უსაფრთხოების სექტორის მართვა ნიშნავს პროცესს, რომლის საშუალებითაც ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინსტიტუტები ახორციელებენ უსაფრთხოების - როგორც საჯარო პროდუქტის - მიწოდებას გამჭვირვალე პოლიტიკის და პრაქტიკის საშუალებით. უსაფრთხოების ინსტიტუტების ანგარშვალდებულებაზე ზეგავლენას ახდენს დემოკრატიული ზედამხედველობა, რომელსაც ახორციელებენ მთელი რიგი დაინტერესებული მხარეები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტები, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. უსაფრთხოების სექტორის რეფორმა პროცესია, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების ინსტიტუტები ექვემდებარებიან ზედამხედველობის მექანიზმებს, ვეტინგს და ლუსტრაციას, რათა მათ შეძლონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სერვისების - როგორც საჯარო პროდუქტის - მიწოდება. უსაფრთხოების სექტორის მართვა აძლიერებს კანონის უზენაესობას.

დემოკრატიული მართვა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა მოიცავს ინდივიდუალური და კოოპერატიული ზედამხედველობის ფუნქციების აქტიურ შესრულებას შემდეგი ინსტიტუტების მოერ:

  • დემოკრატიული ინსტიტუტები
  • დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტები/ობუდსმენის ინსტიტუტი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • მედია
  • აღმასრულებელი ხელისუფლება
  • მთავრობა
  • უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტები

უსაფრთხოების სექტორის სარწმუნო ზედამხედველობა და მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის. უსაფრთხოების სექტორის სუბსტანციური დემოკრატიული მართვისთვის ზოგადი რაციონალი შემდეგია:

  • მოქალაქეების დაცულობის და საჯარი უსაფრთხოების გაზრდა
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაძლიერება
  • დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის შესაძლებლობის მიცემა მონიტორინგი გაუწიონ და შეასწორონ უსაფრთხეობის პოლიტიკა და პრაქტიკა და უზრუნველყონ მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა
  • უსაფრთხოების სექტორის ყველა ნაწილში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების დანერგვა
  • კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემით დამკვიდრებული დემოკრატიული კულტურის წახალისება უსაფრთხოების ინსტიტუტებში
  • კონტროლისა და ბალანსის ეფექტური სისტემის დანერგვა უსაფრთხოების სექტორის აქტორების მიერ გადაცდენისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
  • უსაფრთხოების სისტემის ეფექტურად მართვა მატერიალური თავლსაზრისით, ფინანსური რესურსებით დამძიმებული უსაფრთხოების სისტემის თავიდან ასაცილებლად და კორუფციის შესაძლებლობების შესამცირებლად
  • ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად მართვა, მათ შორის ეფექტური დისციპლინარული ზომებისა და კარიერული მართვის სტრუქტურების შემოღება და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებში პროფესიონალიზმის და ჩინის მიმართ პატივისცემის წახალისება
  • უსაფრთხოების სექტორში საზოგადოების წარმომადგენლობითობის პრინციპის უზუნველყოფა ქალებისა და უმცირესობების თანასწორი მონაწილეობით

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულმა მართვამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების სააგენტოები და მათი თანამშრომლები აკმაყოფილებდნენ მუშაობისა და ყოფაქცევის სათანადო სტანდატებს, როგორც ეს განსაზზღვრულია კანონმდებლობით, პოლიტიკით, პრაქტიკით და შესაბამისი სოციალური და კულტურული ნორმებით. ეს პრინციპები ვალიდურია არა მხოლოდ მენეჯმენტისთვის, არამედ თითოეული რიგითი თანამშრომლისთვის. კერძოდ, უსაფრთხოების ინსტიტუტებმა უნდა:

  • აღკვეთონ ძალაუფლების და თანამდებობის გადამეტება (თვით უსაფრთხოების აქტორების მიერ ან სხვა ინსტერესთა ჯგუფების მიერ)
  • გამოიყენონ რესურსები სათანადოდ და ეფექტურად სათანადო საბიუჯეტო მართვის გამოყენებით
  • იყონ, რამდენადაც შესაძლებელია, გამჭვირვალე – სხვა სამთავრობო სააგენტოების, საზედამხედველო ორგანოების და ფართო საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით
  • დაიცვან ადამიანის უფლებები როგორც უსაფრთხოების სექტორის შიგნით დარღვევების აღკვეთით, ისე მთლიანად საზოგადოებაში დარღვევების აღკვეთით და გამოძიებით
  • მიხედონ ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებებს, რომლებზეც არიან პასუხისმგებელი, განურჩევლად სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, ასაკის და შემოსავლის.

უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მართვა ეფუძნება ისეთი უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც: 

  • მართულია შიგნიდან და გარედან საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოებით
  • ანგარიშვალდებულია ხელისუფლების და მოსახლეობის წინაშე
  • მართულია გამჭვირვალედ, გაწერილი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად
  • ეფუძნება და პასუხობს ადამიანების საჭიროებებს
  • დაფუძნებულია სამართლიანი და თანასწორი წარმომომადგენლობის პრინციპზე

წყაროები

UN SSR Guidance Note on Democratic Governance of the Security Sector

DCAF Security Sector Reform Backgrounder