სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სათემო ჯგუფები) უსაფრთხოები სსაკითხებში ჩართვა ხელსუწყობს მოსახლეობის თვალსაზრისის გათვალისწინებას უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების და მმართველობის პროცესებში.
სსო-ებს შეუძლიათ შეასრულონ აქტიური ფუნქცია უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის მონიტორინგის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მხარდაჭერის გზით. სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა პარლამენტთან ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორის მდგრადი დემოკრატიული მართვის დანერგვის და მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ უსაფრთხოების არსებული კლიმატის, ადამიანთა უფლებების დარღვევების და საბიუჯეტო თაობაზე ინფორმაციის მიწოდებით საკომიტეტო მოსმენებზე.
სსო-ებს ასევე შეუძლიათ ხელიშეუწყონ უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების გაჯანსაღებას, საზოგადოების უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. გარდა ამისა, სპეციალიზებული სსო-ები, მაგალითად, ქალთა ორგანიზაციები, განახორციელებენ კონტროლს და ანალიზს მათი მიზნობრივი ჯგუფების მიმართ მუქარისა და დარღვევების შემთხვევებში. აგრეთვე შეისწავლიან საზოგადოების მიერ უსაფრთხოების თემების აღქმას და ანგარიშებს წარადგენენ დარღვევების შესახებ. საერთო ჯამში, სსო-ებს შეუძლია წარმართონ მეტად მნიშვნელოვანი დიალოგი და იკისრონ თანამშრომლობის ფუნქცია და გააერთიანონ მოქალაქეები, დემოკრატიული ინსტიტუტები და უსაფრთხოების სექტორის სააგენტოები უსაფრთხიების გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.
მედიას შეუძლია ხელი შეუწყოს უსაფრთხოების ინსტიტუტების მმართველობას საგამოძიებო ჟურნალისტიკის დახმარებით და უზრუნველყოს პლატფორმა ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიისთვის, რაზეც ხელი მიუწვდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
უსაფრთხოების და მართლმსაჯულების ინსტიტუტებში დარღვევების გამოძიებითა და გაშუქებით, მედია ორგანიზაციები შესაძლოა დაეხმარონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების, მართვისა და მმართველობის სისტემებში წარუმატებლობის გამოვლენას.
ბეჭდურ და ელექტრონული მედია საშუალებებში ასევე შეიძლება აისახოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის ღონისძიებები უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის შესახებ. უფრო მეტიც, მედიას შეუძლია შეასრულოს როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სასამართლო სისტემის მთლიანობის ხელშეწყობის გზით საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც ხდება კორუფციის შემთხვევებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გაშუქება.
Resources:
Eden Cole, Kerstin Eppert and KatrinKinzelbach (eds.), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.(Bratislava: Valeur for UNDP, 2008).