საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) თანახმად, შესყიდვების სფეროში კორუფციის მაღალ რისკია. თავდაცვის სფეროში რთული შესყიდვების კონტრაქტებია, რაც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების მიერ ამ კოტრქტების დეტალურ შესწავლას. დეტალურ შესწავლა აგრეთვე ფერხდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის საფრთხეს, რომ კორუფცია შეუმჩნეველი დარჩება. უსაფრთხოების სექტორში შესყიდვების პროცესის ზედამხედველობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან შესყიდვის კონტრაქტები დიდ სახელმწიფო თანხებს მოიცავს.[1] ამდენად, მნიშვნელოვანია ამ რესურსების ხარჯვის მჭიდრო მონიტორინგი და მიღწეული შედეგების გულდასმით შეფასება.

საუკეთესო გამოცდილება და რეკომენდაციები

შესყიდვები უნდა განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული სტრატეგიული უსაფრთხოების საჭიროებების შესაბამისად. საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ ისეთი შესყიდვების პროცედურები, რომლებიც განსხვავდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისგან, უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობაში სათანადო ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფ მექანიზმებთან ერთად. ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შესყიდვების შესახებ დოკუმენტაცია უნდა იყოს შენახული პერიოდული აუდიტებისთვის.

შესყიდვებში ჩართული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალური და გამოირჩეოდეს კეთილსინდისიერების მაღალი ხარისხით. პერსონალისთვისხელმისაწვდომი უნდა იყოს შესყიდვებისტექნიკურირეგულაციები, ქცევის კოდექსის დოკუმენტაცია და შესაფერისი ტრენინგები. უნდა ხდებოდეს პერსონალის როტაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული არასათანადო ურთიერთობების დამყარება. ასევე, უნდა ხდებოდეს პერსონალის ეთიკის და კეთილსინდისიერების შეფასება. აუცილებელია, მოქმედებდეს რეგულაციები, რომლებიც ავალდებულებს შესყიდვებში ჩართულ პერსონალს, გაამჟღავნონ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტები და წარმოადგინონ ქონების შესახებ დეკლარაციები.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაციით,შესყიდვების ორგანიზება უნდა მოხდეს შესყიდვების ცენტრალური ოფისის საშუალებით. რაც შეეხება საკომპენსაციო, უნდა შეიქმნას სპეციალური სააგენტოები საკომპენსაციო პროგრამების მართვისთვის, რომლებსაც ექნება შიდა აუდიტის ოფისები პროექტების პერიოდული გადახედვის მიზნით. კომპანიების წინასწარი შესწავლის პროცედურები უნდა იყოს სავალდებულო.[2] საკომპენსაციო შეთანხმებებში უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როგორ მოხდება მუშობის ხარისხის მონიტორინგი, ხოლო შედეგები უნდა ქვეყნდებოდეს. შესყიდვების ყველა სტრუქტურა და პროცესი უნდა ექვემდებარებოდეს შიდა ანტიკორუფციულ პორგრამებს, შიდა და გარე კონტროლს და ზედამხედველობას.[3]

შიდა და გარე აუდიტი უნდა ამახვილებდეს ყურადღებას ფინანსური შესაბამისობის მონიტორინგზე და მუშობის ეფექტურობის შეაფასებაზე, ისევე როგორც კორუფციის და თაღლითობის დეტექციაზე. დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრები და სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმარებიან შიდა და გარე აუდიტს კვლევების ჩატარებით, რეკომენდაციების შემუშავებით და ანგარიშგებით.

პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედამხედველობაში. ამ როლის წარმატებით შესრულებისთვის, მათი მოვალეობაა ცნობიერების და ცოდნის ამაღლება თავდაცვის, მათ შორის სამხედრო შესყიდვების, საკითხებზე; საპარლამენტო კომიტეტებს უნდა ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება, რომ შეისწავლონ ბიუჯეტირების, შესყიდვების და პერსონალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და პრიორიტეტების კომტექსტში.

ზედამხედველობის თანამდევია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. სამხედრო შესყიდვების და ბიუჯეტირების ყველა ასპექტი უნდა იყოს გამჭვირვალე ყველა გადაწყვეტილების მიმღებისთვის და საზოგადოებისთვის, რათა განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა. სამხედრო ბიუჯეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტების, თავდაცვის პროგრამების, განხორციელების და აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნებული ვერსიები უნდა იყოს საზოგადოებისთავის ხელმისაწვდომი. ასევე საჯარო უნდა იყოს ამ ინფორმაციის გამჟღავნების წესები.

ეფექტური ინსპექტირება და აუდიტის სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოტენციური კორუფციის შეჩერებაში რადგან დეტექციის და დასჯის რეალური შესაძლებლობას ქმნის. კორუფციის არარსებობის შემთხვევაშიც კი ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია მწირი რესურსების ეფექტური და ქმედითი გამოყენებისთვის და თავდაცვის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების სისტემებში კეთილსინდისიერების განტკიცებისთვის.[4]

წყაროები

DCAF-UNDP (2007), Monitoring and Investigating the Security Sector.

DCAF – UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009).

NATO-DCAF (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Slah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

Transparency International (2010), Defence Offsets. Addressing the Risks of Corruption & Raising Transparency.

Transparency International (2012), Due Diligence and Corruption Risk in Defence Industry Offset Programmes.

 

[1] Transparency International (2010), Defence Offsets. Addressing the risks of corruption & raising transparency. p. 14.

[2] For more on due diligence in procurement see: Transparency International (2012), Due diligence and corruption risk in defence industry offset programmes.

[3] Ibid. p. 32.

[4] DCAF (2010), Building Integrity and Reducing Corruption: A Compendium of Best Practices. p. 211