სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს უსაფრთხოების სექტორის საჯარო ზედამხედველობაში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა გზით, მაგალითად, კვლევითი საქმიანობით, ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საქმიანობით, ტრენინგების ჩატარებით, მონიტორინგით, იურიდიული დახმარებით, და ბიუჯეტის ანალიზით. მედიასაც შეუძლია ამ ჩამოთვლილი საქმიანობის შესრულება და ფართო აუდიტორიისთვის აღნიშნული საკითხების გაცნობა. უფრო მეტიც, მედია ძირითადი ინსტრუმენტია საზოგადოებასთან, მთავრობასთან და უსაფრთხოების სექტორთან კომუნიკაციისთვის.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკის კვლევებს და ანალიზს, შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში - გაასაჯაროვონ თავიანთი მიგნებები და ანგარიშები და შეიმუშავონ რეკომენდაციები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა გამართონ და მუდმივად შეინარჩუნონ დიალოგი პარლამენტის წევრებთან და მთავრობასთან იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკის შემუშავების და გატარების გადაწყვეტილებებზე. მათ ასევე შეუძლიათ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ეროვნული საკითხებისადმი საერთაშორისო ფორუმების, რეგიონული ორგანიზაციების და მედიის საშუალებით და ამით უფრო მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელ პროცესებზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხელეწიფებათ უმცირესობების და საზოგადოების სხვა მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების და საჭიროებების ასახვა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება და მედია, არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ იცნობდეს თავის უფლებებს უსაფრთხოების სექტორთან მიმართებაში და იცოდეს, თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ დემოკრატიულ კონტექსტში ქმედითი და პასუხისმგებლიანი უსაფრთხოების სექტორის მიმწოდებლები. ცნობიერების ამაღლება ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესის გასაღვივებლად რთული უსაფრთხოების საკითხების მიმართ, რომლებიც შესაძლოა განხილვის მიღმა დარჩეს,თუ ეს შედის პოლიტიკურ, ეკონომიურ ან კრიმინალურ ინტერესთა ჯგუფების ინტერესში. უფრო მეტიც, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა, გაანათლოს მედია უსაფრთხოების სექტორის საკითხებზე და მედიამ შეძლოს გასაგებ ენაზე ამ საკითხებზე საუბარი საზოგადოებასთან.

ცნობიერების ამაღლების საკითხში სამოქალაქო საზოგადოება და მედია ერთმანეთს ავსებენ. სამოქალაქო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ექსპერტიზას და განათლებას, ხოლო მედია გადასცემს ინფორმაციას საზოგადოებას იმ საკითხების შესახებ, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ეხება, და აცნობს საზოგადოებას უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის და ზედამხედველობის მნიშვნელობას. ორივეს პასუხისმგებლობაა,მართალი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და მისი ინტერესით იმოქმედონ. აუცილებელია, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს მხარს უჭრდეს, განსაკუთრებით გამოძიებების საკითხში.

მედია უფლებამოსილია წნეხის ქვეშ ამყოფოს საჯარო ხელისუფლება და ამდენად, მას შესაძლებლობა აქვს დააყენოს რელევანტური საკითხები მთავრობის დღის წესრიგში. ერთად სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას აქვთ საჭირო ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გახადონ უსაფრთხოების სექტორის მმართველობა ხილული, გასაგები და მნიშვნელოვანი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის. მათ ასევე აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა გაუწიონ უსაფრთხოების სექტორს და ანგარიშვალდებული ამყოფონ გადაცდომების და ხარვეზების შემთხვევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის არის ტრენინგის მიწოდება კოლეგებისთვის, მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოების სექტორის პერსონალისთვის და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში ჩართული დემოკრატიული ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის.

სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას შეუძლიათმონიტორინგის და ზედამხედველობის გატარებითწვლილი შეიტანონ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მმართველობაში და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაში შემდეგ სფეროებში:

  • უსაფრთხოების სექტორის შესაბამისობა კანონებთან და რეგულაციებთან
  • კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების პატივისცემა
  • საერთაშორისო ან ორმხრივ შეთანხმებებში და პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში გაწერილი ვალდებულ;ებების შესრულება
  • სახელმწიფო ხარჯები
  • კორუფცის წინააღმდეგ ბრძოლა
  • პოლიტიკის შემუშავების პროცესები
  • პოლიტიკის და ქმედების ეფექტიანობა

წყაროები

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A handbook for Civil Society Organisations.

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Salah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

Transparency International (2013) Watchdogs? The quality of Legislative Oversight of Defence in 82 Countries. Government Defence and-corruption index.

Transparency International. International Defence and Security Programme.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.