საკომპენსაციო გარიგებები საკომპენსაციო მექანიზმებია, რომლებიც იდება უცხოური კომპანიისგან აღჭურვილობის ან მომსახურების შეძენისას.[1]

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, საკომპენსაციო გარიგება შეთანხმებაა, რომლის თანახმად იმპორტის განმახორციელებლი მყიდველი მთავრობა ავალდებულებს ექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის მომწოდებელ კომპანიას,კონტრაქტის ღირებულების გარკვეული პროცენტის რეინვესტირება მოახდინოს იმპორტის მიმღებ სახელმწიფოში. ეს შეიძლება მოხდესთვითონ თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში, მაგალითად, ქვეკონტრაქტებით, ან სხვაგვარად, მაგალითად, საქონლის და მომსახურების შესყიდვით. მაკომპენსირებელი გარიგება პროცენტულად თავდაცვის კონტრაქტის დიდ წილს შეადგენს, რაც ხშირად კონტრაქტის ღირებულების 100%-ზე მეტია.[2]

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, რადგან ამგვარი გარიგებები ხშირად მაღალი ღირებულებისაა, ამან შესაძლოა კორუფციისთვის კარგი ნიადაგი შექმნას. გარდა ამისა, ასეთი გარიგებების დეტალური შესწავლა უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე შეიარაღების ძირითადი გარიგების. ამასთან, ბევრ ქვეყანა არ იყენებს კომპანიის წინასწარი შესწავლის მეთოდს,არ ატარებს მონიტორინგს და აუდიტს, არ აქვეყნებს საკომპენსაციო გარიგების შედეგებს და ინფორმაციას მიღებულისარგებლის ან შესრულების ხარისხის შესახებ.

რა არის საკომპენსაციო გარიგებები?

საერთაშორისო გამჭვირვალობის განმარტებით, თავდაცვის სფეროში საკომპენსაციო გარიგება გაცვლითი ვაჭრობის მექანიზმია, რომელზეც თანხმდებიან შემსყიდველი მთავრობა და მომწოდებელი კომპანია მთავრობის მიერ ამ კომპანიისგან სამხედრო აღჭურვულობის ან დაკავშირებული მომსახურების შეძენისას. ასეთი გარიგებახშირად გამოიყენება როგორც სამრეწველო (ზოგჯერ სოციალური და ეკონომიკური) პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საგადასახადობალანსის გაუმჯობესება და მყიდველის ქვეყნის ეკონომიკის (და გადასახადების გადამხდელების) კომპენსირება იმ საჯარო ინვესტიციის საპასუხოდ, რომლსაც არ ექნება სწრაფი პირდაპირი ზეგავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკომპენსაციო გარიგებების ჩართვა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის ჩარჩოებში?

ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიხედვით,თანდათანობით იზრდება საკომპენსაციო გარიგებების რაოდენობა და კონტრქტებში მათი პროცენტული წილი. არსებული მონაცემებით, ამჟამად საკომპენსაციო გარიგებებს იყენებს დაახლოებით 130 ქვეყანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ხაზს უსვამს, რომე ასეთი გარიგებების შედეგები არ არის შესწავლილი, რადგან მთავრობების მხრიდან მონიტორინგისუსტია. ფაქტიურად, შეუძლებელია საკომპენსაციო გარიგებების რეალური ეკონომიკური შედეგების შფასება, რადგან თითქმის არ არსებობს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება სამთავრობო შესყიდვების შესახებ, რომელშიც ჩართულია თითქმის 40 ქვეყანა, კრძალავს საკომპენსაციო გარიგებებს. თუმცა, ამ შეთანხმებაში არის ასევე დებულებები გამონაკლისების შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელია მათი გამოყენება. მსგავსი სიტაუციაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ზოგადად კრძალავს საკომპენსაციო გარიგებების გამოყენებას, მაგრამ ამავე დროს უშვებს გამონაკლისებს. ამდენად, კორუფციის და მისი შედეგების პრევენციის მიზნით, აუცილებელია დამატებითი ზომების გატარება, როგორიცაა მონიტორინგი, აუდიტი, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. აგრეთვე საჭიროა გათვალისწონებული იყოს შესყიდვების[3] და საკომპენსაციო გარიგებების საკითხებზე (მაგ. EDA-ს[4] მიერ შემუშავებული) არასავალდბულო სტანდარტები, დირექტივები, და ქცევის კოდექსები.

საკომპენსციო გარიგება გარკვეულ რისკებს ქმნის იმპორტის განმახორციელებელი ქვეყნისთვის. როდესაც ის გამოიყენება როგორც სამრეწველო ინსტრუმენტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხელშესაწყობად შერჩეული კომპანიებისმხარდაჭერის გზით, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიების მდგრადობისდაკარგვა მხარდაჭერის დასრულების შემდგომ. ასევე შესაძლებელია ამ კომპანიებს მხარს უჭერდეს კორუფციაში ჩართული ინტერესთა ჯგუფები. უფრო მეტიც, საკომპენსაციო გარიგებები ხშირად ხორციელდება ინტენსიური კაპიტალწარმოების სექტორებში, რომლებშიც ისედაცხშირია კორუფცია. საკომპენსაციო გარიგებების საშუალებით, კოურფცია შეიძლება გავრცელდეს საჯარო სექტორის სხვა კომპონენტებზეც. ასევე საგულისხმოა, რომსაკომპენსაციონ გარიგებების ფარგლებში მიმდინარე პროექტები, ხშირად იგნორირებას უკეთებენ გამჭვირვალობის და ანტიკორუფციულ მექანიზმებს, რადგან არ იყენებენ სახელმწიფო შესყიდვების ზოგად პროცედურებს.[5]

როგორ მუშაობს?

საერთაშორისოგამჭვირვალობის მიხედვით, საკომპენსაციო გარიგება შედგება პაკეტებისგან, რომლებიც შეფასებულია შესყიდვის კონტრაქტის პროცენტული წილით. ეს გარიგება შეიძლება იყოს შეთანხმების სახით, რომელიც გულისხმობს ერთობლივ წარმოებას, ლიზენზირებულ წარმოებას, ქვეკონტრაქტებს, ტრენინგს, ტექნოლოგიის ტრანსფერს და სხვა ინვესტიციებს შემსყიდველი ქვეყნის ეკონომიკაში. გარიგება შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი, იმის მიხედვით, დაკავშირებულია თუ არა გარიგების საგანი შესყიდვის კონტრაქტთან.

საკომპენსაციო გარიგებები გაუმჭვირვალე ინსტრუმენტებია, რომლებისთვისაც დამახასიათებელია სუსტი ან არარსებული ზედამხედველობა და არასაკმარისი სამართლებრივი სტანდარტები, გამჭვირვალობა, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. საერთაშორისო გამჭვირვალობის აზრით, ეს რთული კონტრაქტებია, რომლებიც უკავშირდება გრძელვადიან ინვესტიციებს და რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის კორუფციისთვის.

ვინ არის ჩართული?

ასეთ გარიგებებში ორი მთავარი მონაწილეა: იმპორტის განმახორციელებელი ქვეყანა რომელიც იძენს აღჭურვილობას და რომელიც მოითხოვს საკომპენსაციო პაკეტს ამის პარალელურად, და აღჭურვილობის/მომსახურების მომწოდებელი. ეს ორი მხარე თანხმდება კონკრეტულ საკომპენსსაციო პაკეტზე. არსებობენ მესამე მხარეებიც, როგორიცაა ბროკერები, კონსულტანტები, მესამე მხარის წარმომადგენელი კომპენსაციის აღმსრულებელი, ასევე გარიგების ბენეფიციარები, მათ შორის ადგილობრივი კომპანიები, კვლევითი ცენტრები და ზოგჯერ, შეიარაღებული ძალები. ეს უამრავი აქტორი ზრდის კოურფციის რისკს, რადგან უფრო რთული ხდება საკომპენსაციო გარიგებების შემადგენელი ყველა ელემენტის და საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა.[6]

რეკომენდაციები

საკომპენსაციო გარიგებებისთვის დამახასიათებელი კორუფციის რისკების შესამცირებლად საერთაშორისო გამჭვირვალობა რეკომენდაციაა მყარიპოლიტიკის დანერგვა, რომელსაც ექნება პროცესების გამჭვირვალობის, კეთილსინდისისერების და ანგარიშვალდებულების ელემენტები. ეროვნულმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საკომპენსაციო მექანიზმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების შესყიდვების კომპონენტი, შეესაბამებოდეს სტრატეგიული უსაფრთხოების მოთხოვნებს. გარიგებაში ჩართული თანამშრომლები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და გამოცდილი, და უნდა იცავდნენ გონივრულ ქცევის კოდექსს. საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე ხაზს უსვამს, რომსაკომპენსაციო გარიგებები სპეციფიური სფეროა, რომელიც შესაფერისი არაა თავდაცვის სამინსსტროს თანამშრომლებისთვის და სამხედრო ოფიცრებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში არ აქვთ გამოცდილება. უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების მექანიზმები, ზედამხედველობის მექანიზმები, როგორიცაა გარიგების პროცესის მართვის მონიტორინგი, და შესრულების ხარიხის აუდიტები. კომპანიების დეტალური წინასწარი შესწავლა უნდა მოხდეს საკომპენსაციო გარიგების დადებამდე, რათა მოხდეს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი და ბენეფიციარები არასწორად შერჩვის პრევენცია და გამჟღავნება. საკომპენსაციო გარიგებაში უნდა იყოს დაკონკრეტებული მონიტორინგის მექანიზმები და პროცედურები, და წახალისების მექანიზმები და სანქციები. და ბოლოს, მთავრობა ყოველწლიურად უნდა აქვეყნებდეს ანგარიშებს საკომპენსაციო გარიგებების პროგრესის, შედეგების და ზეგავლენის შესახებ იმის საჩვენებლად, რომ გარიგებებით აღებული ვალდებულებები სრულდება. საკომპენსაციო გარიგებები არ უნდა განხორციელდეს სადაც და როდესაც შემოღებული არ არის კონტროლის და ზედამხედველობის მკაცრი ზომები.

წყაროები

European Defence Agency

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Transparency International (2010), Defence Offsets: Addressing the risks of corruption and Raising Transparency.

World Trade Organisation (1994) Agreement on Government Procurement

 

[1] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

[2] Transparency International (2010), Defence Offsets: Addressing the risks of corruption and Raising Transparency.

[3] Code of Conduct on Defence Procurement

[4] Code of Conduct on Offsets

[5] Ibid.

[6] Ibid.