სამოქალაქო კონტროლს. ომბუდსმენს აქვს უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის და სამინსიტროების საქმიანობას და შედეგად, შეიმუშავოს რეკომენდაციები. ომბუდსმენმა უნდა გააცნოს საზოგადოებას ზედამხედველობის შედეგები. ხშირად ომბუდსმენის ინსტიტუტები თავის უფლებამოსილებას ასრულებენ შემდეგნაირად:[2]

  • იღებენ და გამოიძიებენ საჩივრებს ინდივიდებისგან, იურიდიული პირებისგაან და ჯგუფებისგან
  • მონიტორინგს უწევენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს
  • ემსახურებიან საზოგადოების და მთავრობის მოხელეების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების საკითხებზე
  • მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და გაუმჯობესებაში[3]
  • აწარმოებენ გამოძიებას
  • ამზადებენ ანგარიშებს და რეკომენდაციებს

როგორი უნდა იყოს ქმედითი ომბუდსმენის ინსტიტუტი?

ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა რელევანტური მხარის ინტერესს და საჭიროებებს. ომბიუდსმენის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას მყარ სამართლებრივ საფუძვლებზე.

ომბუდსმენის ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა, მიიღოს და გამოიძიოს საჩივრები და დაადგინოს საჯარო ადმინისტრაციის ის სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას და უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას. გამოძიებების მიზანია, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვიტონ საკითხები და თავიდან აიცილონ მათი გამეორება. ომბუდსმენის ინსტიტუტის მთავარი ფუნქციაა ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტს ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება და რესურსები თავისი ფუნქციების შესასრულებლად. რადგან რეკომენდაციების სათანადოდ და დროულად შესრულებისთვის აუცილებელია ეფექტური მონიტორინგის არსებობა, ომბუდსმენის ინსიტუტმა უნდა შექმნას ყოვლისმომცველი მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვების პროცესები.

რაც შეეხება სამხედრო ან პოლიციის ომბუდსმენის ინსტიტუტს, მათ უნდა ჰქონდეთ სპეცილაიზებული ცოდნა, რომელიც საჭიროა უსაფრთხოების სექტორის რელევანტურ კომპონენტებთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. ამას შესაძლოა დასჭირდეს სპეციალიზებული ორგანოების შექმნა, რომლებსაც ექნებათგანსაკუთრებული მანდატი შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირებისთვის.

სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა იყოს მთავრობისგან და იმ ორგანოებისგან დამოუკიდებელი, რომლის ზედამხედველობაც უნდა განახორციელოს. ამ ინსტიტუტის ფონდების მოძიება და მართვა უნდა ხორციელდებოდეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად.

ომბუდსმენის ინსტიტუტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს,რა საქმეებს და პრიორიტეტებს მისდიოს და ბოლომდე გამოიძიოს საქმეები. ინსტიტუტს უფლება უნდა ჰქონდეს, აირჩიოს მუშაობის მეთოდებ;კანონით გარანტირებული უნდა იყოს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე. ომბუდსმენი უფლებამოსილი უნდა იყოს, მიმართოს საზოგადოებას და მედიას. ომბუდსმენის ინსტიტუტებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, მოითხოვონ კონკრეტული პირების მათ წინაშე გამოცხადება ან მათგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება. ინსტიტუტებს ასევე უნდა შეეძლოთ თავინთ ანგარიშში განაცხადონ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მათ უარი ეთქვათ თანამშრომლობაზე. საჯარო ანგარიშები მნიშვნელოვანი მეთოდია რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და იმ საკითხებზე ყურადღების მისაპყრობად, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ მოხვდებოდა საზოგადოების ან მედიის ყურადღების არეალში.

ამასთან, არ უნდა იყოს შეზღუდვა იმ პირების და ორგანიზაცების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ ომბუდსმენთან საჩივრის წარდგენა თუ ეს საჩივარი ომბუდსმენის მანდატს შეესაბამება. ომბუდსმენის მომსახურება უნდა იყოსუფასო და ყველასთვისხელმისაწყდომი. უნდა არსებობდეს საჩივრების გადაცემის მთელი რიგი გზები, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და გამოყოფილი ცხელი ხაზი. ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეწოდოს რეგულარული უკუკვება საჩივრის ან გამოძიების სტატუსის შესახებ. საჩივრის მიღებაზე უარის შემთხვევაში მხარეს უნდა შესთავაზონ დახმარება, რჩევა, ან მიუთითონ სხვა ალტერნატიულიორგანო, სადაც შეიძლება მიიღოს შესაბამისი დახმარება.

ომბუდსმენის ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან საჩივრების ავტორები შურისძიებისგან. უნდა მომზადდეს ინფორმაციის მართვის გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს კონფიდენციალურობის დაცვას და რომელიც მოიცავს კომუნიკაციის პოლიტიკას.

ზოგადად, ქმედით ომბუდსმენის ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და უფლებამოსილება. ეს შესაძლებლობები მკაფიოდ უნდა იყოს დადგენილი კანონმდებლობით. ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა, რომ ომბუდსმენი იყოს ფინანსურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი. მნიშნელოვანია თანამშრომლობის განვითარება სხვა საზედამხედველო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლება უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე.

წყაროები

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

DCAF-UNDP (2007), Monitoring and investigating the Security Sector.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security

Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] In Dean M. Gottehrer (2009), “Fundamental Elements of an Effective Ombudsman Institution.”

[2] DCAF-UNDP (2007), Monitoring and investigating the Security Sector. p17.

[3] Universal Declaration Of Human Rights