განმარტებები

  • მედია-ში იგულისხმება ყველა მედია საშუალება,დამოუკიდებელი და სხვა, ოფიციალური თუ არაოფიციალური, ახალი ამბების საშუალებები, ინდივიდუალური ჟურნალისტები და ინფორმირებული მოქალაქეები .სოციალურ მედიაში
  • მედია სივრცე: აბსტრაქტული სივრცე, რომელიც შედგება ყველა საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმის და ამ პლატფორმების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნაკადებისგან.

მედიას ძალუძს უსაფრთხოების ინსტიტუტების მართვის გაუმჯობესება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეშვეობით და უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების და განხილვებისათვის პლატფორმის უზრუნველყოფით.

უსაფრთხოების და სამართალდამცავ ინსტიტუტებში დარღვევების გამოძიებით და მათი გაშუქებით, მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოავლინონ ხარვეზები გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმებში და მართვის სისტემებში.

ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას ასევე შეუძლია გააშუქოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის საქმიანობა, უსაფრთხოების მიწოდების ხარისხი, და შეასრულოს როლი კეთილსინდისიერებისგანმტკიცებაში და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟურნალისტური გამოძიების გზით და კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გაშუქებით.

მედია დიდ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების და მოთხოვნების მიწოდებაში პოლიტიკის კურსის შემქმნელებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო აუდიტორიისათვის. გამომძიებელ ჟურნალისტებს და მათ, ვინც სპეციალიზებულია უსაფრთხოების სექტორის სფეროში შეუძლიათ იმოქმედონ როგორც ზედამხედველებმა და გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ განხილვებზე.[1]

როდესაც პრესა ნამდვილად თავისუფალია და ინფორმაციiს გავრცელება შეუძლია ჩარევის გარეშე, ის ძირითად საშუალებას წარმოადგენს იმისათვის, რომ საზოგადოებას ეცნობოს მთავრობის ქმედებების შესახებ. პრესა ელექტორატს ეხმარებაიყოს ინფორმირებული და გაცნობიერებული, და ამრიგად, უზრუნველყოფს პოლიტიკოსების, მთავრობის და ბიზნესის ანგარიშვალდებულებას.[2]

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არსებობდეს მრავალფეროვანი მედია საშუალებები თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში და არა მედია სივრცე, რომელიც მონოპოლიზებულია ერთი ან რამდენიმე დიდი ახალი ამბების წყაროს მიერ. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც დაიცავენ მამხილებლებს და სხვა ინფორმაციის წყაროებსდა კანონები, რომლებიც დაიცავენ ჟურნალისტებს ზეწოლისგან, გასცენ ინფორმაციის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია მოქმედებდეს ეფექტური კანონმდებლობა სიტყვის, პრესის და ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

მედიას ასევე შეუძლია საზოგადოებრივი ინტერესი მიმართოს უსაფრთხოების სექტორის მართვის კომპლექსური საკითხებისაკენ, რომლებიც ჩვეულებრივ არ იწვევს საზოგადოებრივ ინტერესს.ასეთ შემთხვევაში მედიას შეუძლია მარტივადნ განმარტოს ეს საკითხები საზოგადოებისთვის ინდივიდუალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ანუ განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მოსალოდნელი ზეგავლენა ინდივიდებისათვის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და კავშირები გლობალურ მოვლენებთან.[3]

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის და კონტროლის ვალდებულება უპირველესად სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ, როგორებიცაა პარლამენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავრობის მიერ ძალაუფლების განხორციელების დეტალურ შესწავლაში და მისი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.[4]

რადგან საზოგადოებრივ დისკუსიებში და მართვაში ახალი ამბების წყაროებს მნიშნელოვანი როლი აქვთ, ხოლო მედიასივრცეში დრამატული ცვლილებები მიმდინარეობს, კიდევ უფრი არსებითი ხდება მოქალაქეების მედია ცნობიერების ამაღლება დემოკატიულ და დემოკრატიის გზაზე მდგომ ქვეყნებში.[5]

მოქალაქეთა შესაძლებლობები ჩაერთონ დემოკრატიულ დიალოგში, მოითხოვონ რეაგირებადი და ანგარიშვალდებული მმართველობა, უსაფრთხოებასა და კანონმდებლობაში იასევე როგორც საზოგადოებრივი ინტერესის სხვა სფეროებში, მჭიდროდ უკავშირდება დემოლრატიული სახელმწიფოების შესაძლებლობას შეინარჩუნონ სიჯანსაღე და მთლიანობა.[6]

აქტიური და სანდო მედიის სტანდარტები:

  • მკაფიო და ეფექტური კანონმდებლობა სიტყვის, პრესის და ინფორმაციის თავისუფლებაზე, და მამხილებლების და ჟურნალისტური წყაროების დაცვის მექანიზმები.
  • კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება.
  • მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა.
  • მკაფიო საკანონმდებლო დებულებები ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით.
  • სახელმწიფო საიდუმლოება გონივრულ ფარგლებში უნდა იქნას მოქცეული. გამჭვირვალობა უნდა იქცეს წესად და საიდუმლოება გამონაკლისად.
  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის ეფექტური სისტემა.
  • მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები.
  • მედია საშუალებების მრავალფეროვნება თავისუფალ და სამართლიან კონკურენტულ გარემოში.
  • მოქალაქეთა მედია ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ძალისხმევა.

წყაროები:

DCAF- UNDP 2008, Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2008), Gender SSR Toolkit, Practical Note 9

Duncan Hiscock, “The Role of Civil Society in Security Sector Governance in the South Caucasus”. Working Paper. Austrian National Defence Academy.

Marina Caparini, “Civil Society and Democratic Oversight of the Security Sector: A Preliminary Investigation” Working Paper No 132. DCAF 2004.

Marina Caparini, Philipp Fluri, Ferenc Molnar (Eds.), Civil Society and the Security Sector. Concepts and Practices in New Democracies. DCAF 2006.

Marina Caparini, News Media and Security Sector Reform. Reporters on Telling the Story. DCAF 2010.

 

[1] Marina Caparini, “Civil Society and Democratic Oversight of the Security Sector: A Preliminary Investigation” Working Paper No 132. DCAF 2004

[2] Marina Caparini, Philipp Fluri, Ferenc Molnar (Eds.) Civil Society and the Security Sector. Concepts and Practices in New Democracies. DCAF 2006.

[3] Ibid

[4] Ibid

[5] Ibid

[6] Ibid