OSCE Polis ციფრული ბიბლიოთეკაა, რომელიც თავს უყრის საზღვრის უსაფრთხოების, კონტრტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, პოლიციის და ზოგადად, სამართალდაცვის შესახებ ინფორმაციას, OSCE Polis შეიქმნა ეუთოს საერთაშორისო ოფისების თანამშრომლების დასახმარებლად, რომლებიც ჩართული არიან სამართალდაცვის საქმიანობაში. ბიბლიოთეკა მოიცავს:
- საინფორმაციო რესურსებს — ინფორმაციას ეუთოს მიერ განხორციელებული ან ამჟამად მიმდინარე საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ოპერაციებში;
- ექსპერტების მონაცემთა ბაზას — საერთაშორისო ექსპერტების მონაცემებს;
- დაგეგმილი აქტივობების კალენდარს.
POLIS რესურს ცენტრია პოლიციისთვის, სამართალდამცავებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ექსპერტების და დონორებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს