თავდაცვის მართვა: შესავალი

2009 Defence Management An Introduction 208x300 Geo

ამ პუბლიკაციაში  წარმოდგენილია პრაქტიკოსების თვალით დანახული თავდაცვის დემოკრატიული  მართვის პრაქტიკული ასპექტები. პუბლიკაცია აღწერს იმ საკითხებს, რომლებიც თავდაცვის პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ თავდაცვის სექტორის კარგი მმართველობის დანერგვისას. პუბლიკაციაში განმარტებულია უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფორმულირების და განხორციელების პრინციპები და მიდგომები, წარმოდგენილია კვლევების შედეგები და უსაფრთხოების სექტორის ორგანიზაციების ტრანსფორმირების და მართვის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, ორგანიზაციული პროცესები და რესურსები. წიგნი განსაზღვრულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროფესიონალებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების და თავდაცვის ორგანიზაციების დემოკრატიული რეფორმირების საკითხებზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

უსაფრთხოების სექტორის ფინანსური კონტროლი - რჩევათა კრებული ტრენერებისთვის

2015 Financial Oversight of the Security Sector a Toolkit for Trainers 211x300

რჩევათა კრებული გამიზნულია მათთვის, ვინც დაკავებულია ფინანსური კონტროლის საკითხებით და ვისაც სურს:

  • გაეცნონ  უსაფრთხოების სექტორში ფინანსური კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას
  • აიმაღლონ პროფესიული უნარები უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსურ კონტროლში
  • უფრო პროაქტიურად მიუდგნენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური კონტროლის საკითხს
  • აიმაღლონ პროფესიონალიზმი უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ოპერაციების და მათი ბიუჯეტების დეტალური შესწავლის საქმეში.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ევროპის თავდაცვის სააგენტოს შესყიდვების პორტალი

European Defence Agency Procurement Gateway

ეს ინსტრუმენტი თავდაცვის სფეროში ღია კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ტენდერების ჩატარების საშუალებას იძლევა, პორტალს მართავს ევროპის თავდაცვის სააგენტო. პორტალი ხელს უწყობს შესყიდვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით ჩაატარონ ტენდერები თავდაცვის სფეროში კონტრაქტის მოპოვებაზე; ვებ-პორტალი თანასწორ შესაძლებლობებს უქმნის თავდაცვის კონტრაქტის მოსაპოვებლად თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ხელს უწყობს გამჭვირვალობას და აძლიერებს კონკურენტულობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

კეთილსინდისიერების განმტკიცება და კორუფციის შემცირება თავდაცვის სფეროში: საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

2010 Building Integrity and Reducing Corruption in Defence A Compendium of Best Practices 208x300 Geo

ეს კრებული ერთობლივად შეადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ბრიტანეთი), ნატოს მშვიდობის პროგრამის გუნდმა და DCAF-მა. კრებული ყურადღებას ამახვილებს იმ ცნებებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკას თავდაცვის მართვასა და პოლიტიკაში „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ გზით. ეს ცნობარი  ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს თავდაცვის პერსონალის და თავდაცვის სექტორში დასაქმებული სამოქალაქო პირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის,  რადგან მასში წარმოდგენილი მასალები კეთილსინდისიერების განმტკიცების და ანტიკორუფციული ზომების შესახებ მნიშვნელოვანია ამ აქტორების უსაფრთხოების მართვისთვისაც.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის სააგენტო

NATO Support and Procurement Agency

ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის სააგენტო (NSPA) მომხმარებლების მიერ დაფინანსებული სააგენტოა, რომელიც  მოქმედებს არამომგებიან/არაწამგებიან საწყისებზე. NSPA ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის ორგანიზაციის (NSPO) აღმასრულებელი ორგანოა, რომლის წევრები არიან ნატოს 28 წევრი ქვეყანა. NSPA ახორციელებს ნატოს ლოჯისტიკის და პროკურმენტის ხელშემწყობ საქმიანობას და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის მულტინაციონალურ მხარდაჭერას. NSPA ეხმარება ნატოს ახალი მომხმარებლების და გეოგრაფიული არეალების მოძიებაში და ახალი შესაძლებლობების განვითარებაში შემდეგ სფეროებში:

  • ოპერაციების და წვრთნის მხარდაჭერა
  • სისტემების პროკურმენტი და მათი ექსპლუატაციის მართვა
  • საწვავის მართვა
  • სტრატეგიული ტრანსპორტირება და დასაწყობება
  • ლოჯისტიკის მომსახურება და პროექტის მართვა

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული რჩევები შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე

2010 Good Practice Guidance on Internal Controls Ethics and Compliance 213x300

სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც  სურთ, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და მათი ინიცირებით გააუმჯობესონ საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილე უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობის პრევენცია და დეტექცია. სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოიყენონ ბიზნეს ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს. პუბლიკაცია რჩევათა კრებულია, რომელიც ეხმარება კომპანიებს, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის, და შესაბამისობის პროგრამები და ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციის და დეტექციისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

OECD: ბიუჯეტის გამჭვირვალობის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

2002 OECD Best Practices for Budget Transparency 212x300

ეს ცნობარი განსაზღვრულია წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის მათ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. კონკრეტული ანგარიშები ცნობარში წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის მიზნით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანგარიშგების რეჟიმებია და შესაბამისად, აქცენტიც შესაძლებელია გამჭვირვალობის სხვა ასპექტზე იყოს. პუბლიკაცია ეფუძნება წევრი-ქვეყნების გამოცდილებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

SIPRI-ის სამხედრო ხარჯების მონაცემთა ბაზა

SIPRI Military Expenditure Database

SIPRI-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით - უფრო ხშირად, თავდაცვის სფეროში ხარჯვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენისას. ეს მონაცემთა ბაზები წარმოადგენს ისტორიულ არქივს, რომელიც სასარგებლოა იმის გასაანალიზებლად, თუ რა მუშაობს და რა არა თავდაცვის სფეროში ხარჯების გაწევისას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

საერთაშორისო გამჭვირვალობა, დიდი ბრიტანეთი - თავდაცვა და უსაფრთხოება

Transparency International UK Defence and Security

ეს პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში კორუფციის არსებობის გაცნობიერებას  და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას კორუფციის რისკების შესამცირებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა თანამშრომლობს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ასამაღლებლად; პროგრამა ასევე მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან საერთაშორისო თავდაცვის პროკურმენტში საწარმოო სტანდარტების ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს თავდაცვაში ანტიკორუფციული ექსპერტიზის ცენტრების და საერთაშორისო ქსელების შექმნას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ანტიკორუფციული ზომების ცნობარი საჯარო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მართვის პროცესში

2013 Guidebook on Anti Corruption in Public Procurement and the Management of Public Finances 212x300

ცნობარი საჯარო შესყიდვების და სხელმწიფო ფინანსების მართვის სისტემების მიმოხილვაა და წარმოადგენს დამხმარე მასალას მთავრობებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო სფეროში ხარჯვის სტანდარტიზებული საერთაშორისო ანგარიშგებისთვის

UN Instrument for Standardized International Reporting of Military Expenditures

ამ ინსტრუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხედრო ხარჯების შემცირების კონკრეტული ზომების შემუშავებას. ეს ინსტრუმენტი ასევე აუმჯობესებს გამჭვირვალობას სამხედრო საქმეებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს  მსოფლიოში ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს