ეს კოდექსი ანტიკორუფციული ქცევის კოდექსის პრაქტიკული მაგალითია.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ეს წესები საერთაშორისო სავაჭრო პალატის კორუფციასთან ბრძოლის ქვაკუთხედია და წარმოადგენს როგორც ბიზნესის თვითრეგულაციის ინსტრუმენტს, ასევე ორიენტირს მთავრობებისთვის გამოძალვის და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ნატოს ქცევის კოდექსი გამოიყენება ნატოს სამოქალაქო პერსონალის რეგულაციებთან, პერსონალის პოლიტიკასთან და ეროვნულ სამხედრო რეგულაციებთან ერთად.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა სუბრეგიონული შეფასების პროგრამაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში. პროგრამა მხარს უჭერს ანტიკორუფციულ რეფორმებს ქვეყნების შეფასების და იმ რეკომენდაციების შესრულების მუდმივი მონიტორინგის გზით, რომლებიც მხარს უჭერენ გაეროს კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა:
- აფასებს კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს
- მონიტორინგს უწევს რეკომენდაციების შესრულებას
შედეგები განიხილება რეგიონულ შეხვედრებზე და ქვეყნდება ანგარიშების სახით.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სახელმძღვანელო შეიქმნა დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების პროცესში, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები, სახელმძღვანელო შეიქმნა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა საწარმოებს მათი საქმიანობის ყველა ასპექტში მექრთამეობის აღკვეთის ეფექტური მიდგომების შემუშავებაში. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ძირითადი ჩარჩოს შექმნას, რომელიც დაეხმარება საწარმოებს მექრთამეობის საწინააღმდეგო პროგრამების შემუშავებაში, დაგეგმვასა და განმტკიცებაში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
გაეროს ეს სახელმძღვანელო ერთი ნაწილია უფრო სრული მასალების პაკეტისა, რომლის მიზანია, მიაწოდოს ინფორმაცია და წყაროები ქვეყნებს, რომლებიც ავითარებენ და ახორციელებენ ანტიკორუფციულ სტრატეგიებს ყველა დონეზე, სახელმძღვანელო ასევე განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც მუშაობს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
GAIN-ის ამოცანაა, ჩართოს ანტიკორუფციული გადაწყვეტები მომსახურებაში და ამით ხელი შუწყოს განვითარების ათასწლეულის გამოწვევის და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნების დაჩქარებულ შესრულებას; სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის შესრულების და კორუფციის პრევენციის მიზნით; კორუფციის რისკების შემცირებას კლიმატის და ბუნებრივი რესურსების მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას; ქალების და ბავშვების უფლებების გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით; კორუფციასთან ბრძოლაში მმართველობის და ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებას.GAIN-ის ამოცანაა, ჩართოს ანტიკორუფციული გადაწყვეტები მომსახურებაში და ამით ხელი შუწყოს განვითარების ათასწლეულის გამოწვევის და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნების დაჩქარებულ შესრულებას; სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის შესრულების და კორუფციის პრევენციის მიზნით; კორუფციის რისკების შემცირებას კლიმატის და ბუნებრივი რესურსების მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას; ქალების და ბავშვების უფლებების გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით; კორუფციასთან ბრძოლაში მმართველობის და ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს მოხსენება პრაქტიკულ რჩევათა კრებულია პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ, ახორციელებენ და ავრცელებენ შეფასებებს და კვლევებს ანტიკორუფციულ საკითხებზე. U4 ონლაინ რესურს ცენტრია განვითარების სფეროს მუშაკებისთვის, რომლებსაც სურთ, ეფექტურად შეებრძოლონ კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავიანთ საქმიანობაში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს გამოცემა შეიცავს სტანდარტებს და პრინციპებს, რომლებსაც ბევრი ინსტიტუტი და ორგანიზაცია აღიარებს საფუძვლად კარგი მმართველობისთვის და თაღლითობის და კორუფციული ქმედებების აღკვეთისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ