შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს ფართე სპექტრის სამართალდამცავ მომსახურებას, დაწყებულისათემო პოლიციიდან და დამთავრებული საგამოძიებო პოლიციით, საზღვრის მართვით და სასჯელაღსრულების სამსახურით. მსგავსი დიდი სამინისტროები ხშირად დგებიან მართვის გამოწვევების წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, გარდა ამისა, თავისი მომსახურებები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ სისხლის სამართლის სისტემების საჭროებებთან.

სამართალდამცავი ინსტიტუტების შიდა მართვა

ყველა სამართალდამცავი ინსტიტუტი საჭიროებს შიდა მართვის ძლიერ სისტემას ეფექტური მომსახურების გასაწევად, კორუფციის და შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების ფუჭი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

ადამიანური რსურსების მართვა

ადამიანური რესურსების გამჭვირვალე და ეფექტური მართვა მძლავრი საშუალებაა სამართალდამცავი ინსტიტუტების პერსონალის, მათ შორის სამოქალაქო ხელმძღვანელობის და სამოქალაქო პერსონალის, პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის. სამინისტროსა და მისი დეპარტამენტების მიერ ეფექტური ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა გულისხმობს გამჭვირვალე სახელფასო, დაწინაურების და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, პერსონალის მართვის ყოვლისმომცველი საინფორმაციო ბაზის შექმნას; სამუშაოზე დაქირავების მერიტოკრატიული სისტემის და მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემის შექმნას; და ხელფასების გაცემის ეფექტური სისტემის დანერგვას. განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევაა საჭირო უსაფრთხოების სექტორში ქალების მონაწილეობის უზრუნველყოფის, მათი შენარჩუნების და დაწინაურებისათვის.

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში ამოსავალია ის, რომ სამართალდამცავი სექტორი ექვემდებარება საჯარო სექტორის მართვის იგივე პრინციპეპს, რასაც სხვა სექტორები. ბიუჯეტის პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს სხვა სამთავრობო პრიორიტეტებსა და სტრატეგიებთან. ფინანსური რესურსების მართვას მხარს უნდა უჭერდეს შესყიდვების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა, ქმედითი სააუდიტო სისტემა და მაღალხარისხიანი ფინანსური მართვა და დაგეგმვა არა მხოლოდ სამინისტროში არამედ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების მართვის ერთეულებშიც.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება

საკვანძო საკითხი, რომელიც აერთიანებს მიდგომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩოს საჭიროებაა. გამჭვირვალობა და კორუფციის გამოწვევები თავდაცვის სფეროში ხშირად ახდენს გავლენას არამარტო გარდამავალ სახელმწიფოებში. არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკისა და ანტი-კორუფციული ზომების ფართე არჩევანს.

ინსტიტუციური და საპროგრამო მართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადმინისტრაციული და პროგრამული მართვა ზრდის ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პროფესიონალურ წესებთან და დებულებებთან შესაბამისობას. ეფექტური ინსტიტუციური მართვის ერთეულების ყველა დონეზე, დეპარტამენტები და სამინისტროები მხარს უნდა უჭერდნენ პოლიტიკისა და დაგეგმვის ციკლებს, რომლებიც ასახავენ ეროვნულ პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომ რესურსებს, იმ მექანიზმების განვითარებისათვის რომლებიც გაუმკლავდებიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას; ასევე ჩამოაყალიბებენ ანტიკორუფციულ მექანიზმებს და დისციპლინარულ ზომებს. ჩამოყალიბებული და დამტკიცებული უნდა იყოსშიდა ანგარიშვალდებულების სისტემა.

წესები და პროცედურები

შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ ის. რომ ყოველ სამართალდამცავ სააგენტოს ჰქონდეს მისაღები კანონებისა და პროცედურების მკაფიოდ ჩამოყალიბებული კომპლექტი საკუთარი პერსონალის ქმედებათა სამართავად. მაშინ როდესაც მთელი უსაფრთხოების პერსონალიექვემდებარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, შიდა დებულებები უზრუნველყოფენ მართვის საშუალებას შიდა დისციპლინის გასამყარებლად და შიდა დარღვევებისა და დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

ქცევის კოდექსი

შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყოველი სამართალდამცავი სააგენტო ითვალისწინებდეს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ფორმულირებულ ქცევის კოდექსს. მრავალფეროვანი ქცევის კოდექსები გავლენას ახდენენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიიტუტების საქმიანობაზე, და ფარავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული საქმიანობა; ეთიკის კოდექსი სამართალდამცავი და სადაზვერვო პერსონალისათვის. თუმცა ქცევის კოდექსები არ ანაცვლებს კანონმდებლობას, პროცედურებს და სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, მათ შეუძლიათ გაზარდონ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყონ პროფესიონალიზმის და საკუთარი ვალდებულებების აღქმის ზრდას უსაფრთხოებიოს სექტორში დასაქმებული პერსონალისთვის. ქცევის კოდექსები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გასაგები უნდა იყოს ზოგადად საზოგადოებისათვის.

წყაროები

OSCE, Police Reform within the Framework of Criminal Justice Reform, OSCE TNT/SPMU/Publication Series Vol 11, 2013.

OSCE, The Role of Capacity Building in Police Reform, 2006.

UNODC, Handbook on Police Accountability, Oversight and Integrity, UNODC, 2011.

Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.

Security Sector members Ukraine

Civil society and NGOs Ukraine

Government members Ukraine

See Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.