თავდაცვის სამინისტროები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული არიან თავდაცვის პოლიტიკაზე, და ასევე ასრულებენ სხვადასხვა როლს უსაფრთხოების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკის დანერგვის პროცესში. თავდაცვის სისტემაშიშესყიდვები მაღალინტენსიურ რესურსებს მოითხოვს, და ამდენად, თავდაცვის სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურებების შესყიდვების გამჭვირვალობა, კორუფციული ინტერესების ჩარევის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის სექტორი საჭიროებს მართვის ძლიერ შიდა სისტემას მომსახურებების ეფექტური მიწოდებისთვის და კორუფციისა და შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

ადამიანური რესურსების მართვა

გამჭვირვალე და ეფექტური ადამიანური რსურსების მართვა ძლიერი საშუალებაა უსაფრთხოების სექტორის პერსონალის, სამოქალაქო მართვისა და სამოქალაქო პერსონალის პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. თავდაცვის სამინისტროები და და მათი დეპარტამენტების მიერ ეფექტური ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა გულისხმობს გამჭვირვალე სახელფასო, დაწინაურების და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, პერსონალის მართვის ყოვლისმომცველი საინფორმაციო ბაზის შექმნას; სამუშაოზე დაქირავების მერიტოკრატიული სისტემის და მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემის შექმნას; და ხელფასების გაცემის ეფექტური სისტემის დანერგვას.[1] განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევაა საჭირო უსაფრთხოების სექტორში ქალების მონაწილეობის უზრუნველყოფის, მათი შენარჩუნების და დაწინაურებისათვის.

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვა ემყარება იმ წინაპირობას რომ თავდაცვის სექტორი საზოგადოებრივი სექტორის მართვის იმავე პრინციპებს ექვემდებარებოდეს როგორსაც სხვა სექტორები. საბიუჯეტო პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს სხვა სამთავრობო პრიორიტეტებსა და სტრატეგიებთან. ფინანსური რესურსების მართვას მხარს უნდა უჭერდეს შესყიდვების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა, ქმედითი სააუდიტო სისტემა და მაღალხარისხიანი ფინანსური მართვა და დაგეგმვა არა მხოლოდ სამინისტროში არამედ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების მართვის ერთეულებშიც.[2]

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება

საკვანძო საკითხი, რომელიც აერთიანებს მიდგომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩოს საჭიროებაა. გამჭვირვალობა და კორუფციის გამოწვევები თავდაცვის სფეროში ხშირად ახდენს გავლენას არამარტო გარდამავალ სახელმწიფოებში. არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკისა და ანტი-კორუფციული ზომების ფართე არჩევანს.[3]

ინსტიტუციური და პროგრამული მართვა

თავდაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული და პროგრამული მართვა ზრდის ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პროფესიონალურ წესებთან და დებულებებთან შესაბამისობას. ეფექტური ინსტიტუციური მართვის ერთეულების ყველა დონეზე, დეპარტამენტები და სამინისტროები მხარს უნდა უჭერდნენ პოლიტიკისა და დაგეგმვის ციკლებს, რომლებიც ასახავენ ეროვნულ პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომ რესურსებს, იმ მექანიზმების განვითარებისათვის რომლებიც გაუმკლავდებიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას; ასევე ჩამოაყალიბებენ ანტიკორუფციულ მექანიზმებს და დისციპლინარულ ზომებს.

წესები და პროცედურები

თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რომ სამხედრო უწყების ყოველი კომპონენტი მკაფიოდ იქნას დადგენილი მისაღები კანონებით და პროცედურებით იმისათვის რომ მართოს საკუთარი თანამშრომლების ქცევა. მაშინ როდესაც მთელი უსაფრთხოების პერსონალი ექვემდებარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, შიდა დებულებები უზრუნველყოფენ მართვის საშუალებას შიდა დისციპლინის გასამყარებლად და შიდა დარღვევებისა და დანაშაულის აღმოსაფხვრელად (სამხედრო კანონის გათვალისწინებით).

ქცევის კოდექსი

თავდაცვის სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყოველი სამართალდამცავი სააგენტო ითვალისწინებდეს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ფორმულირებულ ქცევის კოდექსს. მრავალფეროვანი ქცევის კოდექსები გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიიტუტების საქმიანობაზე, და ფარავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული საქმიანობა; ეთიკის კოდექსი სამართალდამცავი და სადაზვერვო პერსონალისათვის. თუმცა ქცევის კოდექსები არ ანაცვლებს კანონმდებლობას, პროცედურებს და სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, მათ შეუძლიათ გაზარდონ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყონ პროფესიონალიზმის და საკუთარი ვალდებულებების აღქმის ზრდას უსაფრთხოებიოს სექტორში დასაქმებული პერსონალისთვის. ქცევის კოდექსები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გასაგები უნდა იყოს ზოგადად საზოგადოებისათვის.

წყაროები

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009)

Valeri Ratchev, Civilianisation of the Defence Ministry: A Functional Approach to a Modern Defence Institutions, 2011.

Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010)

Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011).

UNDP and World Bank, Security Sector Expenditure Review Sourcebook, (forthcoming 2016).

 

[1] Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009)

[2] See, for example, UNDP and World Bank, Security Sector Expenditure Review Sourcebook, (forthcoming 2016).

[3] See Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010) and Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011),